Digest Logo

„იმ ხუთი ტყვიის უცხო სხეულებს დღესაც დაატარებს ჩემი ქმარი... შენმა „გაუტეხელმა” ქმარმა წაართვა ის ბედნიერება, მამები რომ შვილებს ააგდებენ მაღლა“ - პასუხი მეგის ქარდავას მეუღლეს

 10:52 ხუთ. 23 სექტემბერი
მეგის ქარდავას მეუღლე

„გაუტეხელი” ქმრის წელში გამართული ცოლის სტატუსი ვნახე… უტიფრობის უმაღლესი დონე,“ – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში მწერალი, დინა მირცხულავა მეგის ქარდავას მეუღლის განცხადებას.

„(რატომ მიკვირს , ნეტა ?!) თავიდან რაღაცნაირად შევიკავე თავი – ქმარია, შვილის მამა და შევეცდები გავუგო – მეთქი. მაგრამ მერე გაგება გადავიფიქრე. და რატომ… აი, ხომ გაუგია, წაუკითხავს მაინც სადმე, რა (შეგნებულად – “რა”) ჰყავს ქმრად, ყველაფერი თუ არა, ერთი ადამიანის უბედურება ხომ მაინც აქვს მოსმენილი ?! აქვს. მეტ -ნაკლებად იცის კიდეც. ქველმოქმედება ხომ არ იყო მარჯვენას არ სცოდნოდა, მარცხენა რას აკეთებდა ?! და მაინც “გაუტეხელი” ქმრის წელგამართული და ბედნიერი ცოლია.

უყვარს ალბათ (მშვიდობაში მოახმაროს !) და ეგმირება, მაგრამ თავისთვის ჩუმად რომ იამაყოს და ჩუმად რომ გამართოს ის კუზიანი წელი, ვერა ხომ ?!

უნდა გაგვაღიზიანოს, უნდა გამოგვიწვიოს, უნდა შეგვშალოს…

გამარჯობა, სოფო! ჩემი გვარ–სახელი არაფერს გეუბნება ალბათ. სამაგიეროდ, მე შემიძლია, მოგიყვე შენი ქმრის „საქმენი საგმირონი”…

ხუთი თვის პატარა გვყავს, ნანატრი შვილი- შეგვეცოდა, ვერ გავიმეტეთ და ძიძა არ ავუყვანეთ. დილიდან გამოსული ვარ, ასე სჭირდება ჩემს საქმეს და ჩემი ქმარი მწერს – რთულია, ვეღარ ვიმორჩილებ, მძიმეა, ბევრს მოძრაობს,ეს თითებიც რომ არ მივარგა და ხელს როგორც მინდა, ისე რომ ვერ ვხმარობ…

რა შუაშია და შენმა „გაუტეხელმა” ქმარმა წაართვა ის ბედნიერება, მამები რომ შვილებს ააგდებენ მაღლა, სულ უფრო მაღლა და ჰაერში იჭერენ მერე… იმისათვის რომ შენ დღეს წელგამართული და ამაყი ყოფილიყავი, ჩემმა ქმარმა ისწავლა მარცხენა ხელით წერა, მარცხენა ხელით ჭამა, უარი თქვა საჭის მართვაზე და სამუდამოდ დაემშვიდობა -ნადირობას – მის დიდ გატაცებას.

იმისათვის რომ შენ დღეს ამაყი ყოფილიყავი – ჩემს ქმარს საფრანგეთში ჩაუტარდა ორი ოპერაცია და ექვსთვიანი თერაპიის კურსი დაენიშნა ყოველდღიურად, წარმოგიდგენია ?!

ყოველდღე წვიმასა თუ ქარში, თოვლსა და ქარბუქში დადიოდა დღეში სამი საათი, ხან ფეხით და ხან ტრანსპორტით, სოფელში ვცხოვრობდით მაშინ…და რა გადავიტანეთ, კაცმა არ იცის.

მაგრამ თითები ვერ აღუდგინეს, ექიმმა დანანებით გვითხრა, რომ ოპერაცისას მხოლოდ “უცხო სხეულებისაგან“გავათავისუფლეთო… ალბათ ხვდები, “უცხო სხეულებში” რა იგულისხმება.

