Digest Logo

„მხარდამჭერი რომ ვიყო, მივიდოდი იმ თქვენს პრეზიდენტთან, მივუტანდი შავი მამლის ბულიონს და ვეტყოდი...“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე სააკაშვილზე

 11:06 ხუთ. 21 ოქტომბერი
მიხეილ სააკაშვილი და
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ციხეში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას სოციალური ქსელით ეხმიანება. ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გატარებული არც ერთი რეფორმა და წარმატებული პროექტი არ ღირს ადამიანების დასახიჩრებად და მათი სიცოცხლის ფასად.

ამასთან ფანჯიკიძე წერს, რომ შიმშილობის გამოცხადებას სააკაშვილს მაშინ ჩაეთვლებოდა ღირებულ აქტად, თვისი პრეზიდენტობის დროს დაზარალებული ადამიანებისთვის ბოდიში რომ მოეხადა და შეცდომები მოენანიებინა.

„მხარდამჭერი რომ ვიყო, მივიდოდი იმ თქვენს პრეზიდენტთან, მივუტანდი შავი მამლის ბულიონს და ვეტყოდი, აბა, ერთი ლუკმა ჩემი ხათრით, მეორე ლუკმა იმის ხათრით... აბა, თვითმფრინავი მოფრინავს... უფრო სწორად, მივიდოდი და ვეტყოდი, - დავით აღმაშენებელმა დატოვა გალობანი სინანულისანი, თავს უმძიმეს ცოდვილად მიიჩნევდა და იყო კიდეც და იმიტომ იყო ასე დიდი, რომ იცოდა, რომ იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმ საუკუნეებში ადამიანის სიცოცხლის მიმართ, კანონის მიმართ და სასჯელის მიმართ სრულიად სხვა კრიტერიუმი და აღქმა არსებობდა.

ამ შიმშილობის გამოცხადებას მაშინ ჩავთვლიდი ღირებულ აქტად, რომ ეთქვა სააკაშვილს, ადამიანებო, ვისაც დაგინგრიეთ ცხოვრება, ფსიქიკა, შემეშალა თუ შეგნებულად გავაკეთე, ვგრძნობ რა ჩავიდინე, ვინანიებ და თქვენ გიძღვნით ამ თვითდასჯას, ვისთვისაც რამე დამიშავებია, მიიღეთ ჩემი სინანული, 40 დღე მოვკვდები და კიდევ 40 დღე თავიდან დაბადების შანსი მომეცით, რომ განახლებულ ადამიანად დავბრუნდე თქვენს შორის და არა ის, რომ ეს ამოდენა აღმაშენებელი ბიჭი რა უსამართლოდ ჩამასკუპეთ, მე ხომ იუსტიციის სახლი გავმართე და განა არ ღირდა ეს პროგრესი ადამიანების მასხარად აგდებად ან დასახიჩრებად, ან გამიზნულ, ან გადაცდომით მკვლელობად? მაგრამ არა, მამა აბრამის ბატკნობას და უცოდველობას აპროტესტებს და ვერც სცენარის უგემოვნობას ამჩნევს, მხიარული ფანტომასვით მწვანილის გადასაზიდი ყუთით შემოსული ახლა ბავშვივით ფაფაზე რომ ამბობს უარს.

ყოველ დილას რომ ვიღვიძებ, სანამ გავწონასწორდები, ყველა დარდს ერთად ვდარდობ, თუკი რამე შემიცოდავს და იმასაც, რაც არ შემიცოდავს. როგორ შეიძლება არასდროს არაფერს გადახედოს გონიერებაზე პრეტენზიის მქონე ადამიანმა და არასდროს არაფერი ინანოს. სულ არ ვაპირებდი რამის თქმას ამ საკითხზე. ოცნების უმსგავსობამ მაიძულა - გოგო მოვიდა ახლა ჩემთან სახლში და მეტროში აღგზნებული ახალგაზრდების ბანდა ღრიალებდა ხალხის დასანახად, სააკაშვილს აგინებდნენო. შეგვეშინდა ხალხსო.

ჰოდა, თქვენი დაშინებით დეგრადირებული ხალხის ფსიქიკური მდგომარეობა თქვენ გექნებათ მოსანანიებელი კიდევ და იმ ხალხისაც, ფარშევანგებივით ცოცხებით რომ გამოდგით ტრასაზე და ბოლომდე კარგად ვერც ხვდებიან, რა აბუჩად იგდებთ მათ ისედაც უბადრუკობად ქცეულ ყოფას. ადამიანების მორალურად დაჩაჩანაკებაზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს და ვინც ამას აკეთებს, ყველაზე დიდი დამნაშავეა ქვეყნის წინაშე. ვცდილობ გრილი ვიყო და შორიდან ვუყურო ამ გროტესკს, რაც ხდება, მაგრამ ამომეთქმევინა, მტკივა მაინც, როგორც ჩანს. ყველა დღე მენანება, რომელიც ჩემმა ქვეყანამ დაკარგა სწრაფი განვითარების გზაზე და ამ სისულელეში გახარჯა დრო. ბოროტებაზე და მტრობაზე დიდი სისულელე და ცხოველურ წარმოშობასთან ნათესაობის მამხილებელი ხომ ადამიანში სხვა არაფერი არსებობს“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება

🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს მოუტანს

🔵ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

🔵„მე-9 თვეში ვარ ეს სტრესსი აღუწერელია - 1 სქრინით შემიძლია მოვატრიალო მთელი პროცესი მაგრამ არვიკადრებ“ - ალექსანდრა პაიჭაძე მარიამ კუკუნაშვილს პასუხობს

🔵შორენა ბეგაშვილი და კრიმინალური ავტორიტეტი ლაშა ბარათელი დაშორდნენ


წვიმა და თოვლი - 2 დეკემბრის ამინდის პრო...

00:58

ამინდი

ყურადღება! ელექტრომომარაგება შეიზღუდება...

00:24

ელექტოენერგია

გიორგი ამილახვარი სალომე სამადაშვილს: გა...

00:12

„ქართული ოცნების“
საარჩევნო სიის წევრი
გიორგი ამილახვარი Digest.ge


VIDEO: ფეხსაცმელებიდან თითები უჩანდა, პა...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

იმერული ესკიზები

დედამთილმა განათხოვრობის გამო ამითვალწუნ...

22:08 ოთხ. 1 დეკემბერი

ქალი

„ფეხზე ხორცი ამოგლეჯილი ჰქონდა, ორგანოებ...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

ლენტი ავარია

ამანაც რა თქმა უნდა, იმოქმედა ცეკვაზე......

19:24 ოთხ. 1 დეკემბერი

სალომე ღვინაშვილი

ეს ოცნება მისი გარდაცვალების შემდეგ ავის...

15:56 ოთხ. 1 დეკემბერი

ხატია შამუგია

„ისედაც გვიან შევხვდით ერთმანეთს და ამიტ...

15:55 ოთხ. 1 დეკემბერი

ეკახოფერიადა მიშა ხუჯაძე

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებე...

23:51 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

დღეიდან გაზის ტარიფი გაიზარდა – ნახეთ, გ...

23:25 ოთხ. 1 დეკემბერი

გაზი

ზურაბ ქადაგიძე: იმდენად დიდი აქვთ 7 ნოემ...

21:50 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

ვლადიმერ ბოჟაძე: პოლიციელის შეურაცხყოფის...

21:43 ოთხ. 1 დეკემბერი

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი

დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე - პოლიციე...

21:37 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

გაქვთ პროტესტი?! გააპროტესტეთ, მაგრამ გა...

21:27 ოთხ. 1 დეკემბერი

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge

შალვა პაპუაშვილი - კომიტეტის 31 სხდომიდა...

21:10 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი

„ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად დაცულია კოვ...

20:45 ოთხ. 1 დეკემბერი

იაგო ფრანგიშვილი

„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარი...

20:10 ოთხ. 1 დეკემბერი

გიორგი ფხაკაძე