Digest Logo

„მარაზმები მაგრად ტეხავს ჩემო გიორგი... დედაჩემია და ქვეყანას მირჩევნია“ - რატომ დაიცვა მარინა ბერიძე შვილმა საჯაროდ

 13:17 ორშ. 29 მარტი
მეგი გიორგი მარინა

ტელეწამყვანსა და მსახიობ ბახვა ბრეგვაძესა და მუსიკოს მარინა ბერიძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ბახვამ სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ  მა­რი­ნა ბე­რი­ძის­გან საყ­ვე­დუ­რი მი­ი­ღო და მას ბო­დიშ­საც უხ­დის, თუმ­ცა საყ­ვე­დუ­რის მი­უ­ღე­ბელ ფორ­მას აპ­რო­ტეს­ტებს:

„გუ­შინ ეკა მა­მა­ლა­ძეს და­ბა­დე­ბის დღე მი­ვუ­ლო­ცეთ პირ­და­პირ ეთერ­ში. ბო­ლოს ვი­დეო გა­ვუშ­ვით, რო­მე­ლიც მარ­თლაც ჩვენს მიერ, ჩვე­ნი გა­და­ცე­მის­თვის იქნა გა­და­ღე­ბუ­ლი ბა­თუმ­ში, თუმ­ცა ამ დუ­ე­ტის იდე­ის ავ­ტო­რი და შემ­ქმნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა ბე­რი­ძე ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც გა­მი­ნა­წყენ­და, რომ არ აღ­ვნიშ­ნეთ ეს ამ­ბა­ვი... მარ­თა­ლია, თი­თიც და­მიქ­ნია და პა­ტა­რა ბიჭო, არ გა­მაბ­რა­ზოო, ეთე­რი­დან შე­მო­მით­ვა­ლა... მი­უ­ხე­და­ვად საყ­ვე­დუ­რის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მი­სა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ჩემ­თვის... რა თქმა უნდა, მა­ინც ბო­დიშს ვუხ­დი მას, რომ ეს არ აღ­ვნიშ­ნე. არ ვი­ცო­დი, თუ არ მახ­სოვ­და, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს იმ­დენ­ჯერ გა­მორ­ჩე­ნი­ათ ხოლ­მე ჩემი თუ ჩემი გა­და­ცე­მის აღ­ნიშ­ვნა, მაგ­რამ მეს­მის ზოგი ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვამს...

რაც შე­ე­ხე­ბა "ინო­ლას" ვი­ნილს, სრუ­ლი­ად შე­სა­ნიშ­ნავ სი­ურპრიზს გიმ­ზა­დებთ, სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კო­სე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მარ­თლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა გე­ლით წინ. ამ ვი­ნი­ლის შექ­მნის იდეა გი­ორ­გი ცა­გა­რელს ეკუთ­ვნის, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ და იმ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტამ­დეც უს­მენ­და ინო­ლას, სა­ი­და­ნაც თით­ქოს აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ყვე­ლამ ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ავ­ტორ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი დე­დას ვფი­ცა­ვარ, მეც მა­ნამ­დე ვი­ცო­დი. გე­ნი­ა­ლუ­რად გა­ა­ორ­კესტრა, გე­ნი­ოს­მა ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა... მოკ­ლედ ყვე­ლა­ფე­რი წინ არის. „პა­ტა­რა ბი­ჭებ­საც" გაგ­ვი­გია რა­ღაც და ვი­ღაც, სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ", - წერს ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე.

სიტუაციის გასანეიტრალებლად ჩაერია ალტისტი გიორგი ცაგარელი, რომელმაც ბერიძის შვილი ძალიან გააღიზიანა და საჯაროდ განუცხადა, რომ „მარაზმებს შეეშვას, რადგან ეს ძალიან ტეხავს".

„დედაჩემი და მამაჩემი მარინამ გააცნო ერთმანეთს. მერე დედაჩემმა მარინას რჩევით იმშობიარა გია მუჯირთან. პირველად რომგავიარე მარინამ დაინახა. მერე ჩემი პირველი სიტყვაც მარინამ მოისმინა.

მარინამ შემიყვანა მუსიკაზე. გერმანია და შვეიცარიაშიც მარინამ წამიყვანა სასწავლებლად. გიდონ კრემერთანაც მარინამ დამაახლოვა და კრემერატა ბალტიკაშიც მარინამ მომაწყო. მარინამ მომასმენინა და გამაცნო ბახი შუბერტი შონბგერგი სტრავინსკი მესიანი ლიგეტი შნიტკე და ა.შ. . გია ყანჩელიც და ნიკოლოზ რაჭველიც მარინამ გამაცნო პირადად.

ია, დათო შუღლიაშვილი და თამარ თოლორდავა სულ პატარა ვიყავი მარინამ რომ გამაცნო მანგლისში და მე პატარას ძალით მსვავდა ეზოში და მათ შესრულებულ ინოლას მასმენინებდა. შარშან ლენო რეკორდში ჩემ დაბადების დღეზე, რომელიც ასევე მარინას ინიციატივით გადავიხადე, სადაც მე, ნიკამ და გიგაშამ ინოლას რამდენიმე სიმღერა შევასრულეთ რა თქმა უნდა მარინას რჩევა დარიგებით. მერე ზაფხულში წინანდალში გადაცემა აკუსტიკაში მარინამ წამიყვანა და მარინას ინიციატივით დავუკარი კაჩაროვთან, ეკო და ვინდასთან, ნატალია ბერიძესთან (მის ნათესავთან) ერთად.

(საერთოდ ყველა ჩემი კოლაბორაცია კორძით დაწყებული კაიკატათი დამთავრებული ნუ ალბათ უკვე ხვდებით ვისი იდეა იყო, დიახ მარინასი!!!) ამავე გადაცემის ფარგლებში, წინანდალში გიგაშა, ჯანგო, ნინი ნუცუბიძესთან და “ცაგარელი ენდ სტრინგთან” ერთად (ეს სახელიც ჩემი მარინას იდეაა, მგონი თვითონ გვარი ცაგარელიც მარინას მოფიქრებული უნდა იყოს, მაგრამ ერიდება და ხმამაღლა ვერ ამბობს, მხოლოდ ვიწრო წრემ იცის) შევასრულეთ ნიკას მიერ გაორკესტრებული ინოლას სიმღერა “მოვალ” რა თქმა უნდა მარინას თხოვნით.

ჩაწერის შემდეგ უცებ რომ მომაფიქრდა ინოლების თრიბიუთი გაგვეკეთებინა და შემოვიერთედ ანა დოი, ლიზა კერე და ბექა გოჩიაშვილი (რაც აბსოლუტურად არ არის რაიმე ორიგინალური იდეა, აქამდეც გაკეთებულა და არამხოლოდ ინოლასი, სულ კეთდება გენიალური კომპიზიტორების თრიბიუთები, ყველაზე არაგენიალური იდეაა), რა თქმა უნდა მარინას გენიალური იდეაა და თან ის კახეთის რესტორანი სადაც ეს იდეა გავაჟღერე მარინას რეკომენდაციით ავარჩიეთ. მენიუც მარინას დავეკითხეთ.

მეტი რომ აღარ გავაგრძელო ერთი ინფოთი მინდა გაგახაროთ!!! შვილისთვის სახელის დარქმევა მარინასთვის მინდოდა მეკითხა, მაგრამ არა არ ვკითხავ და ეს იქნება ერთადერთი რამ მარინას რჩევა- დარიგების გარეშე, რადგან შვილს მარინას ვარქმევ!!!! ეს სიურპრიზიც მარინას იდეაა....", - წერს გიორგი ცაგარელი.

აღნიშნულ კომენტარზე მარინა ბერიძის ქალიშვილმა ასეთი კომენტარი დაუწერა გიორგის:

„აქ საქვეყნოდ არ შემოვალ შენთან პოლემიკაში, დედაჩემია და ქვეყანას მირჩევნია. ეხლაც ამხელა პოსტა რომ არ მიგეძღვნა კარგი იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩათვლი ისე მოიქეცი. თუმცა მარაზმები მაგრად ტეხავს ჩემო გიორგი", - წერ ბერიძის შვილი.


„ცრემლიანი თვალებით დავამთავრე, ყდაზე ტყ...

1 წუთის წინ

მაია ასათიანი

რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

49 წუთის წინ

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32

Google


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59

სელებრითები

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა