Digest Logo

„ქვეყანა არ შედგება „ქოცებისა“ და „ნაცებისაგან“ - რას წერს გოცირიძე ნონა გაფრინდაშვილზე

 11:36 სამ. 4 მაისი
ნონა გაფრინდაშვილი და
რომან გოცირიძე

პოლიტიკოსი რომან გოცირიძე, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს. ამავე პოსტში ენმ-ს წევრი აცხადებს, რომ ადამიანი თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო არ უნდა გამოარჩიო.

„როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი, გეგმაში მქონდა სამახსოვრო მონეტის გამოშვება, რომელსაც პირობითად „სამაიას“ ვუწოდებდი.

„აი, ჩვენი სამაია,
ნონა, ნანა და მაია“.

ეს ლექსი ამეკვიატებოდა ხოლმე მაშინ. ვერ მოვასწარი.

ქალი ლეგენდა, რომელსაც 80 წელი შეუსრულდა, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილი ულოცავს, რადგან მოსწონს მისი პოლიტიკური პოზიცია და არ ულოცავს (რბილად რომ ვთქვათ), რადგან სხვა პოლიტიკურ ბანაკს განეკუთვნება. ლაშა ტალახაძეც, ეს მეორე ცოცხალი ლეგენდა, ასევე შეიძულა საზოგადოების ერთმა ნაწილმა, არჩევნებში მის მიერ გამოხატული სიმპატიის გამო.

რამდენი სახელოვანი ადამიანი სძულს უკვე იქეთა ბანაკს აქეთა მხარეს დგომისათვის.

ადამიანი განსაჯო იმის მიხედვით, თუ ვის აძლევს ხმას ( არა აქვს მნიშვნელობა, გამოჩენილი პიროვნებაა თუ კარის მეზობელი), ეს ჯერ კიდევ შეუმდგარი საზოგადოების სინდრომია.

ქვეყანა არ შედგება „ქოცებისა“ და „ნაცებისაგან“, იქ ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც, როგორც წესი, ათ წელიწადში ერთხელ რადიკალურად იცვლიან პოზიციებს. ეს ჩამოყალიბების სტადიაზე მყოფი დემოკრატიისა და წარსული დემოკრატიული ტრადიციების არქონის მიზეზითაცაა განპირობებული. ყველაფერი დალაგდება თავის დროზე.

ქალბატონ ნონას კი ვულოცავ იუბილეს. მე რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყო, აუცილებლად გავაკეთებდი ამას“.


„ცრემლიანი თვალებით დავამთავრე, ყდაზე ტყ...

8 წუთის წინ

მაია ასათიანი

რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

56 წუთის წინ

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32

Google


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59

სელებრითები

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა