Digest Logo

„პატიმარი რომ ვიყავი დედა მომიკვდა, 4 დღე მაწამებდნენ წაგიყვანთ პანაშვიდზეო და მერე ირონიულად იცინოდნენ - ხომ ამაყობდი შენი „ევროპული“ ციხეებით?! ხოდა ეგდე მანდ!“ - თემო გვალია

 23:00 შაბ. 4 დეკემბერი, 2021 წელი
ტემო გვალია და მიხეილ
სააკაშვილი

მსახიობი თემო გვალია გლდანის საპყრობილეში გატარებულ პერიოდს იხსენებს და პატიმარობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.

„2010 წელს გლდანში ვიხდიდი სასჯელს. მაგ პერიოდში დედა გარდამეცვალა...

გარედან ჩემებმა დაწერეს თხოვნა, რომ მოეცათ უფლება გამოვმშვიდობებოდი დედას და რაც იყო განსაზღვრული თანხა ამისთანა შემთხვევისთვის, სრულად გადაიხდიდნენ.

თუ არ ვცდები 300 ლარამდე იყო…. იმ დღესვე, როცა წერილი მიიღეს პენიტენციურ დაწესებულებაში, იღება საკნის „კარმუშკა“ და ვიღაცა ოფიცერი კითხულობს:

— გვალია რომელია? მე ვარ – ვპასუხობ და ვდგები ფეხზე.

ოფიცერი:

დედა შენ მოგიკვდა ხომ? — დიახ.

— მოემზადე, პანაშვიდზე მიგვყავხარ და ყოველ წუთს შეიძლება გაგიყვანოთო…

მეც სასწრაფოდ ჩავიცვი და დავჯექი მაგიდასთან.

თანასაკნელებიც მომისხდნენ და გაისუსნენ.

გაისუსნენ იმიტომ, რომ შეიძლებოდა ვინმე „კლუჩნიკს“ ან ოფიცერს შემოეხედა საკანში და შარი მოედო, ფეხზე რატომ დგეხართო და აღარ გამიყვანდნენ.

რადიოს ხომ არც გვასმენინებდნენ ისედაც და სულ მიაქვესკნელეს ბიჭებმა.

მოკლედ ბევრი, რომ არ ვწერო, მთელი დღე ასე ვისხედით გასუსულები.

ბიჭები მეუბნებოდნენ, ალბათ ხვალ წაგიყვანენ თემოო – მამხნევებდნენ...

მეორე დღეს დილის დაახლოებით 10 საათზე, ისევ იღება კარმუშკა და ახლა სხვა ოფიცერი მკითხულობს და ხმამაღლა მეკითხება: — შენ მოგიკვდა ბიჭო დედა!? — დიახ.— მზად იყავი, ყოველ წუთში შეიძლება გაგიყვანოთო.

ისევ ჩავიცვი გარეთ გასასვლელი ტანსაცმელი და დავჯექი მაგიდასთან. მოკლედ იგივე მოხდა, არავინ გამიყვანა.

მთელი დღე მოლოდინში მამყოფეს.

წარმოიდგინეთ მაგ დროს ჩემი მდგომარეობა.

ძალიან ცუდად ვიყავი.

ვიყავი იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად თავს დამნაშავედ ვგრძნობდი დედის გამო…

ბიჭები ისევ მაიმედებდნენ: აუცილებლად გაგიყვანენ ხვალ გასვენებაშიო.

გასვენების დღეს ისევ შემოიხედა ვიღაცამ: — გვალია! მე ვარ.— დედა შენ მოგიკვდა ხომ? (ცოტა ირონიული ტონით)— დიახ.— ჩაიცვი და მოემზადე! და დახურა „კარმუშკა“.

ჩავიცვი, მოვემზადე და იმ დღესაც „ტრადიციულად“ არავინ შემომაკითხა…

მეოთხე დღეს სიცილით მეკითხებოდნენ შენი ნაბოზარი ჯალათები მიხეილ – როგორ გეგონა, რომ დედის გამოსამშვიდობებლად გაგიყვანდითო!?

ეს პატარა ჩემი ისტორია, იმასთან შედარებით რაც იქ ხდებოდა იმ პერიოდში, არაფერია.

კატაფალკით და მინა-დაბურული მარშრუტკებით გაჰყავდათ ყოველ დღე გარდაცვლილი პატიმრები. მე “ბ” კორპუსზე ვიხდიდი სასჯელს დაე.წ. „რეზბალნიცის“ კორპუსი ზუსტად “ბ” კორპუსის წინ იდგა.

გაანათლოს მათი სული უფალმა...

მსჯავრდებულო – პატიმარო სააკაშვილო, დრო არ გაქვს არა????

