Digest Logo

„იქნება დიდი წყალდიდობები და ამინდის მკვეთრი ცვლილებები... ამას წინ ვერაფერი აღუდგება“ - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

 17:58 შაბ. 17 ივლისი
ლელა კაკულია
წინასწარმეტყველი

ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია, სოციალურ ქსელში წინასწარმეტყველებას აქვეყნებს და ევროპაში მიმდინარე სტიქიაზე საუბრობს. 

„ევროპაში სტიქია მძვინვარებს. რამდენიმე დღის განმავლობაში წყალდიდობებს ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა გერმანიაში, ბელგიასა თუ ნიდერლანდებში.

ხოლო უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულთა რაოდენობამ ათას კაცს გადააჭარბა.
დანგრეულია არა ცალკეული სახლები ან ქუჩები, არამედ მთელი ქალაქები. ზარალის მასშტაბი ჯერ კიდევ შესაფასებელია.

სტიქია უკვე შეფასდა ისტორიულ წყალდიდობად.

ქვემოთ ლელა კაკულიას მხოლოდ რამდენიმე ძველ წინასწარმეტყველებას შეგახსენებთ ევროპაში მოსალოდნელი წყალდიდობების შესახებ.
და იმასაც გეტყვით, რომ ეს ყველაფერი წარსულში უკვე გამოქვეყნებულია როგორც ჩვენი საავტორო გაზეთის ნომრებში, ისე სხვადასხვა წლებში გამოცემულ წიგნებში „ახალი სიტყვა“.

2000 წელი, 6 თებერვალი
ევროპაში ისევ ვხედავ წყალდიდობებს, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, და ძლიერ ქარიშხალს...

2006 წელი, 22 მარტი
ვხედავ, ევროპასა და ამერიკას თავს დაატყდება ბუნების რისხვა.
დიდი ცვლილებებია კოსმოსში. რამდენიმე წელი იბობოქრებს გრიგალები, წყალდიდობები, ტაიფუნები და ა.შ.
ვხედავ, დედამიწა სუფთავდება.

2007 წელი, 20 სექტემბერი
ბუნებაში დიდი ცვლილებები ჯერ კიდევ 1980 წელს დავინახე. ახლაც იგივეს ვხედავ. კოსმოსური სივრცე, ანუ ის, რასაც ადამიანის ხელი შეწვდა, დაბინძურებულია...
ფრთხილად!

შენ, ადამიანო, არ ხარ ყოვლისშემძლე! ამდენმა რადიაციამ, რომელიც შეუჩერებლად მაინც ჟონავს, ამდენმა გამონაბოლქვმა, ამდენმა აფეთქებებმა და ვინ მოთვლის, კიდევ რამ, დედამიწა უკვე დაამძიმა.
მე ჯერ კიდევ 1989-1992 წლებში ვიწინასწარმეტყველე წყალდიდობები, ტაიფუნები და სხვ. და ყოველივე სრულდება.

2008 წელი, 1 მარტი.
ევროპაში არნახული წყალდიდობა იქნება

2011 წელი, 19 აპრილი
ევროპაში იქნება ამინდის სწრაფი ცვლილებები, ტემპერატურის ვარდნები და ასევე წყალდიდობებიც...

2011 წელი, 17 მაისი,
ვხედავ, ევროპა წყალშია — იქნება დიდი წყალდიდობები და ამინდის მკვეთრი ცვლილებები. მოკლედ, ბუნება სახეს იცვლის და ამას წინ ვერაფერი აღუდგება.

2011 წელი, 27 ივლისი
არის კიდევ ბევრი რამ, რასაც ევროპა უნდა გაუმკლავდეს. მაგალითად, დიდ წყალდიდობებს, ტემპერატურის არანორმალურ ცვლილებებს, ახალი სახის დაავადებებსა და სხვა გაჭირვებებს...", - აღნიშნულია კაკულიას მიერ გავრცელებულ წინასწარმეტყველებაში.

✅აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„პატარა გოგონას, რომ არ გადაფარებოდა, გადარჩებოდა...“ - მაია ასათიანის ემოციური მიმართვა საზოგადოებას

როდის ტირის, რა აღიზიანებს და რას გააკეთებდა, ღმერთი რომ იყოს - პეტრე კოლხის ბლიც - ინტერვიუ

19 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი, პირადი ცხოვრების გარეშე დარჩენილი თამთა ჭელიძე, 15-წლიანი დეპრესია და ეკრანიდან გაქრობა - მომღერლის აქამდე უცნობი ამბები


როგორია 27 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

00:55

ამინდი

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

00:39

სოხუიმის დაცემა

უკეთესია ბობოქარ ქალთან ცხოვრება, ვიდრე...

00:17

რუსუდან მუმლაძე


„6 წლის ვიყავი როცა 44 წლის კაცს სახლში...

18:58 შაბ. 25 სექტემბერი

ძალადობა

შემზარავი ამბავი - იძებნება გოგო, რომლის...

15:57 კვი. 26 სექტემბერი

ჯადო

„ამიტომ, ღმერთი მიდის ქალთან“

18:58 შაბ. 25 სექტემბერი

ქალი

„მოძღვარმა მითხრა, რომ გირჩევ ეს აღსარებ...

23:39 კვი. 26 სექტემბერი

ღარიბაშვილი

„გეტყვით ჩემს საიდუმლოს... 33 წლის ასაკშ...

23:26 კვი. 26 სექტემბერი

ღარიბაშვილი

„მან იცის, ჩემი სახით როგორი იმედი ჰყავს...

21:53 კვი. 26 სექტემბერი

კალაძე და ანუკი

ვლადიმერ ბოჟაძე: ევრონაცების ნაცვლად, გვ...

23:55 კვი. 26 სექტემბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge

გახარია, ეს ბიჭი ხომ არ გეცნობა?! - ნათი...

23:52 კვი. 26 სექტემბერი

ჟურნალისტი ნათია ბერიძე

გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერ...

23:39 კვი. 26 სექტემბერი

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე

„დაუმატეთ ერბოს ცოტა ქონდარი და ჯინჯერი,...

21:45 კვი. 26 სექტემბერი

ანა მიქაძე

ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა მელიაზე: ტყუილში აც...

21:42 კვი. 26 სექტემბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge

„შეყვარებულის ოჯახმა დამიწუნა...“ - შორე...

20:55 კვი. 26 სექტემბერი

მსახიობი და ტელეწამყვანი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

19:30 კვი. 26 სექტემბერი

მიწისძვრა

ვინ არის ნათია თურნავას მეუღლე და რას სა...

19:15 კვი. 26 სექტემბერი

ნათია თურნავას ოჯახი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა რეგიონებში წ...

19:00 კვი. 26 სექტემბერი

„ქართული ოცნების“
ლიდერები