
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეცრაზმის შეჭრასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა რამდენიმე სტატუსით გამოეხმაურა. ის მომხდარს დადებითად აფასებს:
„დაუსჯელობის სინდრომს მივყავართ ქაოსამდე! გენაცვალეთ ბიჭებო! კანონი ყველასათვის კანონია!!!! როგორც სასჯელაღსრულების სისტემის მრჩეველს კარგად მახსოვს, აყვანის დროს რომელ ნაციონალს გასდიოდა შარდი, და უნებლიე დეფეკაცია ეწყებოდა!“
„ნუ მაიძულებთ გვარები დავწერო! აბა მხდალებო, გაგახსენდათ? თქვენ მარტო მაშინ ხართ „მაგრები“ წინ ქალებს და ახალგაზრდებს რომ იფარებთ! ესეც ასე! მადლობა უსისხლო ოპერაციისთვის, აქ მავანი ვანოს ნატრულობდა, გვამებითურთ!
#პოლიციელიგმირია ჰა, 200 კაცი ხართ სულ და დაიშალეთ, მელია კუთვნილ სოროშია!“
„გამოხვალთ და გამოვალთ!
Იმდენი ვართ, ვერ დაგვთვლით და ზოგიერთ ქოცსაც მიგაყოლებთ!“ - წერს მოროშკინა.