Digest Logo

„ფულადი მოგებები, ავტომობილები... - ქვეყნები ახალ სტიმულებსა და ჯარიმებს გეგმავენ, რათა ვაქცინაცია წაახალისონ“

 10:24 ხუთ. 22 ივლისი
ჯარიმა

მედიცინის პროგრამის კოორდინატორი კავკასიის უნივერსიტეტში -  ზვიად კირთავა სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ჯარიმების დაწესებას გეგმავს, რათა გაზარდოს ვაქცინირებულთა რაოდენობა.

„ქვეყნები ახალ სტიმულებს და ჯარიმებს გეგმავენ, რათა წაახალისონ ვაქცინაცია.
- საფრანგეთი და საბერძნეთი - ვაქცინაცია სავალდებულოა ჯანდაცვის პერსონალისა და მოვლის სახლების პერსონალისათვის. საფრანგეთში ეს ვრცელდება ბინაზე მოვლის პერსონალზეც.
- იტალია - ვაქცინირება აუცილებელია ჯანდაცვის პერსონალისა და ფარმაცევტებისათვის.
- ბრიტანეთი - ვაქცინირება აუცილებელია მოვლის სახლების პერსონალისთვის. განიხილება ჯანმრთელობის ეროვნული სისტემის პერსონალისთვისაც სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება.
- საფრანგეთი - ვაქცინაციის, PCR ტესტის ან გადატანილი კოვიდ-სერტიფიკატის გარეშე მოქალაქეები არ დაიშვებიან რესტორნებში, კაფეებში, სავაჭრო ცენტრებში, კინოთეატრებში, მატარებლებსა და თვითმფრინავებში.
- კვიპროსი - კოვიდ-19 სტატუსის სერტიფიკატი (აცრა, ახალი ტესტის პასუხი) აუცილებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბანკებში, საჯარო სერვისების დაწესებულებაში. საცეკვაო დარბაზებში შესვლა დაშვებულია მხოლოდ ვაქცინირებულებისა და ახლახან გამოჯანმრთელებულებისათვის.
- აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ფილიპინები, მექსიკა - სხვადასხვა პრიზების ლატარეებით გათამაშება ვაქცინირებულებისათვის, მათ შორის - ფულადი მოგებები, ავტომობილები, ვაუჩერები, კონცერტების, ატრაქციონების თუ სპორტული ღონისძიებების ბილეთები, საკვები, სასმელი და შინაური ცხოველებიც კი (ძირითადად - ვაქცინირებული ფერმერებისათვის).

- აღნიშნულ წამახალისებელ პრიზებს არა მარტო სახელმწიფოები, არამედ რეგიონალური მთავრობები ან ბიზნეს-კომპანიებიც აწესებენ. განსაკუთრებით, ის კომპანიები, რომელთაც მრავალ მომხმარებელთან უწევთ კონტაქტირება, რაც ზრდის მომხმარებლების/პერსონალის ინფიცირების, წარმოების შეჩერების ან დახურვის რისკსაც.

- ფსიქოლოგიური კვლევების თანახმად წამახალისებელი ზომები ზოგადად უფრო ეფექტურია, ვიდრე სანქციები, თუმცა ვაქცინებთან დაკავშირებული ყოყმანის დასაძლევად, ჯანმოს კვლევებმა 2014 წელს აჩვენა, რომ მანდატები და სანქციები ეფექტური იყო ვაქცინაციის ტემპების გაზრდის კუთხით.

- ამავდროულად, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საინფორმაციო მუშაობის გაძლიერება და მტკიცებულებებით მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ ვაქცინების სარგებელი მაღალია, ხოლო გვერდითი ეფექტები - უაღრესად იშვიათი და აცრილთა აბსოლუტურ უმრავლესობაში - მოკლევადიანი და იოლად ასატანი“,- წერს ზვიად კირთავა.


რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2...

00:42

სასწრაფო დახმარება

ნახეთ, როგორია 25 ივლისის ამინდის პროგნო...

23:49 შაბ. 24 ივლისი

ამინდი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23:37 შაბ. 24 ივლისი

ჰოროსკოპი


„ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო?“....

17:34 ხუთ. 22 ივლისი

ჰამლეტ გონაშვილი

ახალი კვლევა: ჭორაობა სოციალურ ცხოვრებას...

19:04 ხუთ. 22 ივლისი

ჭორაობა

„ერთმანეთს ვერ ვიტანდით, მისი მოსვლა არ...

17:34 ხუთ. 22 ივლისი

გივი პაპავა

VIDEO: „ახლაც მეშინია, ამას რომ ვამბობ.....

14:09 შაბ. 24 ივლისი

ნუკი კოშკელიშვილი

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბი...

19:26 პარ. 23 ივლისი

სალომე ზურაბიშვილი

თაკო ჩხეიძემ თმის ფერი შეიცვალა - ნახეთ,...

14:36 პარ. 23 ივლისი

თაკო ჩხეიძე

„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შ...

23:29 შაბ. 24 ივლისი

ხვიჩა კვარაცხელია

„მე შენი პირველი ბიჭი ვარ, რომელიც ბავშვ...

23:12 შაბ. 24 ივლისი

მოწყენილი კაცი

მარიამ იმნაძე საქართველოს ოლიმპიურ დელეგ...

22:29 შაბ. 24 ივლისი

მარიამ იმნაძე

„ამათი მართვა და დაგეშვა ხომ ძალიან ადვი...

20:32 შაბ. 24 ივლისი

სააკაშვილი

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობი...

20:19 შაბ. 24 ივლისი

პროკურატურა: სახელმწიფო
ბიუჯეტს დანაშაულებრივი
ქმედების შედეგად
მიყენებული 850 000 ლარის ზიანი
აუნაზღაურდა

„ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეუ...

20:18 შაბ. 24 ივლისი

ნანა გეგეჭკორი

VIDEO: „გუშინდელი დღიდან საქართველოში ძა...

19:45 შაბ. 24 ივლისი

ფხაკაძე

აკუსტიკური იარაღის, „სტარტოვკის" გამოყენ...

19:15 შაბ. 24 ივლისი

შსს

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დ...

17:58 შაბ. 24 ივლისი

ილია მეორე