Digest Logo

,,მანქანის კაპოტზე გადააწვინეს, თირკმელებში ურტყეს, ხელბორკილები დაადეს, ფოტოები გადაუღეს და…” – ადვოკატის სკანდალური წერილი

 14:37 შაბ. 12 ივნისი
ტრაგედია ინდონეზიაში

ადვოკატი, გელა მამუკაშვილი:

“2004 წლის შემოდგომა იდგა. თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ერთი ახალგაზრდა კაცი ტროტუარზე სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა. ეს ახალგაზრდა ყურით მოთრეული მიზეზის გამო “კადრების განკარგულებაში” გადაცემული ყოფილი პოლიციელი იყო.

ლუკმაპურის საშოვნად დროებითი სამუშაო მოძებნა დოლიძეზე და სამსახურში მიიჩქაროდა. მაღალი, ლამაზი, ღონიერი, სპორტული აღნაგობის კაცი იყო, სიგარეტსაც კი არ ეწეოდა. ტროტუარზე ერთმანეთის სიახლოვეს ორი ავტომანქანა იდგა გაჩერებული. ბრგე აღნაგობის კაცს მათ შორის გავლა მოუწია, გვერდულად დადგა, მაგრამ მაინც სივიწროვე იყო. ინსტინქტურად ერთ-ერთი მანქანის, “მერსედესის” გარე სარკეს ჩაეჭიდა და…სარკე გაიბზარა, ვერ გაუძლო ღონიერი კაცის ტორების სიმძიმეს.


“მერსედესში” სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ორი ჯეელი იჯდა, რომლებიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ახლად შექმნილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. სარკის გატეხვისთანავე სალონიდან გადმოხტნენ და სახტად დარჩენილ “დამნაშავეს” დაეძგერნენ…

ბიჭებო, პოლიციელი ვარ, ცხოვრებაში არაფერი დამიშავებია, შემთხვევით მომივიდა, ახალ სარკეს გიყიდით… არაფერმა გაჭრა, ტრადიციისამებრ მანქანის კაპოტზე გადააწვინეს, თირკმელებში ურტყეს, ხელბორკილები დაადეს, ფოტოები გადაუღეს და დიღმის გზას გაუყენეს კპზ-ში მოთავსების მიზნით.

აქვე განვმარტავ, რომ “მერსედესის” სარკეს მექანიკური მოქაჩვით ვერ მოხსნი, რადგან “შურუპებით” არის დამაგრებული. დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია, რომ თავად “დამნაშავესაც” მერსედესი ჰყავდა, რასაც მოგვიანებით გაუსვა ხაზი სასამართლო პროცესზე. …

ორ დღეში საქალაქო სასამართლო, დამამცირებელი ცხაური და მსჯელობა აღკვეთის ღონისძიების თაობაზე. რა თქმა უნდა, პროკურატურა პატიმრობის შუამდგომლობას აყენებს. ჩემი შუამდგომლობა გირაოა 5 000 ლარის ოდენობით. განსაკუთრებული იმედი არ მაქვს. მოპაექრე მხარეების მოსმენის შემდეგ მოსამართლე სიტყვას აძლევს დაკავებულს…

ამ დროს დაკავებული ხმამაღლა მოთქმას იწყებს, ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა, მუხლებზე დაეცა და პირჯვრის წერას შეუდგა…არ ჩამიდენია, არ გამწიროთ; ციხის არ მეშინია, მაგრამ ციხეში დაუმსახურებლად წასვლა ცხოვრებაზე ხელს ამაღებინებს, მომსპობს, გამანადგურებს… სამარისებრი სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ცხაურში მუხლმოდრეკილი კაცის ქვითინის და ლოცვის ხმა ისმოდა. ბადრაგი ისე დაიბნა, რომ დაკავებულთან მისვლა და ფეხზე წამოდგომის თხოვნაც კი დაავიწყდათ. მოსამართლე პროკურორს დამნაშავის გამომეტყველებით მიაჩერდა…თავადაც ადამიანია, ქვის გული არც მას აქვს.

