Digest Logo

„ფეისბუკმა“ რა ჰქმნა - ანუ გახმაურებული პოსტები, ბოდიშები და დატოვებული თანამდებობები

 16:30 შაბ. 15 მაისი
გახმაურებული პოსტები

ფოტოები, პოსტები, „ჩექინები“, „თაგები“ „შეარები“, „ლაიქები“ - თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დეტალებია.  ძალიან ბევრს იხდიან, პირდაპირი და ირიბი გაგებით, იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში საკუთარი ადგილი იპოვონ. 

პლატფორმა ფეისბუკი, ერთი შეხედვით თავისუფალი სივრცეა, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი თავი მაქსიმალურად გამოხატონ. პარადოქსია, მაგრამ არსად ისე არ იბოჭება ადამიანი, როგორც აქ, თავისუფალ სივრცეში... ამ პლატფორმამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სიტყვის თავისუფლება „რასაც მინდა იმას ვიტყვი/დავწერ“ - არ არის.

თუ ყველას არა, საჯარო პირებსა და ცნობად სახეებს, გამოქვეყნების ღილაკისთვის თითის დაჭერამდე მაქსიმალურად მოეთხოვებათ „ასჯერ გაზომვა“. რადგან წამიც კი არაა საჭირო იმისთვის, რომ მათ გვერდზე გამოქვეყნებული ესა თუ ის პოსტი „დაისქრინოს“ და მერე დაიწყოს სახალხო განხილვა.

გარდა იმისა, რომ ფეისბუკში ნებისმიერი აქტუალური თემა ღიად განიხილება, მთელი ყურადღება ცნობილი ადამიანების „ექაუნთისკენაა“ მიმართული, რას იტყვიან და როგორ.

„დაიჯესტი“, იმ გახმაურებულ კომენტარებსა თუ პოსტებზე გიამბობთ, რომლებიც ავტორებს ძვირად დაუჯდათ. მაშ ასე:

1. მოდით დავიწყოთ ნინი ბადურაშვილის „ბოდიშით“

როდესაც მომღერალი ნინი ბადურაშვილი „კაცების შოუს“ სტუმარი იყო. გადაცემის ერთ-ერთმა ერთგულმა მაყურებელმა ვიდეოს კომენტარებში დაწერა: „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი“, ნინიმ გოგონას საკუთარი სურათი დაუდო და გარეგნობაზე მიუთითა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!”.

მომღერალს ეს კომენტარი არ აპატიეს. სოციალურ ქსელში იმდენი რამ დაიწერა და ისეთები, ნინის ბოდიშის მოხდა მოუწია.

2. ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ, ახლა, იცინე!“. ეს პოსტი კოსტავამ მაშინ გამოაქვეყნა, როდესაც სალომეს 16 წლის და დაეღუპა.

კოსტავას პოსტს არნახული პროტესტი მოჰყვა, ვირტუალურმა პროტესტმა რეალობაში გადაინაცვლა და - „ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე“, „დატოვოს დეპუტატის მანდატი ნანა კოსტავამ“, „ნანა კოსტავა საკრებულოს სირცხვილია,“- ამ სლოგანებით საკრებულოსთან „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნანა კოსტავას წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოგვიანებით კოსტავას „ფეისბუკის“ საშუალებით ბოდიშის მოხდა მოუწია და აღნიშნა, რომ მისი პოსტი სალომე ბარკერის დის გარდაცვალებას უბრალოდ დაემთხვა და ამის შესახებ არაფერი იცოდა.

ამ განცხადების მიუხედავად ქუთაისის საკრებულოს გვერდზე გამოქვეყნდა წერილი - ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა 31 მაისს გამართულ სხდომაზე მიიღეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნანა ნანა კოსტავას თანამდებობა დაატოვებინეს.

3. ჰომოფობიური განცხადების გამო თამარ ივერს „ოპერა ავსტრალიამ“ კონტრაქტი შეუწყვიტა

2014 წელს „ოპერა ავსტრალიამ“ თამარ ივერს კონტრაქტი შეუწყვიტა. ამის მიზეზი ერთი წლის წინ LGBT ადამიანების მისამართით გაკეთებული განცხადებაა, სადაც ოპერის მომღერალმა LGBT საზოგადოება ფეკალურ მასებს შეადარა. „ოპერა ავსტრალიის“ წარმომადგენლებმა ივერის განცხადებას „ძალიან არაკორექტული“ უწოდეს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დადგმიდან თამარ ივერი ბრიუსელის ოპერის სახლმაც გაუშვა. ოპერა მომავალ წელს უნდა დაედგათ.

„თამარ ივერმა Facebook წერილში განმარტა, თუ როგორ მოხვდა ჰომოფობიური პოსტი მის ოფიციალურ გვერდზე. მისი თქმით, 17 მაისს გეი აღლუმს უნდა ჩაევლო თბილისში მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოს წინ, იმავე დღეს და იმავე დროს, როდესაც იქ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია იმართებოდა.

