Digest Logo

„მის კალთაში აღმოვჩნდი... ცოტა ხანში ვიგრძენი, როგორ მეხებოდა წელსა და საჯდომზე. ხელს ნელ-ნელა აცურებდა ტანსაცმლის ქვეშ" - ძალადობის მსხვერპლის შემზარავი ისტორია

 22:17 ხუთ. 16 სექტემბერი
არასრულწლოვანი

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი, პატარა ვარ“ შექმნილია ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს. ამ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად 20 წლის გოგოს  წერილი ვრცელდება, რომელიც წერს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ძალადობის მსხვერპლი გახდა.  „დაიჯესტი“ ამ ისტორიას უცვლელად გთავაზობთ.

ახლა 20 წლის ვარ და მინდა გიამბოთ ისტორია, რომელიც 13 წლის ასაკში გადამხდა თავს. შევეცდები, მოკლედ გადმოვცე ჩემი სათქმელი. გავეცანი გვერდზე არსებულ ყველა ისტორიას და ძალიან მომინდა, მეც დამეწერა ჩემი ამბავი.

შემთხვევა, რომელიც საერთოდ არავისთვის არ მითქვამს, მიუხედავად იმისა, რომ 100%-ით ვარ დარწმუნებული, დედაჩემი და მამაჩემი გამიგებდნენ და გვერდით დამიდგებოდნენ. სხვა ისტორიებთან შედარებით ნაკლები სექსუალური თუ ფიზიკური ძალადობაა, მაგრამ ამ ფაქტმა ჩემს ფსიქიკაზე წარუშლელი კვალი დატოვა.

მეშვიდე კლასში ცეკვიდან ვბრუნდებოდი, ვიდექი გაჩერებაზე და ველოდებოდი მიკროავტობუსს. როდესაც ავედი, ტრანსპორტში ჩემთან ერთად ამოვიდა და გვერდით მომიჯდა მამაკაცი, დაახლოებით 40 წლამდე. თავიდან არაფერი უცნაური არ მომხდარა, რაღაცებს მეკითხებოდა, რომელ კლასში ხარ, რა გქვია,სად ცხოვრობო, ცეკვაზე დადიხარო (ჩემს ასაკთან შედარებით მაღალი ვიყავი, თან ცეკვის ვიწრო ფორმაც მეცვა), რა ლამაზი ბავშვი ხარო და ა.შ.

შემდეგ ტრანსპორტში ხალხი ამოვიდა და ადგილი აღარ დარჩა, ამ კაცმა ვიღაც ბიჭს შესთავაზა, მოდი ჩვენს გვერდით დაჯექი, მე მივიწევიო და ჩემკენ გამოიწია. ფაქტობრივად ისე მოხდა, რომ მის კალთაში აღმოვჩნდი ჩემდა უნებურად. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, უხერხულობას მიქმნიდა, მაგრამ ბავშვურად ვიფიქრე, სხვას ადგილი დაუთმო, კეთილია და ალბათ მალე ჩავა -მეთქი.

მაგრამ ასე არ მოხდა. ცოტა ხანში ვიგრძენი, როგორ მეხებოდა წელსა და საჯდომზე, ხელს ნელ-ნელა აცურებდა ტანსაცმლის ქვეშ. ვერ აღგიღწერთ, რას ვგრძნობდი. ახლაც, ამის წერისას რომ ვიხსენებ, ერთიანად მაკანკალებს. ადგილზე გავქვავდი, ვერ გავაცნობიერე თავიდან რა ხდებოდა. ეს ნაბიჭვარი იმდენად თავხედი და მანიპულატორი აღმოჩნდა, რომ ყურში მიჩურჩულებდა, აქ სადღაც უნდა ჩავიდეო. ეს სიტყვები უცებ შვებასავით ჩამესმა, ვიფიქრე ჩავა და მომშრდება -მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ ტყუილი აღმოჩნდა.

როდესაც გავაანალიზე, რა ხდებოდა ჩემს თავს, ხელი ვკარი, წამოვხტი და ვიყვირე, გააჩერეთ -მეთქი. ჩამოვედი და ეს არსებაც ჩამომყვა. მე წინ სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდი, ფაქტობრივად მივრბოდი და ეს კაცი მეძახდა, „**** ნუ გარბიხარო".

დღემდე ზუსტად შემიძლია იმ ხმის აღდგენა. საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ მე შევძელი მოძალადისგან თავის დაღწევა. ვიცოდი, რომ ეს მიკროავტობუსები ცოტა ხნით ჩერდებოდნენ იმ გაჩერებასთან ახლოს, საიდანაც მე ჩამოვედი. მივირბინე გაჩერებასთან და ისევ იმ მოკროავტობუსში ავედი, რომელშიც ვიჯექი. მასაც ჰქონდა გამოკიდების და გამოყოლის მცდელობა, მაგრამ არ გამოუვიდა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გეტყვით, რა შედეგი გამოიღო ამ შემთხვევამ. ამ დღის შემდეგ მეზიზღება ნებისმიერი შეხება, ახლობლებისგანაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა, პირადი ურთიერთობები მქონდეს, გავურბივარ ნებისმიერი სახის კონტაქტს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან. მეშინია და შფოთვა მეწყება დაახლოებით იმ ასაკისა და გარეგნობის სრულიად უცხო ადამიანებთანაც კი ახლოს ყოფნით. მაგალითად, თუ ავტობუსში ამოვიდა ვინმე „მსგავსი" აღწერილობის, მე ეგრევე ჩამოვდივარ ავტობუსიდან.

ეს ამბავი დედაჩემს იმიტომ არ ვუთხარი, რომ აუცილებლად მოინდომებდა იმ ადამიანის პოვნას, ეს კი არ იქნებოდა იოლი საქმე და გამოიწვევდა მის ნერვიულობას. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ისტორიას წაიკითხავთ. ამის თქვენთვის გაზიარებით თითქოს ლოდი მოვიხსენი მხრებიდან", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„იმის გამო რომ ვიღაცებს არ მოეწონებათ ჩემი პოზიცია, არ გავჩუმდები... " - რას წერს თამო ვაშალომიძე

🔵VIDEO: ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა 20 წლის წინ მოკლული „კანონიერი ქურდის“ შვილებმა დაუკვეთეს – ექსკლუზიური დეტალები

🔵„აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, ბრძოლით დავიღალე" - ნახეთ, რა მოხდა ერთ-ერთ სუპერმარკეტში

🔵VIDEO: „20 თვის წინ, ორი თვალაუხელელი მგლის ლეკვი იპოვა. საწოვარათი გაზარდა. ერთი მოკვდა, მეორე გადაარჩინა" - ემოციური ისტორია

🔵„თაგვის წამლით“ მოწამლეს, კუს ტბაში 32-კილოგრამიანი გირით ჩააგდეს და მოკლეს“ - 34 წლის ინჟინრის გაუხმაურებელი ამბავი

🔵რატომ დატოვა კულუმბეგოვმა საქართველო - „ამერიკა მაინც დაგაფასებს!“

🔵„ძალიან მაგარი ამბავია ხალხო, ვინც აცრილები ხართ...“ - გიორგი ფხაკაძე ვაქცინირებულებს მიმართავს


„გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა“ - პენი...

00:40

მიხეილ სააკაშვილი

8 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოშ...

00:38

ამინდი

შემზარავი ამბავი - 12 წლის ბიჭს 40 წლის...

00:15

ძალადობა კაცზე


„აზარტული იყო, საათი, ბეჭედი და პალტო წა...

14:22 სამ. 7 დეკემბერი

ლენტი ავარია

„ფულზე გამცვალა, მდიდართან მიღალატა... 2...

14:52 სამ. 7 დეკემბერი

ზალიკო ბერგერი

როგორ შეიძლება „გამოცრა“ ანუ ორგანიზმის...

14:22 სამ. 7 დეკემბერი

ა და ბე ტიპის გრიპის
ვირუსის საწინააღმდეგო
ვაქცინა ქვეყანაში
ნოემბრის პირველ
ნახევარში შემოვა

რომანი ნოე სულაბერიძესთან? ბულინგის მსხვ...

12:45 სამ. 7 დეკემბერი

ნინი ბადურაშვილი

„გაბრაზებული ვარ ძალიან! ვერ გავიგე, რა...

10:50 სამ. 7 დეკემბერი

ლელა წურწმია და ნიკა
გვარამია

ნანუკა გულუა დუბაიდან დაბრუნა - ფოტოები...

23:30 კვი. 5 დეკემბერი

ნანუკა გულუა

„ამ წუთიდან გორის კლინიკასა და გლდანის ც...

23:56 სამ. 7 დეკემბერი

ნიკა გვარამია

დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი გარდაიცვალა

23:12 სამ. 7 დეკემბერი

თეიმურაზ გოგიაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობაზე უარი გან...

23:03 სამ. 7 დეკემბერი

ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი

ბოჭორიშვილი ფრანგიშვილს დაუპირისპირდა -...

22:40 სამ. 7 დეკემბერი

ბოჭორიშვილი - ფრანგიშვილი

ადვოკატის თქმით, NETFLIX-ის სცენარისტმა...

20:25 სამ. 7 დეკემბერი

ნონა გაფრინდაშვილი

„კორონას დროს ანტიბიოტიკი აციტრომიცინი 5...

19:45 სამ. 7 დეკემბერი

ექიმი

გურჯაანის პოლიციის დროებითი მოთავსების ი...

19:15 სამ. 7 დეკემბერი

საკანი

adjarabet awards - წლის მთავარი სპორტული...

18:50 სამ. 7 დეკემბერი

რეკლამა

ირაკლი ჩიქოვანი - პოლიტიკური უტიფრობაა მ...

18:16 სამ. 7 დეკემბერი

უმრავლესობის წევრი
ირაკლი ჩიქოვანი Digest.ge