Digest Logo

„ფრთხილად იყავით! ეს უკვე რევოლუციაა. ნამდვილი გიორგი ბრწყინვალე ჩემ წინ იქნება ძალიან მალე" - ლელა კაკულია

 14:46 კვი. 24 ოქტომბერი
წინასწარმეტყველი

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია საქართველოსთან დაკავშირებულ უახლეს წინასწარმეტყველებას აქვეყნებს და მოსახლეობას რევოლუციის შესახებ აფრთხილებს.

საქართველოში პოლიტიკური პარტიები იცვლებიან. წარსულიდან წამოსულ პარტიებს ფაქტობრივად არ აქვთ მყარი ბაზა და ვერც ექნებათ, იმიტომ, რომ იქ არ დგანან ის ახალგაზრდები — ჩემი პატარა ქართველები, რომლებიც მე ვიწინასწარმეტყველე და გზა გავუხსენი.

მათ ხელის შემშლელებს კოსმოსი ისე გაგწევთ გვერდზე, რომ ვერასდროს ვერ მოხვალთ პოლიტიკაში. მთელი კოსმოსი ამ ახალგაზრდებისკენაა მომართული. ეს არ არის შეკვეთა. ისინი მოდიან თავისი ნებით და ისინი მოჰყავს კოსმოსს და ეს არის ნამდვილი ძალა. და გიორგი ბრწყინვალე.

უნდა აღვნიშნო: ნახევარ საქართველოს გიორგი ჰქვია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათგან რომელიმეა გიორგი ბრწყინვალე. ნამდვილი გიორგი ბრწყინვალე ჩემ წინ იქნება ძალიან მალე, იგი მიიღებს დალოცვას, დიდ ენერგიას კოსმოსიდან და ჩაეფლობა, ასე ვთქვათ, შეცურავს ქართულ პოლიტიკაში. მე ეს ძალიან მიხარია.

და კიდევ: ვის რა ელის და როგორ დაამთავრებს, ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ამას არ გავახმოვანებ. მე ნაწინასწარმეტყველები მაქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რაც საქართველოს ეხება — და ელოდეთ მათ ასრულებას!

შადიმანებო, გაფრთხილებთ: ფეხსაც ნუ გააფაფხურებთ. სჯობს ჩაიკეტოთ თქვენთვის და თვალყური ადევნოთ ახალი საქართველოს შენებას, საქართველოს მიღწევებს. საქართველო ერთ–ერთი წამყვანი ქვეყანა იქნება–მეთქი, ბევრჯერ აღვნიშნე და კავკასიის მარგალიტიც ვუწოდე.

საქართველოში ოლიგარქები ვერასდროს ვერ მოვლენ — ვერასდროს და არასდროს! საქართველო იქნება ცენტრი ნამდვილი პოლიტიკისა, რომელსაც პატივს სცემენ მთელი ევროპა და ამერიკა.

‼ეს ასე იქნება, ჩემო საყვარელო ქართველებო. ნუ შეშინდებით.

ქართული პოლიტიკის ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. უკრაინასთან ურთიერთობები უფრო გამყარდება. ნუ გიხარიათ, შადიმანებო — უფრო გამყარდება! უკრაინა დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს. დღევანდელი მოვლენები, რაც უკრაინა–რუსეთს შორის დატრიალდა და რაც პუტინმა დაატრიალა, საქართველოს ცეცხლზე წყალს ასხამს და ბევრ რთულ მომენტს აქრობს, რათა საქართველო მართლა არ განადგურდეს. უკრაინის პოლიტიკა იცავს საქართველოსა და ქართველებს და დაიცავს ბოლომდე.

ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ, შადიმანებო! საქართველო არ არის უბრალოს საკურორტო, დასასვენებელი ზონა. გაიგეთ, ბოლოს და ბოლოს: საქართველო არის უფლის სამოთხე და უფალი ნებას არ მოგცემთ, რომ ეს სამოთხე თქვენ გაანადგუროთ.

მოდიან ახალი პოლიტიკოსები. ძველი პოლიტიკოსებიდან არცერთი არ დარჩება და ეს სიახლე განაახლებს და ახალ სულს შთაბერავს ჩემს ქვეყანას, ჩემს საქართველოს — უნიჭიერესი ქართველები, რომლებსაც მართლაც ესმით, რა არის პოლიტიკა, როგორ უნდა მართონ ქვეყანა. მათ ეს იციან ძალიან კარგად, მათ ეს ისწავლეს საზღვარგარეთ. მაგალითად, ჩემი ქალიშვილი თამარ პატარაია, შვიდი წელი მოღვაწეობდა ბრიტანეთში. კოლეჯიც იქ დაამთავრა და უნივერსიტეტიც. უმაღლესი დონის განათლება მიიღო. მაგრამ არიან პოლიტიკოსები (არ მინდა ახლა ერთი ქალბატონის გვარი დავასახელო), რომლებიც ებრძვიან ისეთ ბავშვებს, როგორიც ჩემი თამარია. მაინც წაგებული ხართ, ქალბატონო! თქვენს სახეს საერთოდ ვერ ვხედავ მომავალში. იმიტომ რომ ქართული პოლიტიკის სირცხვილი ხართ, თქვენი პოლიტიკაში ყოფნა გამართლებული არ არის და ვერც იქნებით, რაც უნდა გააკეთოთ.

