Digest Logo

„ივანიშვილს ეგებ სულით და გულითაც კი უნდა სააკაშვილის სიკვდილი, მაგრამ... და აქ დიდი მაგრამია...“ - ბაია პატარაია

 00:12 ხუთ. 14 ოქტომბერი
ბაია_ პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას ეხმიანება. პატარაია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილის ცუდად ყოფნით პირველ რიგში ხელისუფლება დაზარალდება. 

ამასთან ბაია პატარაია ფიქრობს რომ მიზნის მისაღწევად მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი იარაღი, შიმშილობა და საკუთარი ჯანმრთელობის გარისკვა დარჩა.

„წეღან ფორმულას ვუყურებდი და ლაშა ბუღაძემ თქვა სააკაშვილზე, მისი სისუსტე მისი სიძლიერეაო, და ამით ახსნა სააკაშვილის შიმშილი პატიმრობაში. ბევრი კითხულობს, რატომ შიმშილობს მიშა, რა უნდა? რა არის მისი მოთხოვნა? რადგან მიშას მოთხოვნა ასე ზუსტად არ მოგვისმენია. თუ გამოშვებას ითხოვს, არც შეებრალებათ და არც გამოუშვებენ. ნამდვილად არ შეებრალმება ბიძინას მიშა და ეგებ სულით და გულითაც კი უნდა მისი სიკვდილი, მაგრამ... და აქ დიდი მაგრამია... რომელ ჭკუათმყოფელს ენდომება მისივე დატუსაღებული, აშკარად პოლიტიკური პატიმარი - მესამე პრეზიდენტი ხელში ჩააკვდეს?! ეს ამბავი ხომ მიშასაც სცდება და ბიძინასაც - ეს საქართველოს ისტორიაა. ერთი პრეზიდენტი ხომ მოგვიკვდა ასე გაუგებრად და დევნილობაში, ის ვერ მოგვინელებია ჯერ. ახლა რომ იგივე განმეორდეს, ერის ტრავმა იქნება, (მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაკრიტიკებელი და მოძულე ჰყავს მიშას). პრეზიდენტის ასეთი სიკვდილი არც ისტორიულად და არც ფსიქოლოგიურად არ უნდა საქართველოს - ეს ცალსახაა.

მოდი მივუბრუნდეთ შიმშილს. მიშას შიმშილი ჩვეულებრივი არ აღმოჩნდა, მას თურმე სისხლის ისეთი დაავადება აქვს, რომელიც შეუთავსებელია ხანგრძლივ შიმშილობასთან. ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ადამიანი რასაც იშიმშილებს, იმას ვერ გაუძლებს სააკაშვილის ფიზიკური სხეული. აბა, რატომ შიმშილობს? ბევრი ბრაზობს კიდეც, არ უნდათ რა საქართველოში კიდევ ერთი პრეზიდენტის საშინელი სიკვდილი. სააკაშვილი კი იმიტომ შიმშილობს, რომ სხვა არაფერი დარჩენია: მიშას იმდენი ხანი ეძახეს მშიშარა და მატყუარა, რომ მისი უბრალო პატიმრობა და მერე თუნდაც უკრაინისთვის გადაცემა, იქნებოდა სააკაშვილის მორალური გატეხა და მარცხი. ბიძინა სააკაშვილსაც ისე დაღეჭავდა და გადმოაფურთხებდა, როგორც ეს გაუკეთა ყველა პოლიტიკოსს საქართველოში, საკუთარსაც და სხვისასაც. ის არავის ინდობს, მას არ სჭირდება ძლიერი ადამიანი გვერდით. ყველა პოლიტიკოსს ღეჭავს, ყველას აფურთხებს, და პირველ რიგში საკუთარს, ჩუგოშვილიდან დაწყებული კობახიძით დამთავრებული. ესეც თქვენი პასუხი შიმშილობაზე.

მიშა შიმშილობს და საკუთარ სიცოცხლეს, ანუ ყველაზე ღირებულს, რაც ახლა მას გააჩნია, დებს სასწორზე. მან გადაწყვიტა, რომ მორალურ ბრძოლაში მაინც აჯობოს ბიძინა ივანიშვილს, ან ცოცხალმა, ან მკვდარმა. მართალია, ბიძინამ მიშაც მაგრად დაღეჭა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ გადმოაფურთხა და აქ და ახლა ყელში ჰყავს გაჩხერილი ფხასავით. სწორედ ამიტომ და მხოლოდ ამიტომ შიმშილობს სააკაშვილი. მე მესმის მისი, ამავდროულად მე საქართველოს მხარეს ვარ, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება კიდევ ერთი პოლიტიკურ დევნილობაში მკვდარი პრეზიდენტი, ისევ მსხვერპლი, ისევ უსამართლობა.

პ.ს. მე არ ვიცი, ხვალ აქციაზე წახვალთ თუ არა, მაგრამ სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ - ეს არჩევნებია. დროა ქართველმა ერმა სილა გააწნას ამ ბოროტ ოლიგარქს, რომელიც კიბოსავით გაიზარდა და მოგვედო მთელ ქვეყანას. ჩვენ ეს კიბო უნდა დავამარცხოთ. და მე პირადად ვაპირებ ვიბრძოლო ბოლომდე, და იცოდეს საცოდავმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ მე არ ვარ ერთი და მე არ ვარ მარტო და ჩემნაირებს გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ არც კი დაგვიწყია. საქართველოს ბიძინა ივანიშვილს ჩვენ არ დავუთმობთ!“ - წერს პატარაია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵4 მარტივი რჩევა, თუ როგორ ვებრძოლოთ სიცხეს - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

🔵„კეტო დიეტის შემდეგ უფრო მეტს მოიმატებთ“ - წონაში დასაკლებად აი, ეს საკვები უნდა მიიღოთ

🔵„ნოყიერი საუზმე ზედმეტ კილოგრამებს დაგაკლებინებთ“ - ენდოკრინოლოგი


VIDEO: „ხვრეტდი საჯაროდ ქუჩაში ბავშვებს....

2 წუთის წინ

მეუფე სპირიდონი

5 739 ინფიცირება, 2 082 გამოჯანმრთელება,...

2 წუთის წინ

კორონავირუსის ახალი
შტამი

ასტროლოგის რჩევები - როგორ უნდა გაატაროთ...

14 წუთის წინ

სავსემთვარეობა ვერძში


„მამა თმებში მწვდა და ტყავის ქამრით მცემ...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

წამყვანები

„სამი და და სამი ძმა“ - „ფარული ვნების“...

22:56 ორშ. 18 ოქტომბერი

ფარული ვნება

VIDEO: „ბრალდებულმა დაკავებისას ხელყუმბა...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

ვ

„აი, ვინმე დაიჯერებს, რომ ეს ადამიანი არ...

16 წუთის წინ

პაიჭაძე

„ლიზა იასკოს არ ვიცნობ... მყავს ერთი უსა...

14:37 ორშ. 18 ოქტომბერი

სააკაშვილი

მაკა კვიციანის გრანდიოზული დაბადების დღე...

14:30 ორშ. 18 ოქტომბერი

მაკა კვიციანი

„სააკაშვილი ჩამოიყვანა მერაბიშვილმა, მაგ...

35 წუთის წინ

მიხეილ სააკაშვილი და ვანო
მერაბიშვილი

GWP მოსახლეობას აფრთხილებს

37 წუთის წინ

წყალი

„არასდროს არ ვყოფილვარ იმ ტიპის გოგო, რო...

09:17

დამიცავი პატრა ვარ

19 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

00:44

მზე

19 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

00:34

შუქი

„მოვუწოდებ სპეცრაზმელებს და პოლიციელებს,...

21:53 ორშ. 18 ოქტომბერი

საქართველოს მესამე
პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი Digest.ge

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ისიც არ იც...

21:32 ორშ. 18 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე

გია ვოლსკი: ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ის...

21:00 ორშ. 18 ოქტომბერი

პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე

„ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან...

20:53 ორშ. 18 ოქტომბერი

დევი ტაბიძე