Digest Logo

„გუშინაც გვერდით მყავდა, წინა ღამის ნაბრძოლი, რთული მორიგეობის მერე“ - ისტორია კოვიდთან მებრძოლ ექიმზე

 15:49 ოთხ. 22 სექტემბერი
ჟურნალისტი

კორონავირუსთან მებრძოლი ექიმების შესახებ სოციალურ ქსელში უამრავი სტატუსი იწერება, კოვიდმა ბევრი ახალი ექიმი გაგვაცნო. 

ერთ-ერთი ახალგაზრდა 23 წლის სტუდენტი ექიმის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი წერს. 

დეა მეგობრის შესახებ გვიყვება და გვაცნობს ახალგაზრდა ექიმს, რომელიც მუშაობასთან ერთად პარალელურ რეჟიმში ონლაინ ლექციებსაც უსმენს.

„ამ ყველაფერს რომ ვწერ, ვიცი, გამიბრაზდება.

არასოდეს უყვარს საკუთარ თავზე საუბარი. სულ უხერხულობს, როცა ვინმე შეაქებს. პასუხი მოკლე აქვს: ,,არაფერი განსაკუთრებული, ჩემი სამსახურია!“

არადა, რასაც აკეთებს ნებისმიერ სამსახურზე მეტია. თან როცა ეს „სამსახური“ თბილისის 3 სხვადასხვა კლინიკაშია, გადაბმული სმენები, კოვიდცენტრები და რეანიმაციული განყოფილება - დღე და ღამე იბრძვის 23 წლის სტუდენტი სხვა სიცოცხლეების გადასარჩენად. კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი დღე ისვენებს და მაშინაც არასრულფასოვნად... თუ ვინმე ნაცნობ-ახლობელს რაიმე უჭირს, ერთი ზარიც კი საკმარისია ბაიკოსთან და გამოუძინებელი მასთან გარბის...

მერე ისევ სამსახურები, ისევ „კოვიდთან“ ბრძოლა ეწყება, უძილო სმენები, რთული პაციენტები და სახლში მხოლოდ გამოსაცვლელად მისვლა.

უნიფორმაც განსხვავებული ყველასგან - მუქ ლურჯ თუ რუხ შარვალსა და ზედაში, აუცილებლად თეთრი მაისური უნდა უჩანდეს... არ ვიცი, იმდენი რამის თქმა მინდა, ისე მინდა გაგაცნოთ ჩემი მეგობარი, როგორც არასდროს არავინ!

გუშინაც გვერდით მყავდა, წინა ღამის ნაბრძოლი, რთული მორიგეობის მერე, ვიდრე მომდევნო სმენა დაეწყებოდა - გვერდით მეჯდა, „ფაიზერით“ აცრის მერე, ჩემს ემოციებს აკონტროლებდა, პულსს მისინჯავდა და მშვიდი ტონით მიხსნიდა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა...

ხოლმე მისი ენერგიულობა, დაუღალავი შრომა და გასწორებული დღე-ღამეები, პაციენტების რთული ისტორიებით, მე მაშინებს... ბაიკოს არასოდეს! „ბევრ“ სამსახურშიც იმიტომ არ მუშაობს, რომ „ხელფასები“ სჭირდება.

თავისუფლად შეეძლო, სხვა თანაკურსელებივით მხოლოდ ესწავლა, მერე დარჩენილი დრო მეგობრებთან გაეტარებინა, სტუდენტობა შეერგო - არა, მისთვის მთავარი ადამიანების გადარჩენაა - ამიტომაც არის რეანიმაციულ ბლოკში. მისთვის მთავარი - შეუძლებელის შეძლებაა და დღეს, მსოფლიოს მედიკოსები რომ უხილავ მტერს - ,,კოვიდს“ ებრძვიან, პლანეტის ერთ წერტილში ჩემი მეგობარიც ამ ბრძოლის წინა ხაზზეა!

როგორ არ უნდა დავწერო იმ 23 წლის სტუდენტზე, რომელმაც ყველაფერი გვერდით გადადო და სხვების გადარჩენისთვის 24 საათი და ხშირად 48 საათი მუშაობს?! პარალელურ რეჟიმში ონლაინ - ლექციებსაც უსმენს და გამოცდებსაც აბარებს...
ასეთი მეგობარი მყავს და როგორ არ უნდა ვიამაყო?!“- წერს დეა მამისეიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵D-დიმერი, ცე რეაქტიული, კოაგულოგრამა - არის თუ არა საჭირო კოვიდის დროს ამ ანალიზების გაკეთება?

🔵„კოვიდგადატანილ პაციენტები ინსულტის რისკის ქვეშ არიან“ - ნევროლოგის საგანგაშო განცხადება

🔵„30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო, ყველამ ვიტირეთ, განსაკუთრებით დედის წარმოთქმულ ბოლო სიტყვებზე....“


„ეკა მამალაძე ჩემი პირველი სიყვარული იყო...

1 წუთის წინ

ბახვა ბრეგვაძე და ეკა
მამალაძე

„არ ვიცი რამ უნდა შეავსოს ის, რომ ახალი...

1 წუთის წინ

თამარ ჩერგოლეიშვილი

„ვაქცინირებულებში პოსტკოვიდური მდგომარეო...

15:42

გიორგი ფხაკაძე


„დაობებული ჯონჯოლი, კანალიზაციის მილები,...

17:42 სამ. 7 დეკემბერი

უმძიმესი კადრები

„საშინლად ვიცხოვრე... ხან „ნაშები“... არ...

11:27

მუსიკოსი დატო ევგენიძე

„აზარტული იყო, საათი, ბეჭედი და პალტო წა...

17:42 სამ. 7 დეკემბერი

ლენტი ავარია

ფეხმძიმე მარიტა მელიქიშვილის მხიარული ცე...

12:16

მარიტა მელიქიშვილი

„ღვთაება“ - ირაკლი მაქაცარიას რეაქცია სა...

11:48

ირაკლი და ლიზა

„ვინმემ რომ მოგიტაცოთ?! ძალით იცხოვრებდი...

11:45

ნინო კასრაძე

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

15:41

სალომე ზურაბიშვილი

„კოვიდ დადასტურებული ადამიანები საქართვე...

14:53

იაგო ფრანგიშვილი

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომი...

13:59

საქართველოს ბანკი

ლევან ნიკოლეიშვილი: არასამთავრობო ორგანი...

13:51

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge

„ნარკომანს, რომ მეტადონს არ აძლევენ ეგაა...

13:45

ვახო მეგრელიშვილი

ცნობილი მსახიობები, რომლებმაც კარიერა პო...

13:44

მსახიობები

„ჩვენ თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ, მოდის ა...

13:43

გიორგი კავკასიძე

ძალიან მაგარი ტიპები არიან ეს საერთაშორი...

13:40

ექსპერტი გია გაბრიჭიძე

გია აბაშიძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა...

13:36

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge