
ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას, ქვეყნის მტრებისთვის სილის გაწვნად აფასებს.
„დიახ, გასაბჭოების 100 წლის თავზე საქართველომ სილა გააწნა სამშობლოს მოღალატეებს, ქართული მიწის გამყიდველებს, დედის და ტრადიციების შემგინებლებს!“, – წერს ხოფერია.
შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს დილით, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.დაკავების პროცესში „ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მელიას მხარდასაჭერად თბილისში მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ყველას გასაგონად ვწერ - სოსო გოგაშვილის სპეციალური მიმართვა ერს და ბერს
„კანონიერი ქურდების“ ომი აფხაზეთში - „ქურდები“, რომლებიც ებრძოდნენ ნარკოტიკების გავრცელებას მოკლეს
ობოლი დისშვილი და 10 წლით უმცროსი მეუღლე - გახარიას უცნობი ამბები