
სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „ჯერ მკითხე“ შექმნილია ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს. ამ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები.
ამჯერად, 17 წლის გოგონას წერილი ვრცელდება. გოგონა წერს, რომ 14 წლის ასაკში მასზე სექსუალურად იძლადეს.
„დაიჯესტი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა სულ რაღაც 14 წლის ვიყავი.
ლაღი ცხოვრებით ვცხოვრობდი, სანამ ერთი ადამიანი არ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.
პირველად სკოლის პირველ დღეს, რესტორანში ვნახე... თვალს არ მაცილებდა... ჩემმა დაქალმა მითხრა ეს ისააოო. არ ვიცოდი, ვინ იყო, მერე დავსერჩე ჰოი საოცრებავ, უკვე რექვესთებში იყო...
ფოტებს გადავავლე თვალი... მომეწონა...
მერე მომწერა.... ერთი თვე მწერდა ისე თბილად, კომპლიმენტებით მავსებდა, მუცელში პეპლებმა დაიწყო ფრენა. ერთი შეხედვით უწყინარი ჩანდა, ამო ჩემთან პიცა გავაკეთოთ და ვჭამოთო.
კაი მეთქი... ავედი. გავაკეთეთ პიცა, დავაგემოვნეთ და მერე ძალიან ცუდი რაღაც დაიწყო... ვიყვირებ-მეთქი, ვეუბნებოდი...
არაფრის ძალა მქონდა, არ ვიცოდი, რას აკეთებდა... ისიც არ ვიცოდი, ამ ყველაფერს რა ერქვა. გულისამრევი იყო...
მეუბნებოდა, ნუ გეშინია ქალიშვილი იქნები მაინცო, მე კი ქალიშვილობა რა იყო, ისიც არ ვიცოდი...
ყველაფერი ნაწყვეტ-ნაწყვეტ მახსოვს...
ხმის ამოღების შემეშინდა, მე დამადანაშაულებდნენ, ვიცი - სახლში რატომ აყევიო...
ახლა 17 ვარ და დღე არ გავა, რომ ეს ამბავი არ გამახსენდეს. ყელში ბურთი მეჩხირება ხოლმე და ცუდად ვხდები...“
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ობოლი დისშვილი და 10 წლით უმცროსი მეუღლე - გახარიას უცნობი ამბები
16 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის ბებიის 52 წლის საყვარელი 12 წლით დააპატიმრეს
ეკა დემეტრაძის დანგრეული ოჯახი და გადასაღებ მოედანზე გაჩენილი დიდი გრძნობა