ბატონო პროკურორო, თქვენ რას იტყვით…

მოსამართლეს თავადაც ოჯახი აქვს, ახალგაზრდა კაცია, შვილები ჰყავს გასაზრდელი. კარგად იცის რა დროა, ნებართვა პროკურორისგან უნდა აიღოს… პროკურორია რეალური მოსამართლეც და “უზენაესი მსაჯულიც”. პროკურორი სისტემაში ჯერ კიდევ შემორჩენილი “ძველი კადრია”, 53-55 წლის ჭაღარა კაცი. უჭირს მასაც პასუხის გაცემა, თან ცოტა დაბნეულია. ცხაურში პატიმარი ისევ მუხლებზე დგას და ლოცვის თანხლებით ხვეწნა-მუდარას განაგრძობს, ქვის გული იქ მყოფთაგან არცერთს არ გვაქვს.

–ბატონო მოსამართლე, თქვენ გადაწყვიტეთ, როგორც თქვენ იტყვით,– პროკურორმა ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო მოსამართლეს. განჩინება…10 000 ლარი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, მაგრამ ამას ვინ ჩივის, ორ დღეში პატიმარი გარეთ იყო.

ალბათ გაინტერესებთ, რა ბედი ეწია პროკურორს… რამდენიმე დღეში ის სამსახურიდან “მგლის ბილეთით” გაუშვეს, რა თქმა უნდა, პერსონალური პენსიის გარეშე. სამიოდ წელიწადში ეს ადამიანი გარდაიცვალა. ჰო, მართლა, სიკვდილსაც დავიწყებია ის ორი ბეჯითი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი… ორივეს ჩინი მოუმატეს, ალბათ პრემიაც გამოუწერეს. მადლობას გიხდით მძიმე შინაარსის წერილის ბოლომდე წაკითხვისთვის.”

წყარო: www.alia.ge


რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2...

00:42

სასწრაფო დახმარება

ნახეთ, როგორია 25 ივლისის ამინდის პროგნო...

23:49 შაბ. 24 ივლისი

ამინდი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23:37 შაბ. 24 ივლისი

ჰოროსკოპი


„ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო?“....

17:34 ხუთ. 22 ივლისი

ჰამლეტ გონაშვილი

ახალი კვლევა: ჭორაობა სოციალურ ცხოვრებას...

19:04 ხუთ. 22 ივლისი

ჭორაობა

„ერთმანეთს ვერ ვიტანდით, მისი მოსვლა არ...

17:34 ხუთ. 22 ივლისი

გივი პაპავა

VIDEO: „ახლაც მეშინია, ამას რომ ვამბობ.....

14:09 შაბ. 24 ივლისი

ნუკი კოშკელიშვილი

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბი...

19:26 პარ. 23 ივლისი

სალომე ზურაბიშვილი

თაკო ჩხეიძემ თმის ფერი შეიცვალა - ნახეთ,...

14:36 პარ. 23 ივლისი

თაკო ჩხეიძე

„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შ...

23:29 შაბ. 24 ივლისი

ხვიჩა კვარაცხელია

„მე შენი პირველი ბიჭი ვარ, რომელიც ბავშვ...

23:12 შაბ. 24 ივლისი

მოწყენილი კაცი

მარიამ იმნაძე საქართველოს ოლიმპიურ დელეგ...

22:29 შაბ. 24 ივლისი

მარიამ იმნაძე

„ამათი მართვა და დაგეშვა ხომ ძალიან ადვი...

20:32 შაბ. 24 ივლისი

სააკაშვილი

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობი...

20:19 შაბ. 24 ივლისი

პროკურატურა: სახელმწიფო
ბიუჯეტს დანაშაულებრივი
ქმედების შედეგად
მიყენებული 850 000 ლარის ზიანი
აუნაზღაურდა

„ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეუ...

20:18 შაბ. 24 ივლისი

ნანა გეგეჭკორი

VIDEO: „გუშინდელი დღიდან საქართველოში ძა...

19:45 შაბ. 24 ივლისი

ფხაკაძე

აკუსტიკური იარაღის, „სტარტოვკის" გამოყენ...

19:15 შაბ. 24 ივლისი

შსს

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დ...

17:58 შაბ. 24 ივლისი

ილია მეორე