Digest Logo

„მთავრობამ ნარკოდამოკიდებულ ხალხს შრომას დავაჩვევთ და ყველაფერი კარგად იქნებაო, თავი და თავი უსაქმურობააო“ - ნათია ფანჯიკიძე

 10:48 ხუთ. 25 ნოემბერი
ფსიქოლოგი ნათია
ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის და პრევენციის გზებზე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ნარკოდამოკიდებულება უმძიმესი დაავადებაა და ამ ადამიანებს სწორად დაგეგმილი სამ, ან ოთხ -ეტაპიანი მკურნალობა სჭირდებათ.

ეფექტური განცხადებების კვირეული გრძელდება, მთავრობამ ნარკოდამოკიდებულ ხალხს შრომას დავაჩვევთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. თავი და თავი უსაქმურობააო.

სამსახური ზოგადად ყველა ადამიანისთვის კარგი რამაა, მაგრამ რა ვქნა, გრძლად დავწერო, თუ მოკლედ მოგიყვეთ, რომ ნარკოდამოკიდებულება უმძიმესი დაავადებაა და ამ ადამიანებს სწორად დაგეგმილი, სამ, ან ოთხეტაპიანი მკურნალობა სჭირდებათ (ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა, ე.წ. დეტოქსი; თანამდევი ფსიქიკური კონდიციის მედიკამენტური მკურნალობა; საჭიროების შემთხვევაში ჩანაცვლებითი თერაპია; ფსიქორეაბილიტაცია).

აქედან ფსიქორეაბილიტაციას „ფხიზელი ცხოვრების დასწავლას" იდეალურ შემთხვევაში წელიწად-ნახევარი სჭირდება, ოპტიმალური კი 6-10 თვიანი ინტენსიური კურსია. ფსიქოთერაპიის გარეშე ნებისმიერი „ძვირიანი" მკურნალობა წყალში გადაყრილი რესურსი რომაა, იცით ეგეც ხომ?

ანეკდოტი რომაა, მეგრელს რომ ჰკითხეს, ცურვა იციო? მეცოდინება ალბათ რომ უპასუხა. გეცოდინებათ ალბათ, მაგრამ მაინც გახსენებთ, რომ შრომა-გასწორების რეჟიმი კი არა, ჯერ მკურნალობაა გამოსავალი. სწორად დაგეგმილი ყველაფერი ყოველთვის უფრო ხარჯეფექტურია, ფულის თვლა კი იცით და ეს ჩემგან არ გესწავლებათ, ნება თქვი შენ. ამის შემდეგ კი რა თქმა უნდა, იდეალური იქნება სოციალური საწარმოების პროგრამები და დასაქმების პროგრამა, რომელიც ასევე უნდა ითვალისწინებდეს დაავადებულ პირთა ასაკს, ზოგად ჯანმრთელობას და სხვა ინტერესებს.

მოზარდებისთვის კი აუცილებელია პრევენციის პროგრამის დაგეგმვა, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ ბავშვები ამ დაავადებისგან. თუ ნება არსებობს, გაუკეთებელი საქმე არ არსებობს, მაგრამ ნება ნიშნავს გააზრებულ მოქმედებებს და გააზრებულ განცხადებებს, რომელსაც მესიჯებზე დაეტყობა, რომ ნახევარი საათი მაინც წაიმუშავა ვინმემ.

შეცდომაა - ნარკოდამოკიდებულება უსაქმურების დაავადებაა.

სწორია - საინტერესო საქმის კეთება ადამიანებს ბედნიერს ხდის, მაგრამ მკურნალობის საჭიროება არ იხსნება“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„არასდროს შემშინებია კრიტიკის, მაგრამ ლანძღვა და შეურაცხყოფა კრიტიკა არაა, გესლის გადმონთხევაა“ - პეტრე კოლხი

🔵„უნიტაზი საერთოდ არ იყო... ჩარეცხვა ცენტრალიზებული იყო და 5-6 საათში ერთხელ უშვებდნენ წყალს, სამაგიეროდ, მსოფლიო რუკაზე გამოგვაჩინაო“ - ბეგლარ ლოგუა ნინო ლომჯარიას

🔵„ვერ შევეჩვიე, რომ მამა აღარ არის, როცა კორონავირუსის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, ნანობდა, რატომ არ ავიცერიო...“ - ვერიკო ტურაშვილი

🔵„საკუთარ მოსწავლესთან ფარული სასიყვარულო რომანით დაკავებულხართ?“ - ხვიჩა მაღლაკელიძის აღიარება


წვიმა და თოვლი - 2 დეკემბრის ამინდის პრო...

00:58

ამინდი

ყურადღება! ელექტრომომარაგება შეიზღუდება...

00:24

ელექტოენერგია

გიორგი ამილახვარი სალომე სამადაშვილს: გა...

00:12

„ქართული ოცნების“
საარჩევნო სიის წევრი
გიორგი ამილახვარი Digest.ge


VIDEO: ფეხსაცმელებიდან თითები უჩანდა, პა...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

იმერული ესკიზები

დედამთილმა განათხოვრობის გამო ამითვალწუნ...

22:08 ოთხ. 1 დეკემბერი

ქალი

„ფეხზე ხორცი ამოგლეჯილი ჰქონდა, ორგანოებ...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

ლენტი ავარია

ამანაც რა თქმა უნდა, იმოქმედა ცეკვაზე......

19:24 ოთხ. 1 დეკემბერი

სალომე ღვინაშვილი

ეს ოცნება მისი გარდაცვალების შემდეგ ავის...

15:56 ოთხ. 1 დეკემბერი

ხატია შამუგია

„ისედაც გვიან შევხვდით ერთმანეთს და ამიტ...

15:55 ოთხ. 1 დეკემბერი

ეკახოფერიადა მიშა ხუჯაძე

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებე...

23:51 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

დღეიდან გაზის ტარიფი გაიზარდა – ნახეთ, გ...

23:25 ოთხ. 1 დეკემბერი

გაზი

ზურაბ ქადაგიძე: იმდენად დიდი აქვთ 7 ნოემ...

21:50 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

ვლადიმერ ბოჟაძე: პოლიციელის შეურაცხყოფის...

21:43 ოთხ. 1 დეკემბერი

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი

დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე - პოლიციე...

21:37 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

გაქვთ პროტესტი?! გააპროტესტეთ, მაგრამ გა...

21:27 ოთხ. 1 დეკემბერი

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge

შალვა პაპუაშვილი - კომიტეტის 31 სხდომიდა...

21:10 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი

„ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად დაცულია კოვ...

20:45 ოთხ. 1 დეკემბერი

იაგო ფრანგიშვილი

„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარი...

20:10 ოთხ. 1 დეკემბერი

გიორგი ფხაკაძე