Digest Logo

ეს ქვეყანა კლავს, ადამიანებსაც და მომავალსაც... აი, ეს მოიტანა ჰომოფობი ჩლუნგების დაუსჯელობამ - ინგა გრიგოლია

 22:27 შაბ. 31 ივლისი
ჟურნალისტი

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ავსტრალიელ ტურისტთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი აზრით, საქართველოში ცხოვრება სახიფათო გახდა. 

„ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდებით, სად ვართ, სად აღმოვჩნდით, ფართოდ გაახილეთ თვალი.! ამ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან საშიში გახდა.

ძალიან საშიში გახდა განსხვავებული ჩაცმა, აზროვნება, საუბარი, მალე განსხვავებული ფიქრიც საშიში გახდება, აკი ამიტომაც ცდილობენ მწერლების პოლიტიკურ კონტროლს….. ორი დღის წინ, საქართველოში საგანგებოდ მოწვეულ პოპულარულ უცხოელ ტურისტს ჰომოფობიური განწყობების გამო, თავს დაესხნენ. გუშინ გავიგეთ, რომ მსოფლიოში ცნობილმა მოდის სახლმა გააუქმა სვანეთში დაგეგმილი სარეკლამო გადაღებები, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავს უნდა მიეღო მონაწილეობა, გადაღებები გაუქმდა სწორედ საქართველოში არსებული ჰომოფობიური განწყობების გამო.

რა გინდათ, თქვე მაიმუნებო! ტურისტი აღარ ჩამოვიდეს? აქ მოგზაურობა სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს? რატომ მიგვათრევთ რუსეთში! რატომ?! აი, ეს მოიტანა ჰომოფობი ჩლუნგების დაუსჯელობამ! მათი ორგანიზატორების დაუსჯელობამ!!

ლექსოს სიკვდილამდე მიმყვანების რეალური მეთაურების ხელშეუხებლობამ! აი ეს მოიტანა იმან, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის მერე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არც არავინ აიღო და ისე გააგრძელეს, ვითომც არაფერი! აი, ეს მოიტანა ბევრის ტრ….ს თამაშმა, ჟურნალისტებზე ძალადობა არ შეიძლება, ცუდია, მაგრამ პოლიტიკურ განცხადებებს რატომ აკეთებთო, რატომ ითხოვთ მოძალადე ხელისუფალთა გადადგომასო, ჩვენ რომ გვეუბნებოდნენ!

ძალადობის ლეგიტიმაცია მოახდინა „ქართულმა ოცნებამ“– არ მოგწონს ვინმე? - გააშავე, მოუგონე ყველანაირი სიბინძურე, ურტყი, მოკალი….ან არ დაგიჭერენ ან დაგაკავებენ ძაან ცოტა ხნით და მერე გირაოსაც შავი ყულაბიდან გადაგიხდიან!

თქვენ კი, ჩვენ რომ სისულელეებს გვაბრალებთ, ჟურნალისტები პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ და მათი ცემა კი ცუდია, მაგრამ პრემიერის გადადგომა რომ მოითხოვეს, ამიტომაც არ გავედით საპროტესტო აქციებზეო, დიდხანს იყავით ჩუმად და სახლებში რომ შემოგივარდებიან, მერე დარეკეთ ჩვენთან,გვიშველეთო (როგორც ეს არაერთხელ მომხდარა). მერე გვემუდარეთ, გააშუქეთ ჩვენი ამბავიო( როგორც ეს არაერთხელ მომხდარა)!

მანამდე ხმა არ ამოიღოთ, ვინმე არ გაგინაწყენდეთ, ვინმეს ოპოზიციონერი არ ეგონოთ, ვინმემ არ შეგამჩნიოთ…..

მანამდე ჩუმად უყურეთ ტელევიზორებს და გული დაიმშვიდეთ იმით, რომ სხვებს კლავენ, სცემენ და თქვენ (ჯერ ) არა… და ხო, არჩევნებზე არ დაგავიწყდეთ გაქცევა და ორმოჟდაერთის შემოხაზვა, მეტი სიცოცხლე რომ უნდა შემოგიტანოთ ყველა უბანში!

ეს ქვეყანა კლავს, ადამიანებსაც და მომავალსაც!!” – წერს ინგა გრიგოლია.

ამავე თემაზე:

🔴 „უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ - მერე რაც მოხდა, ყველა ვწერთ“ - დათო ლიკლიკაძე

🔴 „ახლა ვითვალოთ გვამები - ეს უკვე მეორე გაუპატიურებული და გარდაცვლილი უცხოელი ქალია ამ ზაფხულს“ - ბაია პატარაია

🔴 აი, როგორ უნდა გაატაროთ შვებულება - რას წერდა შანიე საქართველოზე


„კლოუნმა სააკაშვილმა ჯავშნის კოდი რომ გა...

00:15

აბაშიძე-სააკაშვილი და
ჯავშანი

„ახლაც ცხადად მახსოვს ემოციები ამ დღიდან...

00:14

ნანა გეგეჭკორი

სააკაშვილმა ფეისბუკზე კიევი-თბილისის ფოტ...

23:21 ორშ. 27 სექტემბერი

მიხეილ სააკაშვილი და
ბილეთი


„სპორტული შარვლის ყიდვა დამაბარა, სახლში...

23:49 კვი. 26 სექტემბერი

ლენტი ავარია

VIDEO: „არ შეგვიმჩნევია, რომ ჩვენს ანსამ...

15:05 ორშ. 27 სექტემბერი

ნინო სუხიშვილი

„6 წლის ვიყავი როცა 44 წლის კაცს სახლში...

23:49 კვი. 26 სექტემბერი

ძალადობა

„10 წელი მეგობრები ვიყავით, 6 წელი – შეყ...

21:51 ორშ. 27 სექტემბერი

ტოპე

„სილამაზე!“ - სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანი ფ...

16:37 ორშ. 27 სექტემბერი

სალომე ჭაჭუა

კვება, ვარჯიში და წყალი - ნანუკა ჟორჟოლი...

16:36 ორშ. 27 სექტემბერი

ნანუკა ჟორჟოლიანი

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელი მოკვდა

22:52 ორშ. 27 სექტემბერი

ფილიპ ხაჩიროვი

საქართველოს პრეზიდენტმა დემნა გვასალია ღ...

22:36 ორშ. 27 სექტემბერი

საქ პრეზიდენტი და
დიზაინეერი

„აცრა რომ არ მქონოდა, გამორიცხულია კორონ...

21:20 ორშ. 27 სექტემბერი

მწერალი დავით ტურაშვილი

გერმანიის პარლამენტში 2 ტრანსგენდერი ქალ...

20:59 ორშ. 27 სექტემბერი

ტრანსგენდერი

ნოემბრიდან აშშ-ში ჩასვლა სავარაუდოდ „სინ...

20:22 ორშ. 27 სექტემბერი

აშშ და ჩინური ვაქცინა

დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

20:07 ორშ. 27 სექტემბერი

დავით სოკოლოვი

„შემზარა იმან, რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე...

19:59 ორშ. 27 სექტემბერი

შალვა ნათელაშვილი და ნიკა
გვარამია

„ეშმაკს ყველგან ჰყავს თავისი მსახურები -...

18:19 ორშ. 27 სექტემბერი

მეუფე ნიკოლოზი

ნათია მერებაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის...

18:02 ორშ. 27 სექტემბერი

ნათია მერებაშვილმა
გაეროს ბავშვთა ფონდის
მიერ გამართულ
საერთაშორისო
კონფერენციაზე
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში
პროკურორთა და
პროკურატურის
გამომძიებელთა
სპეციალიზაციის პროცესზე
ისაუბრა