იმ ხუთი ტყვიის უცხო სხეულებს დღესაც დაატარებს ჩემი ქმარი. და როგორც კი დადგება სექტემბერი და შემოდგომის სუსხი დაიწყება, ჩემი ქმარი შავ ხელთათმანს იკეთებს ხელზე და გვიან გაზაფხულამდე არ იხსნის, იმიტომ რომ სიცივეზე აუტანელი ტკივილები ეწყება. მერე ამ შავი ხელთათმანით ხშირად ვხვდებით გაუგებრობაში მაღაზიასა თუ აფთიაქში, ტრანსპორტსა თუ საავადმყოფოში…

და ეს ყველაფერი, გადატანილთაგან მცირედი, მხოლოდ და მხოლოდ შენი “გაუტეხელი” ქმრის გამო და იმიტომ რომ შენ დღეს წელგამართული იყო.

ჩემი და შენი ქმარი იქით იყოს… უფრო სწორად, შენი ქმარი იყოს იქით და ჩემი – ჩემთან და უახლესი ისტორიიდან ერთადერთი გაუტეხელი კაცი ვიცი მე – მერაბ კოსტავა. სირცხვილია. წერტილი,“- წერს დინა მირცხულავა.

ინფორმაციისთვის, დინა მირცხულავას მეუღლე, ბერდია ფიცხელაური ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს დაზარალებულია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„მთავარი ბრძოლა წინაა და მე მზად ვარ, ამ ბრძოლისთვის შენთან ერთად“ - მეგის ქარდავას მეუღლე

🔵„ქალო, ენა მაინც ჩაიგდე და თავჩაღუნულმა იარე!“ - ჟურნალისტი მეგის ქარდავას ცოლს მიმართავს

🔵 „ეს ორი საოცრება გოგო, დები არიან. გუშინ ყველა იყო საოცრად ბედნიერი და ტკბებოდნენ სიცოცხლით, არცერთი და, ამ ორიდან აღარაა აქ!“


31 დეკემბერს სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქ...

10 წუთის წინ

ცაგარელი მიხეილი,
ასტროლოგი

„არ მეგონა ამდენი ახსნა თუ დამჭირდებოდა,...

52 წუთის წინ

ჟორჟოლიანი ნანუკა

„მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედას იქვე მაღ...

13:46

ბიჭი


„ემიგრანტი ვარ! არ ავიცრები! არადა რისთვ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ქალი

მამაკაცის ეს 3 ტიპი არასოდეს არ უნდა შეგ...

12:44 შაბ. 4 დეკემბერი

კაცი პულტით ხელში

10 რამ, რისთვისაც საკუთარ თავს მადლობა უ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ნამასტე

„საოცრად უხდებით ერთმანეთს“ - ქეთევან ხა...

13:18

ქეთევან ხატიაშვილი

ქეთა თოფურიამ სახლი საახალწლოდ გრანდიოზუ...

10:34

ქეთა თოფურია

„იყავი ბედნიერი სამუდამოდ“ – რა ფოტოს აქ...

10:10

სოფო ნიჟარაძე

ჩამოწერეთ ქაღალდზე ყველაფერი და როცა საა...

12:18

ჰოროსკოპი

დაპირისპირება, სავარაუდოდ, გოგოს გამო და...

11:43

პოლიცია

3 410 ინფიცირება, 46 გარდაცვალება, 4 732...

10:53

კორონა

სანზონაში მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ორი...

10:01

დანაშაული

ვხედავ, ამ წუთას, უფალი როგორ დაეშვა დედ...

01:23

ლელა კაკულია

„მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ ა...

00:34

კენჭოშვილი ზვიადაური

5 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოშ...

00:25

პროგნოზი

სანზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტა...

23:19 შაბ. 4 დეკემბერი

კრიმინალი-ლენტი

„ქალისაგან გაჟღერებული გინება საჭირო ტრა...

22:39 შაბ. 4 დეკემბერი

ბაია პატარაია