
პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი ბარამიძე, რომელიც პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციისას დააკავეს, თავისუფალია.
„კიბეზე ვიყავი, სადაც ჭყლეტვის და გაზის გამო რაღაც მომენტში გონება დავკარგე და თვალი პოლიციის მანქანაში გავახილე.
მე და კიდევ ერთი ადამიანი მიგვიყვანეს შსს-ს შენობაში, გამოიძახეს სასწრაფო, ნორმალურად გვექცეოდნენ.
სასწრაფომ პირველადი დახმარება გაგვიწია, გონებაზე მომიყვანეს.
ამის შემდეგ 173-ე მუხლის შესაბამისად დამაკავეს, ბორკილებიც დამადეს.
დაახლოებით, ერთ საათში კი გამათავისუფლეს“, – განაცხადა ბარამიძემ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ვარსკვლავური ომები: ქართველი ცნობილები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ
სიმამრის მანქანით მოყვანილი ცოლი და 10-კაციანი ქორწილი - ვინ არის ზურა ყიფშიძის ცოლი