იგი ასევე დასძენს, რომ მის გარდა Facebook-ის იგივე გვერდს იყენებს მისი მეუღლეც, რომელიც ძალიან რელიგიური ადამიანია და სწორედ მან დაწერა LGBT ხალხის შეურაცხმყოფელი პოსტი. „მან გადააკოპირა ჩემი ტექსტი, შეცვალა იგი მნიშვნელოვნად და ჩემი სახელით დაპოსტა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ შევწუხდი ამის გამო და დაუყოვნებლივ წავშალე ის, მაგრამ ეს ტექსტი მე ვნახე ნახევარი საათის შემდეგ გამოქვეყნებიდან. ეს ტექსტი ჩემს მოსაზრებას არ გამოხატავს. ვწუხვარ, რომ დავაგვიანე მისი წაშლა და ეს ტექსტი უკვე გავრცელებული იყო ინტერნეტით“ - განმარტა თამარ ივერმა LGBT თემის წინაშე ბოდიში მოიხადა.

4. საქართველო პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2012 წლის 2 სექტემბერს ფეისბუკის პოსტით გადადგა.

მართალია ბოდიში არ მოუხდია, მაგრამ გახმაურებულ პოსტებში საპატიო ადგილს იმსახურებს მამუკა ბახტაძის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ.

ბახტაძემ ისტორიულ პოსტში საქართველოს განვითარების სტრატეგიის მიმართულებები შეაჯამა და განაცხადა, რომ ვინაიდან „განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია“, შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან თვლის, რომ თავისი მისია „ამ ეტაპისათვის“ შეასრულა.

🔘 აგრეთვე დაგინტერესებთ:

ვენაში გარდაცვლილი ქართველის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება – ცხედარს, შესაძლოა, კრემაცია ჩაუტარდეს

ახალი კვლევა: ჭკვიანი ადამიანები მართვის მოწმობას პირველივე ცდაზე ვერ იღებენ

რა კავშირი ჰქონდათ ექსტრასენსებთან საქართველოს პრეზიდენტებს და ივანიშვილს?


13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 წუთის წინ

13 ოქტომბრის ასტროლოგიური
პროგნოზი

კაცის გამო რუსთავში ქალებმა იჩხუბეს

20 წუთის წინ

რუსთავი

13 ივნისის ამინდის პროგნოზი

23:47 შაბ. 12 ივნისი

ამინდი


ყველის ჭამაში 10 000 დოლარს გადაგიხდიან

17:51 პარ. 11 ივნისი

სამსახური

იმ ქვეყნების სია, სადაც პირბადის ტარება...

17:39 შაბ. 12 ივნისი

მსოფლიო

„მოცურავე კოტეჯი“ შაორის ტბაში - ამქვეყნ...

17:51 პარ. 11 ივნისი

შაორი ტბაზე

VIDEO: ,,ჯოჯოხეთია ჩემი ცხოვრება, ეს ძალ...

13:31 შაბ. 12 ივნისი

ისტორია

VIDEO: რა მაგარია, ჩემთვის რომ გაგაჩინეს...

11:07 შაბ. 12 ივნისი

მილოცვა

„ვკლავდი „მამულიჩას“ ამის გამო“ – ნახეთ,...

22:26 პარ. 11 ივნისი

ლელა წურწუმია

18 წლის გოგო, რომელიც ნებაყოფლობითი ვაქც...

23:44 შაბ. 12 ივნისი

დონორი

გია აბაშიძე: ცხადია, ამგვარი განცხადებებ...

23:09 შაბ. 12 ივნისი

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

რიონის ხეობაში რკინის ბარიკადების აღებას...

23:04 შაბ. 12 ივნისი

ნამახვანი

,,იმდენი ახალგაზრდობის ცოდვები მაქვს ქალ...

23:01 შაბ. 12 ივნისი

მიხეილ სააკაშვილი
ბოტასებში

დირკ ბუშლე: ენერგოუსაფრთხოება არა მხოლოდ...

22:48 შაბ. 12 ივნისი

ექსპერტ

პრემიერის ბოლო ვიზიტები, მაღალი რანგის ს...

22:46 შაბ. 12 ივნისი

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ჩვენი ისტორიული როლია სტაბილურობისა და მ...

22:37 შაბ. 12 ივნისი

ახალგაზრდული ცენტრის
დამფუძნებელი ზურაბ
ქადაგიძე - Digest.ge

წარმოიდგინეთ სომხეთის იმ 15 მოქალაქისა დ...

22:32 შაბ. 12 ივნისი

ლევან ნიკოლეიშვილი

საქართველოს რეგიონული მედიატორის ფუნქცია...

22:11 შაბ. 12 ივნისი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე