Digest Logo

„სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა და კუბო მოაყუდა... მისაღებში კედელს ავეკარი და უცებ მივხვდი, რომ საწოლზე გარდაცვლილი ადამიანი იყო"

 14:31 ოთხ. 14 ივლისი
სოფიკო

„ასოშეიტედპრესის" თბილისის ბიუროს პროდიუსერი, სოფიკო მეგრელიძე სოციალურ ქსელში  სამედიცინო ცენტრზე წერს, სადაც პაციენტები ტესტირებისთვის გადაჰყავთ.  მისი თქმით, ანალიზების გასაკეთებლად მისულ პაციენტებს სამედიცინო ცენტრში მიცვალებულთა ყურება უწევთ. 

„დღეს დავბრუნდი კოვიდ გადასახლებიდან და გადავწყვიტე დამეწერა ეს ამბავი. ამ ფოტოებზე პირველი სამედიცინო ცენტრის კოვიდ მისაღებია, პირველი სამედიცინო ცენტრი, სადაც კოვიდ სასტუმროდან წაგვიყვანეს პაციენტები ანალიზების ასაღებად. მაგრამ ეს პოსტი ანტისანიტარიაზე არაა. პაციენტები რიგში დაგვაყენეს. როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა და კუბო მოაყუდა კარებზე, ძალიან დავიბენი. მისაღებში კედელს ავეკარი და ჩემს წინ მდგომ საწოლს დავაკვირდი და უცებ მივხვდი, რომ საწოლზე გარდაცვლილი ადამიანი იყო. ექიმებმა ჩვენს თვალწინ გარდაცვლილის კუბოში ჩაწვენა დაიწყეს. ამის პარალელურად ექიმები ჩვენ რეგისტრაციას განაგრძობდნენ. მე გამოვვარდი ტირილით. არ ვიცოდი, სად გავქცეულიყავი როდესაც მიმღების კარებს მერე მეორე კუბო მოაყუდეს. როგორც მერე მივხვდი, მორგი და კოვიდ მისაღები ერთი და იგივე იყო. ანუ, ჩვენ ანალიზებს გვიკეთებდნენ და პარალელურად ჩვენს დასანახად მიცვალებულებს კუბოებში ასვენებდნენ. არანაირი ანალიზი არ გამიკეთებია, რა თქმა უნდა, გამოვვარდი და ავტობუსში ჩავჯექი, რომ უკან წავეყვანე, კოვიდ სასტუმროში. როდესაც სხვა ინფიცირებულები დაბრუნდნენ ავტობუსში მითხრეს, რომ კიდევ ორი გარდაცვლილი გადაასვენეს მათ თვალწინ. ვერაფრით გამოვიდივარ ამ სტრესიდან და ვერ ვიშორებ ამ სურათს თავიდან, სულ ეს მიდგას თვალწინ და უფრო და უფრო ვბრაზდები, ასე როგორ უნდა გაწირო ავადმყოფი, რომ ამას აყურებინო",- წერს სოციალურ ქსელში სოფიკო მეგრელიძე.

❌ასევე დაგაინტერესებთ:

„ახლა დამწკრივდით და მომისმინეთ" - ვის მიმართავს ილია ჭიღლაძე

„ჟურნალისტური ოჯახის ერთიანობა და პროტესტის გადამდები ძალა"-ინგა გრიგოლია

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა - ისტორია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ


„არ მეგონა ამდენი ახსნა თუ დამჭირდებოდა,...

2 წუთის წინ

ჟორჟოლიანი ნანუკა

„მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედას იქვე მაღ...

26 წუთის წინ

ბიჭი

„საოცრად უხდებით ერთმანეთს“ - ქეთევან ხა...

55 წუთის წინ

ქეთევან ხატიაშვილი


„ემიგრანტი ვარ! არ ავიცრები! არადა რისთვ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ქალი

მამაკაცის ეს 3 ტიპი არასოდეს არ უნდა შეგ...

12:44 შაბ. 4 დეკემბერი

კაცი პულტით ხელში

10 რამ, რისთვისაც საკუთარ თავს მადლობა უ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ნამასტე

ქეთა თოფურიამ სახლი საახალწლოდ გრანდიოზუ...

10:34

ქეთა თოფურია

„იყავი ბედნიერი სამუდამოდ“ – რა ფოტოს აქ...

10:10

სოფო ნიჟარაძე

ამანაც რა თქმა უნდა, იმოქმედა ცეკვაზე......

19:24 ოთხ. 1 დეკემბერი

სალომე ღვინაშვილი

ჩამოწერეთ ქაღალდზე ყველაფერი და როცა საა...

12:18

ჰოროსკოპი

დაპირისპირება, სავარაუდოდ, გოგოს გამო და...

11:43

პოლიცია

3 410 ინფიცირება, 46 გარდაცვალება, 4 732...

10:53

კორონა

სანზონაში მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ორი...

10:01

დანაშაული

ვხედავ, ამ წუთას, უფალი როგორ დაეშვა დედ...

01:23

ლელა კაკულია

„მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ ა...

00:34

კენჭოშვილი ზვიადაური

5 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოშ...

00:25

პროგნოზი

სანზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტა...

23:19 შაბ. 4 დეკემბერი

კრიმინალი-ლენტი

„ქალისაგან გაჟღერებული გინება საჭირო ტრა...

22:39 შაბ. 4 დეკემბერი

ბაია პატარაია