Digest Logo

„რომელ ერთზე გადავუხადო მადლობა... ვერ გავბედე მეთქვა, ღმერთო აცხონე, პირიქით, მას ვთხოვდი ისევ დახმარებას“ - რას წერს მამა ლევანი მიტროპოლიტ სერგიზე?

 14:13 ორშ. 27 სექტემბერი
მამა ლევანი

მამა ლევანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მეუფე სერგი (ჩეკურიშვილის) შესახებ წერს.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, მეუფე სასულიერო პირს ყველაფერში ეხმარებოდა.

„მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი)
აქამდე საჯაროდ ამის უფლებას არ მომცემდა, გარდაიცვალა და ახლა გავბედავ ვთქვა რა აქვს გაკეთებული მარტო ჩვენი ერთი ოჯახისთვის და რაც კიდე ჩვენი თვალით ვნახეთ.

როცა მის გრემის სასულიერო სემინარიაში ჩავირიცხე, დაოჯახებული არ ვიყავი, თუმცა საცოლე მყავდა. რადგან ვიცოდით მამათა მონასტერში უნდა მეცხოვრა, გვიჭირდა მაგრამ შევეგუეთ იმ აზრს რომ 4 წელი ვერ შევქმნიდით ოჯახს. მაგრამ მეუფეს რას გამოაპარებდი.

ახალი დაწყებულია სწავლა, საქმეზე ვიყავი კასპში ჩამოსული, დილაა მძინავს და მირეკავს „ბიჯო გამოგყვება ის გოგო?“ რა ვიცი კი ალბათ მეუფე-თქო.

ყველას როგორ სწვდებოდა მისი ფიქრები და გული არ ვიცი, არავინ არ ვიყავი მისთვის ხომ. მარიამი დამთანხმდა, მაგრამ სახლში არ თქვა ისე ჩავედით კახეთში. რადგან მშობლების კურთხევა არ ჰქონდა, გამოგვიშვა უკან, ლოცულობდა და მონასტერს ალოცებდა რომ მშვიდად მივეღეთ.

ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩავედით, ჯვარი დაგვწერა. სახლი გვინახა დაგვასახლა, დაგვაწყებინა ცხოვრება.

სემინარიაში სწავლა, კვება, რვეული, კალამი, ცხოვრება ყველაფერი უფასოდ იყო. მეტიც, ყოველთვე ყველა სტუდენტს ფულს გვჩუქნიდა, საკითხავ წიგნებს ვყიდულობდით. მარიამს საქმეთა მართვა ასწავლა, დაასაქმა რომ გვერჩინა ოჯახი.

შვილი რომ გვეყოლა, დედა ჩამოვიდა კასპიდან დასახმარებლად. მეუფე დედასაც შეჰპირდა დასაქმებას. სახლში საუბრობდნენ ჩემები სად უნდოდათ ემუშავათ, რომ ბავშვისთვისაც მიეხედათ. დილით რომ მივიდნენ, ზუსტად ის უთხრა რაზედაც ისაუბრეს და ისე დაასაქმა.

მას ამის ნიჭიც ჰქონდა, თუმცა ამასაც მალავდა. უცხო მხარეში, ახალ შექმნილი ოჯახი ვიყავით და გვეხმარებოდა და გვჩუქნიდა ყველაფერს, ფული, ტანსაცმელი, საჭმელი, გადასაფარებელი, რა ვიცი რა ჩამოთვლის, როგორც მშობელი ისე იყო.

ერთხელ ჩაიყო ჯიბეში ხელი და ხურდებიღა ჰქონდა ოცდაორ ლარამდე და ის მომცა. პირველ კურსი რომ დავხურე, კაბით შემმოსა სემინარიაში, მერე პატრიარქთან წარმადგინა და მაკურთხა დიაკვნად.

საქართველოს მოლოცვის გარდა, ორჯერ საზღვარგარეთ გამიშვა მოსალოცად, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მისი ხარჯებით. ერთხელ თავად იყო საზღვარგარეთ და ღამე ურეკავს გიორგის, „მიდი ფული მიუტანე მაგათ“.

გიორგიმ დაგვირეკა „ხომ მშვიდობა გაქვთო ისე რეკავსო“ კი ჩვენ არაფერი გვითქვია-თქო. გავახსენდით უცებ და.

როგორც მახსოვს გიმნაზიაში სამასი ბავშვი სწავლობდა, სოფლებიდან თავისი ტრანსპორტით მოჰყავდა ბავშვები, ასწავლიდა, ერთხელ აჭმევდა და ისევ არიგებდა სახლებში და ეს ყველაფერიც უფასოდ.

იყო ძალიან სულიერი, დიდი და ამავე დროს ძალიან უბრალო. ერთხელ ძალიან მაღალი თანამდებობის ხალხი ჰყავდა სტუმრად და თვითონ სამხედრო მუქი მწვანე ფერის ჯემპრით იყო. სასწავლებელი რომ დავამთავრე, გამომიშვა ჩემ მხარეში მსახურებისთვის და ყოველთვე ფულს გვირიცხავდა ხელფასივით, სანამ მანდ რამე შემოსავალი გაგიჩნდებათო.

შვილის ნათლობა რომ ვთხოვე, კახეთში კი არ ჩამაყვანინა ბავშვი, დაიღლებაო, ამხელა ადამიანი თავად ჩამოვიდა კასპში ნათლობისთვის. როცა მასთან ჩავდიოდი, მეც და ჩემ თანმხლებ ხალხსაც გვჩუქნიდა ყველაფერს რაც გააჩნდა, თაფლი, ჯვარი, ღვინო, წიგნები, ჩურჩხელა და ა.შ.

გვასწავლა მეც და ფოფოდიას უამრავი რამ, ზედ გვყვებოდა, ცხოვრება მოგვიწყო ადამიანებს ვინც მანამდე მისი შორეული ნაცნობებიც კი არ ვიყავით.

ახლა, ბოლოს ოპერაცია რომ გაიკეთა და ვნახეთ, ამ გაჭირვებული ჯანმრთელობით, დეტალურად გამომკითხა მშობლებზე, ხომ არ გვიჭირდა, მისი ქინძმარაული რომელიც მაცივარში ინახება, თერმოსით გვაჩუქა რომ კასპამდე გაეძლო, წიგნები და თავის ნათლულს თანხა.

ხილი მივართვი კასპიდან, არ ეჭმეოდა, მაგრამ შენ რომ გაეხარებინე შენთან ერთად მიირთმევდა შენ მიტანილს. უხაროდა ყველა საჩუქარი.

ეჰ მეუფე, რომელ ერთი დავწერო, რომელ ერთზე მოგიხადო მადლობა. დაგვრჩა ეს მოგონებები, შენი ნაჩუქარი ნივთები და მათღა ვეფერებით.

შევეცდები ისე ვიცხოვრო რომ გაგახარო. მშვიდობით ჩვენო უძვირფასესო, ლამაზო მღვდელმთავარი.

ჩვენო სულის და ხორცის ტკივილო. ჩვენთვის მშობლის გარდაცვალების ტოლფასია მისი წასვლა. მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ რომ, ჩვენ იმიტომ ვტირით, რომ ჩვენი თავი გვენანება მეუფის გარეშე, თორემ თავად სადაც არის ძნელი მისახვედრი არაა.

რაც მეუფე სერგიმ აკეთა, ამაზე მეტი რა უნდა მოასწრო ადამიანმა რომ წმინდანი გახდე არ ვიცი.

