Digest Logo

„ყველაზე რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებაში - ახლა მივხვდი რას განიცდიან დაუნის სინდრომიანი ბავშვების მშობლები, როცა პატარა 4 წლის ასაკს მიაღწევს“

 11:13 პარ. 30 ივლისი
ირინა სარიშვილი -
პოლიტიკოსი

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში თავისი განცდების შესახებ პოსტს აქვეყნებს და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დედებს მიმართავს. სარიშვილი აცხადებს, რომ პატარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სილაღე და თავისუფლებაა, რომელიც ყველა მშობელმა ნებისმიერი რამის ფასად უნდა მისცეს ბავშვს.

„ყველაზე რთული პერიოდი მაქვს ჩემ ცხოვრებაში. მხოლოდ ახლა მივხვდი მთელი სიცხადით, რას განიცდიან დაუნის სინდრომიანი ბავშვების მშობლები, როცა ბავშვი 4 წლის ასაკს მიაღწევს, გადაცდება და მას თავის თანატოლებთან 2 ან 3, შესაძლებელია მეტისაც, წლიანი ე.წ. ჩამორჩენა აქვს განვითარებაში. 3 წლამდე ასაკში ეს არ ჩანს, ან ნაკლებად ჩანს, რადგან ამ დროს ყველა ბავშვი თითქოს ერთ დონეზეა და ერთნაირი სისწრაფით ვითარდება. აი მერე, როცა ვხედავთ განსხვავებას ჩვენს შვილებსა და მის თანატოლებს შორის, გვჭირდება უზარმაზარი ძალა, რწმენა რომ ეს მხოლოდ დროებითი ჩამორჩენაა, რომ გული არ დაგვწყდეს რომ მათი თანატოლები რამდენიმე ხნით წინ არიან, არც საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებას მივაქციოთ ყურადღება და არ დავმალოთ ჩვენი მზეები მათი დაცვის მიზნით ჩვეულებრივი სამყაროსგან – მათ ყველაზე მეტად სილაღე და თავისუფლება სჭირდებათ და სულ რომ გულები დაგვისკდეს, ჩვენ მათ ეს უნდა მივცეთ. ჩვენი მათდამი სიყვარული ხომ ბევრად მეტია ვიდრე ის დროებითი განსხვავებები, რომელიც ბავშვობის დამთავრებასთან ერთად გაივლის. ჩვენი მზეების უპირატესობა კი ისაა რომ მათ უხანგრძლივდებათ ბავშვობა, ის ბავშვობა, რომელიც ყველაზე მცირე ნაწილია ჩვენი ცხოვრების და რომელიც ასე გვენატრება ყველას.

დაუნის სინდრომიანი ბავშვების ბავშვობა ჩვეულებრივზე მეტ ხანს გრძელდება და ეს ნაკლი კი არა, ბედნიერებაა, ისევე როგორც ბედნიერებაა ჩვენგან განსხვავებით ბოროტი გენის არარსებობა მათში მთელი ცხოვრების მანძილზე, ჩვენ ჩვეულებრივები მიამიტობას რომ ვუწოდებთ და სინამდვილეში კი უპირობო სიკეთეა.

ამ ძალას ჩვენ სიყვარული მოგვცემს, სხვა ვერაფერი და ეს ძალა არა მხოლოდ მოერევა სტიგმებით სავსე საზოგადოებას, სადაც ვერ იტანენ განსხვავებულებს, არამედ უკეთესს გახდის მათ.
მთავარი სიყვარულია,“ - წერს ირინა სარიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ოჰაიოში ქალი სხვის ბინაში შეიჭრა, ჭურჭელი დარეცხა და მიიმალა

,,არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ” - ნახეთ, რას ამბობს პეტრე კოლხი

VIDEO: ლაშა ბექაურის ემოციურად შესრულებული ლექსი - ვის მიუძღვნა ლექსი ძიუდოისტმა?


„კლოუნმა სააკაშვილმა ჯავშნის კოდი რომ გა...

00:15

აბაშიძე-სააკაშვილი და
ჯავშანი

„ახლაც ცხადად მახსოვს ემოციები ამ დღიდან...

00:14

ნანა გეგეჭკორი

სააკაშვილმა ფეისბუკზე კიევი-თბილისის ფოტ...

23:21 ორშ. 27 სექტემბერი

მიხეილ სააკაშვილი და
ბილეთი


„სპორტული შარვლის ყიდვა დამაბარა, სახლში...

23:49 კვი. 26 სექტემბერი

ლენტი ავარია

VIDEO: „არ შეგვიმჩნევია, რომ ჩვენს ანსამ...

15:05 ორშ. 27 სექტემბერი

ნინო სუხიშვილი

„6 წლის ვიყავი როცა 44 წლის კაცს სახლში...

23:49 კვი. 26 სექტემბერი

ძალადობა

„10 წელი მეგობრები ვიყავით, 6 წელი – შეყ...

21:51 ორშ. 27 სექტემბერი

ტოპე

„სილამაზე!“ - სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანი ფ...

16:37 ორშ. 27 სექტემბერი

სალომე ჭაჭუა

კვება, ვარჯიში და წყალი - ნანუკა ჟორჟოლი...

16:36 ორშ. 27 სექტემბერი

ნანუკა ჟორჟოლიანი

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელი მოკვდა

22:52 ორშ. 27 სექტემბერი

ფილიპ ხაჩიროვი

საქართველოს პრეზიდენტმა დემნა გვასალია ღ...

22:36 ორშ. 27 სექტემბერი

საქ პრეზიდენტი და
დიზაინეერი

„აცრა რომ არ მქონოდა, გამორიცხულია კორონ...

21:20 ორშ. 27 სექტემბერი

მწერალი დავით ტურაშვილი

გერმანიის პარლამენტში 2 ტრანსგენდერი ქალ...

20:59 ორშ. 27 სექტემბერი

ტრანსგენდერი

ნოემბრიდან აშშ-ში ჩასვლა სავარაუდოდ „სინ...

20:22 ორშ. 27 სექტემბერი

აშშ და ჩინური ვაქცინა

დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

20:07 ორშ. 27 სექტემბერი

დავით სოკოლოვი

„შემზარა იმან, რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე...

19:59 ორშ. 27 სექტემბერი

შალვა ნათელაშვილი და ნიკა
გვარამია

„ეშმაკს ყველგან ჰყავს თავისი მსახურები -...

18:19 ორშ. 27 სექტემბერი

მეუფე ნიკოლოზი

ნათია მერებაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის...

18:02 ორშ. 27 სექტემბერი

ნათია მერებაშვილმა
გაეროს ბავშვთა ფონდის
მიერ გამართულ
საერთაშორისო
კონფერენციაზე
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში
პროკურორთა და
პროკურატურის
გამომძიებელთა
სპეციალიზაციის პროცესზე
ისაუბრა