Digest Logo

„მახსოვს როგორი ტანჯვის გზა გამატარა, როდესაც ჩემი უდანაშაულო ძმა და სკოლის მოსწავლე შვილი დააპატიმრა... მიუხედავად ამისა ...“ - რას წერს ბესელია სააკაშვილზე

 10:43 ხუთ. 14 ოქტომბერი
ეკა ბესელია და სააკაშვილი

პოლიტიკოსი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში თავისი ცხოვრების მძიმე პერიოდს იხსენებს, რომელიც ქვეყნის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. ამბობს, რომ კარგად ახსოვს თუ როგორ დააპატიმრა ყოფილმა პრეზიდენტმა მისი უდანაშაულო ძმა და მამა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ამბობს, რომ შურისძიების გრძნობა არ გააჩნია.

„ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა და თან დღეს … მე მომწონს ეს შინაგანი თავისუფლება, რომელიც წლების ბრძოლით მოვიპოვე და ასევე ბრძოლით შევინარჩუნე და ამიტომაც დავწერ ისე როგორც ვფიქრობ
სააკაშვილზე …

რასაკვირველია მახსოვს როგორი ტანჯვის გზა გამატარა, როდესაც ჩემი უდანაშაულო ძმა და სკოლის მოსწავლე შვილი დააპატიმრა და ჩემთან შურისძიების გამო მძევლად ამყოფა … მთელი ორი წელი გაგრძელდა ჩემი და ჩემი ოჯახის ენით აღუწერელი წამება და ჩემი დასჯა გადაწყვიტა მან და მერაბიშვილმა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს პროფესიაზე უარი ვთქვი დროებით და ქუჩაში გამოვედი თავისუფლების და სამართლიანობისთვის….

მე პირადად არანაირი პრობლემა არ მქონდა იმათგან განსხვავებით ვისაც როცა შეეხნენ, მაშინ ამოიღეს ხმა ….
მე სხვათა დასაცავად გამოვედი ქუჩაში და ამის მერე შური ჩემს ოჯახზე იძია და ამით დამსაჯა, მაგრამ ვერ გაგვტეხა … ერთი დღე არ შეგვიწყვეტია ბრძოლა და არც კომპრომისზე წავსულვართ!

ვიდექი წლები ტყვიების ზუზუნში, ყველა დარბევის დროს, სიცივესა თუ უიმედობაში, მაგრამ ფეხი არ მომიცვლია….არ შემშინებია ….

სასტიკად გამომცადა იმ ხელისუფლებამ ! ბიძინამ რომ მთხოვა - მჭირდები და ერთად ვიბრძოლოთო - პირველი რაც ვუთხარი :
- მე მხოლოდ სამართლიანობისთვის ვიბრძვი და თავისუფალი სასამართლო უნდა იყოს ამ ქვეყანაში როცა მოხვალ - მეთქი….

იგივე გზას დაადგა თავადაც და ოცნებაც და რასაკვირველია უარი ვთქვი მათზეც და ყველაფერზე ….
ამათაც სასტიკად გამომცადეს... მორალური ზღვარი წაიშალა ….

დღეს სააკაშვილს ისინი ამუნათებენ ყველაზე მეტად, ვინც ბრძოლაში არ მინახავს და ზარქუები, კობახიძე, მათიკაშვილები ისე იმალებოდნენ , საკუთარ თავს ვერ პოულობდნენ (((((

ხელისუფლებაში 7 წელი თანამდებობაც მქონდა და გავლენაც და არასოდეს , არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახის ამწიოკებელი დავალების შემსრულებელ გამომძიებელ, პროკურორ, მოსამართლეებს ( ღირსნი კი იყვნენ) მივბრუნებოდი და პასუხი მომეთხოვა ….

არ მივეცი ჩემს თავს ამის უფლება ჩემი შინაგანი ეთიკის გამო …. არც შურისძიება შემიძლია და აღმოვაჩინე ისევ , ჩემს თავში, რომ მიუხედავად იმისა, არასოდეს დამავიწყდება ის სისასტიკე რაც ჩაიდინეს ჩემს მიმართ - არა მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი , მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ!

ნურავინ დამიწყებთ აქ მორალისტობას, განსაკუთრებით ისინი, მეასედი რომ არ გაგივლიათ იმ განსაცდელის და ტკივილის რაც გავიარე!

მე ჩემს თავში აღმოჩენილი შინაგანი ემპათია და ადამიანური განცდა, მომეწონა სიკვდილის წინაშე მყოფი
თუნდაც ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ადამიანის მიმართ რომ გამაჩნია! არ მომეწონებოდა ეს რომ არ დამენახა და არ ვაპირებ კეკლუცობას ამ თემაზე! მზარავს ის ადამიანები, რომლებიც ქირქილებენ სხვის განსაცდელზე და სიცოცხლეზე! არაფერი მოუცია უფალს სიცოცხლეზე დიდი და თუ შენდობაც და მიტევებაც შეძელი - თავად ხარ ადამიანი“,- წერს ეკა ბესელია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ვიცი, ყველას გული გვერევა უკვე ამ თემაზე საუბრით, მაგრამ... “ - ვის მიმართავს სალომე გოგიაშვილი

🔵„წლებია ცოლობას ელოდება და კი უღალატა უკრაინელთან... პატარა სექსის დიდი გიგანტი, ჩვენი მკვლელი, „დაჩაგრული” თაფლის მჭამელი ბიჭი“ - იუნა შაფათავა

🔵„საამაყო ყველა ქართველისთვის და მით უმეტეს პრეზიდენტისთვის“ - სალომე ზურაბიშვილი ხატია ბუნიათიშვილზე

🔵„ეპიდვითარება მნიშვნელოვნად დამძიმებულია“ - ეპიდემიოლოგები

🔵„ერთადერთხელ დავუჯერე ცაგარელს... ისეთი საშინელი წელი ცხოვრებაში არ მქონია“ - რას წერს თეა გვასალია

🔵„გვარიც მიუცია! ნეტავ რამდენი პატარა სააკაშვილი დადის კიდევ დედამიწაზე... “ - რას წერს გელა ზედელაშვილი


19 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

00:44

მზე

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:36

ოქტომბრის ასტროლოგიური
პროგნოზი

19 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

00:34

შუქი


„მამა თმებში მწვდა და ტყავის ქამრით მცემ...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

წამყვანები

„სამი და და სამი ძმა“ - „ფარული ვნების“...

22:56 ორშ. 18 ოქტომბერი

ფარული ვნება

VIDEO: „ბრალდებულმა დაკავებისას ხელყუმბა...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

ვ

„ლიზა იასკოს არ ვიცნობ... მყავს ერთი უსა...

14:37 ორშ. 18 ოქტომბერი

სააკაშვილი

მაკა კვიციანის გრანდიოზული დაბადების დღე...

14:30 ორშ. 18 ოქტომბერი

მაკა კვიციანი

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

11:38 ორშ. 18 ოქტომბერი

ბერა ივანიშვილი

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ისიც არ იც...

21:32 ორშ. 18 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე

გია ვოლსკი: ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ის...

21:00 ორშ. 18 ოქტომბერი

პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე

„ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან...

20:53 ორშ. 18 ოქტომბერი

დევი ტაბიძე

ზაალ ანჯაფარიძე: მელია რომ არჩევნებს წაა...

20:52 ორშ. 18 ოქტომბერი

ანალიტიკოსი - ზაალ
ანჯაფარიძე

„ორივე აცრა შეიძლება გაიკეთოთ ერთ დღეს“...

19:59 ორშ. 18 ოქტომბერი

დაავადებათა კონტროლის
ეროვნური ცენტრი

თსუს მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგ...

19:37 ორშ. 18 ოქტომბერი

თსუ

ვლადიმერ ბოჟაძე გიგი უგულავაზე: აქციაზე...

18:25 ორშ. 18 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge

ნატო გელაშვილის შვილმა ცოლი მოიყვანა - კ...

18:24 ორშ. 18 ოქტომბერი

გიორგი ჭოხონელიძე

ზურაბ ქადაგიძე: გვარამიაში არის დემონი,...

18:15 ორშ. 18 ოქტომბერი

ახალგაზრდული ცენტრის
დამფუძნებელი ზურაბ
ქადაგიძე - Digest.ge