მაშ ჩვენ სულ უიმედოდ ვყოფილვართ. ახალგაზრდობიდან ბერია, გააცოცხლა უამრავი მიტოვებული მართლმადიდებლური კერა, აღზარდა 3 მეუფე, მღვდლებს, ბერებს და მონაზვნებს არ ვიცი თუ ვინმე დაითვლის, დააარსა 3 სემინარია, მათ შორის ქალთა, გიმნაზია, ბაღი, გამოსცემდა და უფასოდ არიგებდა უამრავ საეკლესიო ლიტერატურას, აცმევდა, აჭმევდა გაჭირვებულებს, მკურნალობის ფულს უხდიდა ავადმყოფებს, რამდენი სასოწარკვეთილი, ცოდვილი გადაარჩინა, არაფრის მცოდნენი ხალხად აქცია, ცხოვრება მოუწყო.

როცა გუშინ მის სხეულთან მივედი, ვერ გავბედე მეთქვა ღმერთო აცხონე, პირიქით მას ვთხოვდი ისევ დახმარებას და მაგრძნობინა კიდეც დახმარება“,- წერს მამა ლევანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„20 ოქტომბრიდან უქმდება ვაქცინაცია და კოვიდპასპორტებიც აღარ იქნება მოთხოვნადი“ - რას წერს ექიმი, გელა მალუძე?

🔵„ეს მოვლენა ამ წელში ბოლოჯერ ხდება - ამიტომ კარგად დაფიქრდით, რას იტყვით, შესაძლოა, ინანოთ!“ - ასტროლოგი დავით ნიბლაძე

🔵„მამაოსკენ იწევდა უნდა ეცემა... გოგო ისე იყო შეპყრობილი, მოძღვრისთვის დანა უნდა დაერტყა...“ – „ეშმაკთან მებრძოლი“ მამა სოკრატეს ისტორიები

🔵„საიდან არის ამდენი დაავადება ბავშვებში? საკუთარი ხელით მოვწამლეთ საკვები და ჰაერი“


„დავინახე, მაინც ჩაჩოქილიყო აივანზე და ხ...

7 წუთის წინ

კეკელიძე 90-იან წლებს
იხსენებს

19 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

00:44

მზე

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:36

ოქტომბრის ასტროლოგიური
პროგნოზი


„მამა თმებში მწვდა და ტყავის ქამრით მცემ...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

წამყვანები

„სამი და და სამი ძმა“ - „ფარული ვნების“...

22:56 ორშ. 18 ოქტომბერი

ფარული ვნება

VIDEO: „ბრალდებულმა დაკავებისას ხელყუმბა...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

ვ

„ლიზა იასკოს არ ვიცნობ... მყავს ერთი უსა...

14:37 ორშ. 18 ოქტომბერი

სააკაშვილი

მაკა კვიციანის გრანდიოზული დაბადების დღე...

14:30 ორშ. 18 ოქტომბერი

მაკა კვიციანი

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

11:38 ორშ. 18 ოქტომბერი

ბერა ივანიშვილი

19 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

00:34

შუქი

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ისიც არ იც...

21:32 ორშ. 18 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე

გია ვოლსკი: ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ის...

21:00 ორშ. 18 ოქტომბერი

პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე

„ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან...

20:53 ორშ. 18 ოქტომბერი

დევი ტაბიძე

ზაალ ანჯაფარიძე: მელია რომ არჩევნებს წაა...

20:52 ორშ. 18 ოქტომბერი

ანალიტიკოსი - ზაალ
ანჯაფარიძე

„ორივე აცრა შეიძლება გაიკეთოთ ერთ დღეს“...

19:59 ორშ. 18 ოქტომბერი

დაავადებათა კონტროლის
ეროვნური ცენტრი

თსუს მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგ...

19:37 ორშ. 18 ოქტომბერი

თსუ

ვლადიმერ ბოჟაძე გიგი უგულავაზე: აქციაზე...

18:25 ორშ. 18 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge

ნატო გელაშვილის შვილმა ცოლი მოიყვანა - კ...

18:24 ორშ. 18 ოქტომბერი

გიორგი ჭოხონელიძე