Digest Logo

ფილმში რომ გვენახა ეს სცენა, ალბათ ღამე არ დაგვეძინებოდა საქართველო კი მიეჩვია – ზურაბ გურული

 00:18 ხუთ. 8 აპრილი
ექიმი, ზურა გურული

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული, პანდემიის პერიოდში საქართველოში არსეულ ვითარებას აღწერს და მას საშინელებათა ჟანრის ფილმის სცენარს უწოდებს. მისი შეფასებით სიტუაცია საგანგაშოა, თუმცა მოქალაქეებს უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ ეს ყველაფერი თავიანთ თავს ხდება.

„შიშისაგან გონებადაკარგული, ადიდებულ მდინარეში დაუფიქრებლად გადამხტარი უმწეო ადამიანები … მათ უკან ავტომატიანი ხვადაგები და გაავებული ძაღლები …

ფილმში რომ გვენახა რომელიმე ჩვენთაგანს ეს სცენა, ალბათ ღამე არ დაგვეძინებოდა. საქართველო კი მიეჩვია.
- აბა ვიომოთ?

-ჰო. უნდა ვიომოთ. ომი რა არის იცით? ომი საკუთარი მოვალეობის შესრულებაა პატიოსნად. ოკუპირებული ქვეყნის მთავრობის მოვალეობა ვინმემ იცის, რა არის? მოქალაქეების? რამდენიმე დღის წინ ვიღაც ბებერი უცხოტომელი ხვადაგის ჩაშლილ დაბადების დღეზე დარდობდა საქართველოს ნახევარი, იმ ხვადაგის, რომელმაც საკუთარი მიწიდან გამოყრილი ადამიანები შეურაცხყო. მის შელახულ თავმოყვარეობაზე დარდობდნენ იმ ქვეყნის შვილები, რომლის უპატრონოდ მიგდებული სხვა შვილები ადიდებულ მდინარეში გადაყარეს ამ დილით და ჩაახრჩვეს იმ უცხოტომელებმა.

ომი რა არის იცით? ომი საკუთარი მოვალეობის არდავიწყებაა. ომში შეიძლება ისე წახვიდე, იარაღი სულ არ აიღო ხელში.

საქართველომ მიატოვა საბნის გარეთ დარჩენილი შვილები. დანარჩენებმა მჭიდროდ შემოვიკეცეთ საბნის კიდეები და მთელი ძალით თვალებდახუჭულნი და ყურებში თითებგარჭობილნი ვცდილობთ ძილის გაგრძელებას. არ გვინდა გავიგონოთ გარეთ დარჩენილთა ქვითინი.

- სხვისი აშენებული ქვეყანაო - … აშენებული? … ამაზე დიდი ცინიზმი?ვინმე ჭკუათმყოფელი შეიძლება კმაყოფილი

იყოს საქართველოს დღევანდელი ყოფით? წამით მაინც მოდუნდეს?
განა არ შეგვიძლია. შეგვიძლია. არის რესურსი. მაგრამ … ვერაფერი მოვუხერხეთ საკუთარ დამპალ ჰედონიზმს. არადა, ჰედონიზმსაც ვერ უწოდებ სხვათა ტანჯვის ხარჯზე ტკბობას. სადიზმი უფროა.
საქართველო მიეჩვია …სიმბოლურიც იყო ხარება დღეს რომ მოხდა, რაც მოხდა.

- ვინც მოკვდა, თავსა მოუკვდა, ვინც დარჩა, გაიხარებსა…

-ჰოდა, გაიხარეთ, ვისაც შეგიძლიათ.

მე ვერ მიხარია. ხარებას გილოცავ საქართველოვ!“


თუ შაბათამდე არ მოინანიებენ იღუმენ დანიე...

6 წუთის წინ

მიტროპოლიტი სტეფანე

მაისის პირველი ორი კვირა ძალიან მძიმე გვ...

12 წუთის წინ

პაატა იმნაძე, იმნაძე

დიდ დიღომში მოსახლეობის ნაწილი ავტოფარეხ...

17 წუთის წინ

ფარეხი


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

დღეს, სამებაში აფხაზეთის კონფლიქტის დროს...

58 წუთის წინ

სამების საკათედრო
ეკლესია

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge