Digest Logo

მე­უღ­ლე მოულოდნელად გარდაიცვალა... ექ­სპერ­ტი­ზა რომ მძი­მე რა­მაა, აქამ­დეც გა­მი­გია, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, თუ ადა­მი­ა­ნის­თვის უნდა ამო­ეჭ­რათ ყვე­ლა ორ­გა­ნო - რას აპროტესტებს ყოფილი პარლამენტარის მეუღლე

 23:08 კვი. 26 სექტემბერი
ყოფილი პარლამენტარი

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რის ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძის მე­უღ­ლე, მაკა სა­ხუ­რია ერთი წლის წინ მე­უღ­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს­თან და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ სოციალურ ქსელში წერს. 

„ჩემი მე­უღ­ლე, ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძე, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა 2020 წლის 12 ნო­ემ­ბერს. არა­სო­დეს უა­ვად­მყო­ფია, არა­ფე­რი აწუ­ხებ­და, მხნედ და ჯან­მრთე­ლად გრძნობ­და თავს. სახ­ლი­დან გა­ვი­და, ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბას­თან, ხო­შა­რა­უ­ლის ქუ­ჩა­ზე, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი საჭ­რე­ლი აპა­რა­ტი (ე.წ. ბალ­გარ­კა) მი­ი­ტა­ნა შე­სა­კე­თებ­ლად, იქვე მო­უ­ვი­და გუ­ლის შე­ტე­ვა და სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

მას თან ახ­ლდა ახ­ლო­ბე­ლი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ნა­ხა და მო­ის­მი­ნა. ეჭვი არა­ვის შე­პარ­ვია, რომ ეს ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლი იყო და გუ­ლის შე­ტე­ვით მსგავ­სი ფორ­მით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან ხში­რია. ასე გარ­და­იც­ვა­ლა ბი­ძი­ნას სულ ახალ­გაზ­რდა ძმა და მა­მაც, მაგ­რამ რად­გან შემ­თხვე­ვა ქუ­ჩა­ში მოხ­და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იქ გაჩ­ნდა პო­ლი­ცი­აც და ცხედ­რის სახ­ლში წა­მოს­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს. ექ­სპერ­ტი­ზა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­აო და ამას ვერ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბუ­ნებ­რივ სიკ­ვდილ­ზე ეჭ­ვის შე­სა­ტა­ნი სა­ერ­თოდ არა­ფე­რი იყო იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.
სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში იმ სა­ღა­მოს და­ტო­ვეს და მხო­ლოდ მე­ო­რე დღეს გა­მო­მა­ტა­ნეს, შუ­ა­დღი­სას. საქ­მეს იძი­ებ­და დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცია და პრო­კუ­რა­ტუ­რა, და­ვი­კი­თხეთ ყვე­ლა, მეც, თვითმხილ­ვე­ლე­ბიც, მძღო­ლიც. მისი პი­რა­დი ნივ­თე­ბი დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა რა­მინ ება­ნო­ი­ძემ და­ლუ­ქა, მათ შო­რის ბი­ძი­ნას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნიც.

ექ­სპერ­ტი­ზა რომ მძი­მე რა­მაა, აქამ­დეც გა­მი­გია, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, თუ ასე გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის უნდა ამო­ეჭ­რათ ყვე­ლა ორ­გა­ნო და და­ე­ჩე­ხათ ცხე­და­რი. ეს ჭი­რი­სუფ­ლის­თვის უმ­ძი­მე­სია. ფაქ­ტობ­რი­ვად, ნა­ხე­ვარ კაცს ასაფ­ლა­ვებ, გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლია ნახ­ვა მო­კე­რი­ლი თა­ვის და როცა მო­გი­ვა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ თურ­მე 385 გრამს იწო­ნის მისი გული, ამოჭ­რეს, აწო­ნეს და და­ა­მუ­შა­ვეს თირკმე­ლი თუ სხვა ორ­გა­ნო­ე­ბი, შენს სა­სო­წარ­კვე­თას სა­ზღვა­რი არ აქვს. დას­კვნა რომ წა­ვი­კი­თხე, რამ­დე­ნი­მე დღე გონს ვერ მოვ­დი­ო­დი…

მი­თხრეს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას დას­ჭირ­დე­ბო­და 45 სა­მუ­შაო დღე. მე მეჩ­ქა­რე­ბო­და დას­კვნის მი­ღე­ბა, რათა და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა მისი ტე­ლე­ფო­ნი და გა­მეს­წო­რე­ბი­ნა სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე მი­მე­ღო მისი სი­ცო­ცხლის და­ზღვე­ვის ანა­ზღა­უ­რე­ბა. ბან­კე­ბი და სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას მთხოვ­დნენ. თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე ვუ­რე­კავ­დი სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­როს, მაგ­რამ ცხელ ხაზ­ზე მხო­ლოდ იმას მპა­სუ­ხობ­დნენ, რომ დას­კვნა მზად არ არის, ხოლო თუ რა­ტომ არ არის ან და­ახ­ლო­ე­ბით რო­დის შე­იძ­ლე­ბა იყოს, არა­ვინ მიმ­ხელ­და.

თავი რომ არ შე­გა­წყი­ნოთ, 2020 წლის 12 ნო­ემ­ბრი­დან, 45 სა­მუ­შაო დღის ნაც­ვლად, 8 თვე­ზე მეტი დას­ჭირ­დათ ექ­სპერ­ტებს, რომ და­ე­წე­რათ არაფ­რისმთქმე­ლი დი­აგ­ნო­ზი, რაც ისე­დაც ვი­ცო­დი, რომ ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძე ინ­ფარ­ქტით გარ­და­იც­ვა­ლა. არ გე­გო­ნოთ, რომ ამ 8 თვე­ში ექ­სპერ­ტებ­მა სა­კუ­თა­რი კე­თი­ლი ნე­ბით და­დეს ეს დას­კვნა. სა­ნამ არ ჩავ­რიე გავ­ლე­ნი­ა­ნი ხალ­ხი, არა­ფე­რი გა­კეთ­და და როცა გა­კეთ­და, მი­თხრეს, რომ უბ­რა­ლოდ მიგ­დე­ბუ­ლი იყო, რომ არა ამ ხალ­ხის მონ­დო­მე­ბა, დას­კვნა თვე­ე­ბი და წლე­ბი არ მე­ღირ­სე­ბო­და.

28 ივ­ლი­სის მერე ყო­ვე­ლი კვი­რის და­სა­წყის­ში ვუ­რე­კავ გა­მომ­ძი­ე­ბელ რა­მინ ება­ნო­ი­ძეს და ვთხოვ, რომ და­მიბ­რუ­ნოს მე­უღ­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი სახ­სო­ვა­რია და ბევ­რს ნიშ­ნავს, ის ყო­ველ ჯერ­ზე მპირ­დე­ბა, რომ ამ კვი­რის ბო­ლოს და­მიბ­რუ­ნებს, მაგ­რამ კვი­რის ბო­ლოს მე­უბ­ნე­ბა, რომ ან ახლა თა­ვა­დაა შვე­ბუ­ლე­ბა­ში, ან მერე საქ­მის პრო­კუ­რო­რი გა­ვი­და შვე­ბუ­ლე­ბა­ში, ხან პრო­კუ­რო­რი არის მივ­ლი­ნე­ბა­ში და სა­ნამ ის საქ­მის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ და­წერს, ტე­ლე­ფონს ვერ და­მიბ­რუ­ნებს, ხან მე­უბ­ნე­ბა, რომ საქ­მის შე­წყვე­ტის გა­რე­შეც კი მომ­ცემ­და ტე­ლე­ფონს, მაგ­რამ სა­დღაც სა­ცავ­ში ინა­ხე­ბა და მან წე­რი­ლი უნდა მის­წე­როს იმ სა­ცავს, რომ გა­მო­უ­ტა­ნონ ტე­ლე­ფო­ნი და რო­გორც ჩანს, ამ წე­რი­ლის მი­წე­რა ავი­წყდე­ბა. ბო­ლოს­წი­ნა და­რეკ­ვა­ზე მი­თხრა, რომ თქვე­ნი მრცხვე­ნი­აო და მომ­დევ­ნო კვი­რის ბო­ლომ­დე უეჭ­ვე­ლად და­გიბ­რუ­ნებ­თო.
ყო­ველ­თვის მე­ლა­პა­რა­კე­ბა გულ­გრი­ლად და უხე­შად, ყო­ველ­გვა­რი სინ­დი­სის ქენ­ჯნის გა­რე­შე. ამ პა­რას­კევ­საც რომ არ და­მიბ­რუ­ნა, გავ­ცხარ­დი და ვუ­თხა­რი, რომ ეს არის უპატ­ვი­ცე­მუ­ლო­ბა, ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბა. ჯიბრში ჩა­მიდ­გა, ვა­პი­რებ­დი მო­ცე­მას და ახლა აღარ მოგ­ცემთ, პრო­კუ­რორს და იმის ზემ­დგომს და­ვე­ლო­დე­ბი და თქვენც ელო­დე­თო. ანუ უკვე 2 თვეა პო­ლი­ცი­ამ და პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­როს დას­კვნა და იცი­ან, რომ გა­მო­ძი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა სა­ჭი­რო აღარ არის, ადა­მი­ა­ნი ბუ­ნებ­რი­ვად გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ რა ქნას რა­მინ­მა, რომ სულ ფე­ხებ­ზე ჰკი­დია გუ­ჯა­ბი­ძეც, მისი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბაც, მისი მე­უღ­ლეც, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეც და სა­კუ­თა­რი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბიც?

ჰუ­მა­ნიზმსა და ადა­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ზე სა­ერ­თოდ აღა­რა­ფერს ვამ­ბობ. მე კი­დევ შე­მიძ­ლია შე­ვა­წუ­ხო ბი­ძი­ნას მე­გობ­რე­ბი, რომ ამ­ჯე­რად ამ ადა­მი­ა­ნის­გან და­მიხ­სნან, და­ვიბ­რუ­ნო მე­უღ­ლის ნივ­თი, საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლიც, მაგ­რამ ჩემ­თვის მხო­ლოდ მისი სახ­სო­ვა­რი… მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რად არ ვე­უბ­ნე­ბი არა­ვის, მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­ნამ­დე მივა პო­ლი­ცი­ე­ლის გულ­გრი­ლო­ბა და უხე­შო­ბა?! თავს დამ­ცი­რე­ბუ­ლად და და­ჩაგ­რუ­ლად ვგრძნობ. რა­ტომ უნდა მჭირ­დე­ბო­დეს სხვე­ბის შე­წუ­ხე­ბა? რა­მეს გა­ურ­კვევ­ლად ვე­უბ­ნე­ბი და უკა­ნო­ნოს ვი­თხოვ თუ რა?

ერთი უბ­რა­ლო და უპ­რე­ტენ­ზიო მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ და რად­გან გავ­ლე­ნა და ცნო­ბა­დო­ბა არ მაქვს, ასე ფე­ხებ­ზე უნდა და­მი­კი­დოს პო­ლი­ცი­ელ­მა?

აი, ასე­თი ხალ­ხი არ აძ­ლევს ამ სა­ხელ­მწი­ფოს წინსვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. აქ მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სი ფე­ხებ­ზე ჰკი­დია მო­ხე­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას. მე კი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო შე­საძ­ლოა სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ამ უარი მი­თხრას სი­ცო­ცხლის და­ზღვე­ვის კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე მა­შინ, როცა ჩემს მე­უღ­ლეს ამ სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის­თვის სო­ლი­დუ­რი თან­ხა აქვს გა­დახ­დი­ლი, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ვა­დე­ბი აქვს, როცა ჩვენს ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი, შე­იძ­ლე­ბა ბან­კმა მისი სეს­ხი პრობ­ლე­მუ­რად მიქ­ცი­ოს ამ დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბის გამო და მო­რა­ლურ ზი­ანს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ფი­ნან­სუ­რი ზი­ა­ნი მო­მად­გეს სე­რი­ო­ზუ­ლი. ყვე­ლა­ფერ ამას თა­ვა­ზი­ა­ნად ვე­უბ­ნე­ბი ამ ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ “ჩემი ჩი­ვი­ლი ვის ეს­მის?”
ახლა მოგ­მარ­თავთ შსს-ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სხვა ოფი­ცი­ა­ლურ უწყე­ბებ­ში და­საქ­მე­ბულ ჩემს ახ­ლობ­ლებს, გა­მომ­ძი­ე­ბელ რა­მინ ება­ნო­ი­ძი­სა და პრო­კუ­რორ ლაშა გამ­ყრე­ლი­ძის ამ­გვა­რი ქცე­ვა ნორ­მა­ლუ­რია?

შე­იძ­ლე­ბა ასე უხეთ­ქონ გული ადა­მი­ა­ნებს? აშენ­დე­ბა ასე სა­ხელ­მწი­ფო? მე პი­რა­დად არა­ნა­ი­რი ნდო­ბა არც სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რო­სა და არც ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი არ მაქვს. ასე ყვე­ლაფ­რის გა­ბი­აბ­რუ­ე­ბა უბ­რა­ლოდ მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის, თო­რემ ჯან­და­ბას ერთი მაკა სა­ხუ­რია და ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძე… და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ ფონ­ზე, როცა თურ­მე არ­სე­ბობს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ბრძა­ნე­ბა, რომ ყვე­ლა ნივთმტკი­ცე­ბა დრო­უ­ლად და შე­უ­ფერ­ხებ­ლად და­უბ­რუ­ნონ მფლო­ბე­ლებს”- წერს მაკა სახურია.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵 თვითმფინავის აფრენიდან 20-25 წუთის მერე ატყდა ჩოჩქოლი - რა მოხდა თბილისი-სტამბოლის რეისზე?

🔵 „ვერ გამიბედეს ნაგვის შავ პარკში დედის ჩაგდება! ვინ იცის შავ პარკში დასაფლავებულები, რომლებიც არ გაუხსნიათ, როგორ იყვნენ აჩეხილ-დაჩეხილნი…“ - დეა ადამია

🔵 ვინ არის ნათია თურნავას მეუღლე და რას საქმიანობს ის? - ეკონომიკის მინისტრი ოჯახსა და პირადზე



ირაკლი კობახიძე - ყველა მიმართულებით გვა...

42 წუთის წინ

„ქართული ოცნების
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს ძალიან ღ...

49 წუთის წინ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი: სტრასბურგში საქართვე...

57 წუთის წინ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი


„მანუჩარი სექსუალურად ძალადობდა, სცემდა....

13:23 ოთხ. 20 ოქტომბერი

ლენტი

მამინაცვალმა 17 წლის გოგოზე სექსუალური ძ...

13:47 ოთხ. 20 ოქტომბერი

ტრაგედია ინდონეზიაში

„რატომ არ ხსნი კურსებს, სადაც ჩემნაირ გო...

13:23 ოთხ. 20 ოქტომბერი

მოდელი, კესარია აბრამიძე

„ირაკლი როცა დაჭრეს, მაშინ ბოლომდე შერიგ...

14:55

ირაკლი ნოზაძის ცოლი

„ვიგრძენი რომ ცუდად ვარ, მაკანკალებს, ლა...

12:09

ვიკა ბუკია

„ადამიანი ჭაობშია, მაგრამ... მე მაქვს შე...

10:56

ალექსანდრა პაიჭაძე

შორენა ბეგაშვილის ყოფილი პარტნიორის შესა...

15:44

ლაშა ბარათელი და შორენა
ბეგაშვილი

დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელ...

15:23

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე Digest.ge

სამეგრელოში ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკ...

15:14

მმართველი გუნდის
შეხვედრა მოსახლეობასთან

„თუ ასე გაგრძელდება, ვერცერთი გადავრჩები...

15:09

ლევან რატიანი

კაცი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ბათუმ...

15:08

საავადმყოფოს დერეფანი

„მათი გაერთიანება მარცხისთვის არის განწი...

15:06

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის თავმჯდომარე
დავით ჩიხელიძე

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის მმართველ...

14:53

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი Digest.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Axel-მა ქ...

14:53

საქართველოს ბანკი

აი, რატომ აშინებთ მამაკაცებს ჭკვიანი ქალ...

14:53

ქალი