ჩემს საქართველოში ყველაფერი დამშვიდდება და დაწყნარდება, მაგრამ დღეს ხალხი ძალიან არის გაღიზიანებული — ცალკე იმით, რომ მშიერია, და ცალკე დაწესებული პანდემიური შეზღუდვებით. პირბადის გამო რომ ქუჩაში მიმავალ ადამიანს აჩერებთ და აჯარიმებთ, ფრთხილად იყავით! ეს ძალიან უარყოფით განწყობას იწვევს და ვხედავ, ეს ყველაფერი მუშტი–კრივში გადაიზრდება და პატრულისა თუ პოლიციის ზემოქმედება როლს ვერ ითამაშებს. ხალხს ისე გადაეკეტება გონება, როცა არ იციან, რას სჩადიან. და ეს უკვე რევოლუციაა!", - წერს ლელა კაკულია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ან ღვთის ნებით, ან ღვთისგან დაშვებულია, რათა ჩვენ ამა თუ იმ მოვლენის ღრმა სულიერი აზრის დანახვა ვისწავლოთ“ - მეუფე შიო

„იქნებ ისიც თქვა, რომ არ „ბალეშიკობდი” ღარიბაშვილს პიროვნულადაც, სანამ შენი „კუმირი" არ გადადგა ნაბ@@@რი მელიას გამო?“ - ვის დაუპირისპირდა ბექა მჭედლიშვილი

„ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი იმედებით, ვთქვათ პირდაპირ...“ - დავით გადელია საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს

„ვინც მენსტრუალური ციკლზე ღლიცინებს, უნდა იცოდეს, რომ საკუთარ დედასა და საკუთარ დაბადებაზეც ღლიცინებს" - რას წერს დაჩი გრძელიშვილი

„40 დღე გადის და ხვალ ჩემი ნიკო ღვთის მოშიში, ერთგული და ღირსეული შვილი, ზეცაში სამუდამო სამყოფელს დაიმკვიდრებს“ - რას წერს გარდაცვლილის დედა

„შესაძლოა, ვაქცინაცია ნოემბრიდან სავალდებულო გახდეს“ - ამირან გამყრელიძე

„ზარი რომ დაირეკა, მოირბინა და დედაჩემი იყავიო - მთხოვა პატარა ბიჭმა, რომელსაც დედა არ ჰყავს“ - პედაგოგის ემოციური წერილი

„ვინც მაგას აკეთებს დაიწვება ჯოჯოხეთის ცეცხლში“ - რას წერს ტორესა მოსი


29 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარ...

00:43

დენი

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:23

29 ნოემბრის პროგნოზი

29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

00:16

ამინდი


„20 წლის ასაკში გავთხოვდი, 1 შვილი გავაჩ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

უცნობი ქალის ისტორია

„რაც მე მიყვარდა ის მიყვარდა თუ ჩემივე ფ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

ბიზნესკონსულტანტი,
თავისუფლებაზე, შეგნებასა
და სინდისზე

VIDEO: „არ შეუბეროთ სული ტორტში ჩარჭობილ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

ტორტი

„გინებას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი....

11:39 შაბ. 27 ნოემბერი

ია ფარულავა 2020

„ბოდიში რეზო ბიძიაო და ამოაგდებენ ძუძუს“...

20:20 პარ. 26 ნოემბერი

დოჩი

„შანსი არ არის ვინმესთან გასაყოფი კაცი მ...

15:56 პარ. 26 ნოემბერი

მარიამ კუკუნაშვილი

VIDEO: „მატლიც მინახავს საჭმელში, ერთ სა...

23:26 კვი. 28 ნოემბერი

ციხე

„სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გავხ...

23:19 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, დაუშ...

23:01 კვი. 28 ნოემბერი

საპატრიარქო

თბილისში საცხოვრებელი სახლი იწვის

22:59 კვი. 28 ნოემბერი

ხანძარი

„მუშაობა დავიწყე სანიტრად, შემდეგ გავხდი...

22:42 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„ახალი შტამი ინფექციის ახალი ძალებით შემ...

21:52 კვი. 28 ნოემბერი

ბიძინა კულუმბეგოვი

„მიხეილ სააკაშვილის პალატის ქვეშ დგას მა...

20:56 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ჩალაძე

ზაალ ანჯაფარიძე: მარიამ ჯიშკარიანი სააკა...

20:10 კვი. 28 ნოემბერი

ანალიტიკოსი ზაალ
ანჯაფარიძე

ბათუმში 2 წლამდე ბავშვი მე-7 სართულიდან...

19:07 კვი. 28 ნოემბერი

სასწრაფო დახმარების
ავომობილი