Digest Logo

„მოგვეკითხება! ზუსტად ისე, როგორც უკვე მოგვეკითხა ყველას ერთად“ - ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი სააკაშვილზე

 11:18 ორშ. 11 ოქტომბერი
მიხეილ სააკაშვილი

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები, ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი, ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას ეხმაურებიან. ისინი ილია ჭავჭავაძის მოთხრობას „სარჩობელაზედ" იხსენებენ და ამბობენ, რომ თუ იმაზე, რაც დღეს ხდება, საზოგადოება დუმილს გააგრძელებს, „მოგვეკითხება ზუსტად ისე, როგორც უკვე მოგვეკითხა ყველას ერთად“.

ბევრი ვიფიქრეთ, როგორ და რა ფორმით გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია და ბოლოს ამ ფორმაზე შევჯერდით მე - Zurab Guruli და Nana Gegetchkori. ილია გავიხსენეთ.

იმედია, არცერთი სინდისიანი ქართველი არ დარჩება განსმდგომ შუაკაცად ...

ვისაც ილიას „სარჩობელაზედ“ გულდასმით წაუკითხავს, კარგად ეხსომება გულუბრყვილო პეტრე, რომელსაც ახალგაზრდა კაცის ჩამოხრჩობა უხეირო ხუმრობა ეგონა, მასში მონაწილე მღვდელი და ჯალათი მასხარები, რადგან ვერ დაეჯერებინა, რომ მხიარულად მოღრიანცელე ბრბო ადამიანის სიკვდილს ასე აგდებით უყურებდა.

-დილამდე რომ სულ ეგრე იქნიო ფეხები, მაინც არ დაგიჯერებ- იმშვიდებდა თავს პეტრე.
ალბათ გახსოვთ ამ დიდებული მოთხრობის ფინალიც, როცა ჩამოხრჩობილის ძმამ გულუბრყვილო პეტრეც დაადანაშაულა.
-მე რა შუაში ვარო! - შეშინდა მოხუცი.
-მართლაც და ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოსო - იკითხა ილიამ და ჩვენ დაგვიტოვა ეს კითხვა საპასუხოდ.
-ჩვენ რა შუაში ვართ; დამნაშავეა და პასუხი აგოს! და რაც ყველაზე მთავარია, ისევ ის უდარდელი ხორხოცი სიკვდილთან პირისპირ დარჩენილი ადამიანის ცქერისას.
ასე იყო მაშინაც, იმ ბნელ 90-იანებში, როცა გულგრილად დავტოვეთ „სარჩობელაზედ“ პრეზიდენტი გამსახურდია. ჩვენ რა შუაში ვიყავით?
პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - გვაცნობა მისმა პირადმა ექიმმა.
-თაფლსა და წვენს მიირთმევს სააკაშვილი, მეტი საქმე არა აქვს თავი მოიკლას -
იმშვიდებს თავს მავანი ქართველი და თავისივე ხუმრობით გამხიარულებული უდარდელად უყურებს სასიკვდილოდ განწირულ ადამიანს.

ჩვენ ვდუმვართ ბებერი პეტრესავით და თავს ვიმშვიდებთ, რომ ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენ რა შუაში ვართ?
ვართ! მოგვეკითხება! ზუსტად ისე, როგორც უკვე მოგვეკითხა ყველას ერთად. ყველას, ვინც 93 წლის 31 დეკემბერს ახალი წლის სუფრასთან შევხვდით და მარტო შევატოვეთ ხიბულაში „სარჩობელას“ პრეზიდენტი გამსახურდია. მოგვეკითხა დაკარგული ახალგაზრდობით, სამუდამოდ დაკარგული ტერიტორიებით, ასიათასობით ლტოლვილით, ემიგრაციაში გაქცეული თაობებით.

და ამიტომ, ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რომ მორიგი „სარჩობელა“ ავიცილოთ თავიდან. ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ჩვენ გვჭირდება, ჩვენს სინდისს, რომ ის საბედისწერო კითხვა, რომელიც ილიამ დაგვიტოვა, ისევ ახალ თაობას არ დავუტოვოთ თავის სამტვრევად“, - წერენ ექიმები.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: ჩაქვის გვირაბთან ტრაილერი ამოტრიალდა - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

🔵„ვის რად უნდა თქვენი გლოვა? როცა სხვათა ბიზნესს ბავშვები ეწირებიან, იღუპებიან საშინელი სიკვდილით, თუ არაფრის ტ@@კი არ გვაქვს, დავდუმდეთ მაინც" - დათო ლიკლიკაძე

🔵„გამოთქმული „მწუხარება" ფარისევლურია და დაგვიანებულად მეჩვენება" - ჯამბულ აბულაძე ბათუმის ტრაგედიაზე

🔵„ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ..." გელა დაიაურის მიმართვა ბათუმელ კაცს

🔵„აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა. გავიგონე ქალის კივილი, ტირილი... ყველა საკუთარ ოჯახის წევრს ეძებდა და ასე გაგრძელდა ბოლო წუთამდე“ - ემოციური წერილი ბათუმიდან


„ორჯერ ვაქცინირებული ადამიანები მაინც გა...

21 წუთის წინ

ბიძინა კულუმბეგოვი

„სასჯელს დამფრთხალი ქუჩის ძაღლივით გაექე...

40 წუთის წინ

ზვიადაური

„მოკლული ბიჭის საფლავზე არ ადის?“ – ნანუ...

18:24

ნანუკა ჟორჟოლიანი


„სიცხის დროს ძმრიანი წინდების გამოყენება...

14:39 შაბ. 27 ნოემბერი

წინდა

„სექსმუშაკების 99% მიცნობდა, მიცნობდნენ...

13:50

გიორგი ფხაკაძე

„20 წლის ასაკში გავთხოვდი, 1 შვილი გავაჩ...

14:39 შაბ. 27 ნოემბერი

უცნობი ქალის ისტორია

გრანდიოზული ტორტი და ცნობილი სტუმრები -...

13:25

ჯანეტ ქერდიყოშვილი

ვიდეო: ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილ...

10:09

ივანიშვილები

„ძალიან მენატრება“ – რა ფოტოს აქვეყნებს...

09:12

სოფო ნიჟარაძე მომრერაალი

წვიმა, ქარი, შტორმი - საქართველოში ამინდ...

17:48

ამინდი

ვინ აკეთებდა რეალურად რუსულ საქმეს საქარ...

17:24

ჰესი, მიხეილ სააკაშვილი -
ფოტოკოლაჟი

ჯარჯი წიკლაური გირგვლიანზე - 28 წლის ბიჭ...

17:03

პროკურორი

პირველი დიპლომირებული მექანიკოსები - ბექ...

16:56

ბექა არჩვაძე

ზურაბ ზვიადაური გათავისუფლების შემდეგ ძმ...

16:54

ზვიდაური

ანდრია გვიდიანი: ეს კაცი არაფერს ნანობს,...

16:51

ექსპერტი ანდრია გვიდიანი

პროკურორი: დღევანდელ პროცესზე ბრალდებული...

16:23

პროკურორი

მაქვს მოლოდინი სასამართლო ობიექტურ გადაწ...

16:19

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე

„სახეში მირტყამდა, თან მკოცნიდა და მეუბნ...

16:06

სააკაშვილი