სასამართლოში პირველ პატიმრობისას 6 თვე და მეორედ 5 თვე დავყავდი შენს ჯალათებს სანამ მომისჯიდნენ და დილის 8 საათზე მიყვანილს, საღამოს 5-6 საათზე მიტარებდნენ სასამართლოს!

და შენ არ გცალია არა? ან სირცხვილი, ან კაცობა-ვაჟკაცობა, ან ნამუსი მაინც გქონდეს!

ჰოდა აწი შენ, რომ დრო გექნება, ისეთი უნდა…. და იქ რა ხდებოდა, კიდე სხვა ისტორიებია.

სასამართლოზე გაყვანის წინ პატიმრებს ცემაში კლავდნენ ვისზეც დავალება ჰქონდათ მიცემული, რომ სასამართლოზე ბევრი არ ელაპარაკათ.

ჰოდა ყოველი სასამართლოში მიყვანის წინ, ღირსი ხარ გაგხიონ ცემით და ისე გაგიყვანონ სასამართლოზე, „რეჩების“ თავი კი არა, სუნთქვის თავიც არ უნდა გქონდეს!

აი, ეს იქნება პასუხისგება და არა ის, რომ თურმე დრო არ გაქვს და არ გცალია… „შერატონში“ ჰგონია თავი.

ხომ ამაყობდი შენი „ევროპული“ ციხეებით?! ხოდა ეგდე მანდ!

ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ახლა ამ პოსტს წააწყდება ვინმე ნაციონალი მოქალაქე, არც და ვერც გაიაზრებს რა დავწერე და ტყუილს ჰყვებაო, იტყვის", - წერს გვალია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სააკაშვილთან ინტიმური კავშირი მხოლოდ ერთ ღამეს მქონდა... მას მოსწონდა მასაჟი რომელსაც კბენით ვაკეთებდი“ - დოქტორი დოტი

🔵COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდგომ თუ არანაირი სიმპტომი არ გაწუხებთ, ნიშნავს თუ არა ეს რომ იმუნური სისტემა არ მუშაობს? - ზაზა თელია

🔵მძიმე დღეა, მაღალია აგრესიულობა, შეცდომების დაშვების ალბათობა - ცაგარელი

🔵„ლონგ კოვიდ პაციენტის აცრა არ შეიძლება, კოვიდრეაქტივირებულის აცრა არ შეიძლება“ – იაგო ფრანგიშვილო

🔵„სანაგვეზე გადაყრილი წინაპრები“ – დღეს „ნახალოვკაში“ გამვლელები ბუნკერთან ჩერდებოდნენ

🔵ქვეყანაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა - გამყრელიძე


„აღარ გვყავს სიკეთით, სითბოთი და სილამაზ...

13 წუთის წინ

ამირან არაბული

ლევან ნიკოლეიშვილი თენგო გოგოტიშვილზე: ს...

30 წუთის წინ

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge

დავით ქართველიშვილი ინგა გრიგოლიას: მაში...

33 წუთის წინ

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი


შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მწვრთნელი გახდ...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

შოთა არველაძე „ჰალ სიტის“
მწვრთნელი გახდა

VIDEO: „საყვარელ მამაკაცს ღალატს ვაპატიე...

19:59 ხუთ. 27 იანვარი

თათია თექთურმანიძე

„უკრაინის პრეზიდენტს ვუთხარი, ჩემს მემუა...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტი

VIDEO: ანნა სულაბერიძე 2 წლის გახდა - რო...

19:03

ანა სულაბეიძე

„ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრო...

18:06

ჩერგოლეიშვილი და გიგი
უგულავა

„კატეგორიულად არ გაქვთ ამის თქმის უფლება...

16:12

ცერცვაძე და ივერი

„ურუსკესი“ - ელენის შოუს ოფიციალური ანალ...

22:14

რუსკა მაყაშვილი

„არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბ...

21:22

ინფექციონისტი
ეპიდვითარებაზე

მაია ბითაძე: ტყის დროებით სარგებლობაში გ...

20:02

საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი მაია
ბითაძე

ვიქტორ ყიფიანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლ...

19:22

ვიქტორ ყიფიანი

დავით მათიკაშვილი: აუქციონი ჩატარდა, იყო...

19:15

უმრავლესობის წევრი დავით
მათიკაშვილი

ნანა კაკაბაძე: „ნაციონალებო“, თქვე უტიფრ...

19:12

არასამთავრობო
ორგანიზაცია „ყოფილი
პოლიტპატიმრები ადამიანის
უფლებებისთვის“
ხელმძღვანელი ნანა
კაკაბაძე

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის აქა...

19:01

ნიკო კვარაცხელია

ასეთი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს და ეს ა...

18:47

ბორჯომის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
დავით ზაალიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი: პრემიერის მეუღლეს აუ...

18:36

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge