Digest Logo

„მდგომარეობა სახიფათოა! ინფიცირებულთა რიცხვი, შემცირების ნაცვლად, იზრდება ევროპის ქვეყნებშიც“

 16:05 ოთხ. 23 ივნისი
თამარ ჟამურაშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი აცხადებს, რომ ღია სივრცეში, სადაც ხალხმრავლობა არ არის, პირბადის გაკეთება არაა აუცილებელი. მისი თქმით, ღია სივრცეში დამცავი ნიღბის გამოყენება არასდროს ყოფილა სავალდებულო გერმანიაში. 

ჟამურაშვილი ხაზს უსვამს, რომ ეპიდემიოლოგიურ კუთხით, შარშანდელთან შედარებით, ვითარება გართულებულია, ამიტომ მოქალაქეებს დახურულ სივრცესა და ხალხმრავალ ადგილებში რეკომენდაციის დაცვას სთხოვს.

პირბადის ტარების საჭიროება ღია სივრცეში, თუ 2 მეტრის დაშორებით სხვა ადამიანი არ დგას, არ არსებობს!
არ მესმის ეს აჟიოტაჟი, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა და არც ის განაცხადი, თითქოს საქართველო პირველია ისრაელის შემდეგ, ვინც ღია სივრცეში პირბადეების ტარებას აღარ მოითხოვს. გერმანიაში ღია სივრცეში პირბადეების ტარება, თუ ხალხი ჯგუფურად არ იდგა, არც ყოფილა სავალდებულო და თუ დავფიქრდებით, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.

SARS-CoV-2 არ არის ვირუსი, რომელიც ჰაერში არსებობს და სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსად შეიძლება შეგხვდეთ. ეს ვირუსი მხოლოდ ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, შესაბამისად ღია სივრცეში თუ 2 მეტრის სიახლოვეში სხვა ადამიანი არ დგას პირბადის ტარება, განსაკუთრებით 40 გრადუს სიცხეში, ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

მიუხედავად ამისა, გარკვეულ ადგილებში, მაგალითად გაჩერებებზე, მიტინგებზე, (აქტუალური პრობლემა საქართველოში) თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება აუცილებელია გვეკეთოს პირბადე, რატომ უნდა დაჯარიმდეს ადამიანი ბულვარში მარტო სეირნობის დროს, როცა შეიძლება მხოლოდ ხალხმრავალი ადგილების გაკონტროლება?

სწორედ ასეთი, ლოგიკას მოკლებული რეგულაციები იწვევს ხალხში აგრესიას. არგუმენტი, რომ სხვა ქვეყნებშიც არსებობდა ასეთი რეგულაცია, საკმაოდ სუსტია. კოპირების ნაცვლად, სულ ცოტა საკუთარი ინტელექტი ჩავაქსოვოთ და რაც მართლაც საჭირო და აუცილებელია, იმაში მივბაძოთ წამყვან ქვეყნებს არ იქნებოდა ურიგო.

1,5-2 მეტრიანი დისტანცია აუცილებელია! თუ დისტანციის დაცვა ღია სივრცეში ვერ ხერხდება, პირბადე აუცილებელია! დახურულ სივრცეებში 2 მეტრიანი დისტანცია და პირბადე აუცილებელია!

მდგომარეობა სახიფათოა! ინფიცირებულთა რიცხვი, შემცირების ნაცვლად, იზრდება ევროპის ქვეყნებშიც. ცოტა მოულოდნელი ტრენდია შარშანდელთან შედარებით, მით უმეტეს რომ აცრები დაწყებულია. ამიტომ, უნდა გავფრთხილდეთ და აუცილებელია ურთიერთგამომრიცხავი აზრების გავრცელებისგან ექიმებმა თავი შევიკავოთ“, - წერს ჟამურაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

4 თვეა ვსვამ შიზოფრენიისთვის განკუთვნილ უმძიმეს წამალს - მაიკო კაჭკაჭიშვილი

შიშველი ფოტოსესია, გარეპილი 10 მცნება, დამწვარი სახლი და მამის ტრაგიკული სიკვდილი - პაატა თედიაშვილის სკანდალები

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა


„ამ ბრალდებისთვის პასუხს ვაგებინებ აუცილ...

3 წუთის წინ

ნინი ბადურაშვილი

„პირველი 27 სექტემბერი მოდის უშენოდ სოფ…...

32 წუთის წინ

დები შუბლაძეები

გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილმა ჩემი...

52 წუთის წინ

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი
გახარია - Digest.ge


„ამიტომ, ღმერთი მიდის ქალთან“

15:53 პარ. 24 სექტემბერი

ქალი

„მანქანაში გამაუპატიურა, ჯერ საყურეები ჩ...

16:32 პარ. 24 სექტემბერი

ქალზე ძალადობა

„სთორი“ ნახა, დადებული არ მაქვს ნახულობს...

15:53 პარ. 24 სექტემბერი

ქალი

16 წლის ლიზა კობერიძე Dolce & Gabbana-ს...

23:33 შაბ. 25 სექტემბერი

მოდელი ლიზა კობალაძე

„ვიღებდით გადაცემას და უცებ უბედურება ხდ...

10:18 შაბ. 25 სექტემბერი

ბაბი კირკიტაძე

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები სამხრეთ...

14:47 პარ. 24 სექტემბერი

ბერუკა

„დელტას ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავა...

59 წუთის წინ

კორონაზე

„ექიმებს ერთი სული აქვთ, როდის გაათავისუ...

11:29

როგორ მკურნალობენ
კორონავირუსს
საქართველოში?

1132 ინფიცირება, 2956 გამოჯანმრთელება, 3...

10:42

კორონა

„ჩემი ოჯახის კოვიდ ჯოჯოხეთი გრძელდება......

10:27

ირმა ცქიტიშვილი

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?...

10:07

შემოდგომა

„ქურდობა გინდა, თუ რატომ არ ალაგებ ტუალე...

00:49

სამხედრო პირი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამ...

00:00

ტატო გრიგალაშვილი

„ბუნებრივი იმუნიტეტი ყოველთვის არა არის...

23:02 შაბ. 25 სექტემბერი

რევაზ ბოჭორიშვილი

მიხეილ ჩხენკელი: ძალიან მნიშვნელოვანი და...

21:56 შაბ. 25 სექტემბერი

განათლების მინისტრი
მიხეილ ჩხენკელი