Digest Logo

„განადგურებულები ვართ მთელი სამსახური“ - „ომი უხილავ მტერთან“ გრძელდება

 14:15 კვი. 12 სექტემბერი
მაია ბუწაშვილი

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ადამიანებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად ვირუსთან უწევთ ბრძოლა. „ომი უხილავ მტერთან“ ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ჩანაწერებს აქვეყნებს. ჩანაწერებში პანდემიის დროს ადამიანების ყოველდღიური ყოფაა ასახული.

გთავაზობთ მესამე ნაწილის:

„დედიკო, ბავშვები კონცერტზე მიდიან და მეც წავალ რაა“, აფერისტული ხმით შეეხვეწა მარიამი ნანიკოს, როგორც ზოგადად აკეთებდა, როცა რამე ძალიან უნდოდა, „დედიკოც“ამ სქემის ნაწილი იყო, თორემ ისე ძირითადად ნანიკოს ეძახდა. ნანიკო ძალიან იშვიათად წამოეგებოდა ხოლმე ამ ხაფანგს, ძირითადად მედგრად იდგა და მარიამის სურვილების დიდ ნაწილს უარით ისტუმრებდა. ახლაც ეს შემთხვევა იყო. რაც არ უნდა საყვარელი ინტონაცია შეეძინა მარიამს, ეს ის თხოვნა იყო, რასაც შესრულება არც ერთ შემთხვევაში არ ეწერა.
„გამორიცხულია მარი, ამ კორონობის დროს რა დროს კონცერტია. საერთოდაც, იმის ტვინში ჩამახედა, კონცერტების ნებას რომ იძლევა, რა უბედურებაა ...“, გააგრძელა ნანიკომ რეგულაციების კრიტიკული ანალიზი, მაგრამ მარიამს ეს ნაწილი აღარ აინტერესებდა. მთავარი იყო, რომ უარი მიიღო და გაბუტული მიწვა დივანზე და მობილური მოიმარჯვა, როგორც ჭეშმარიტმა თინეიჯერმა, რომელიც მშობლებზეა გაბრაზებული.

მერე ვერ მოითმინა და პროტესტი განაგრძო: „გოგისაც დიაბეტი აქვს და ყველგან დადის“ (გოგი მარიამის ბიძა იყო, რომელსაც ასევე ინსულინდამოკიდებული დიაბეტი ჰქონდა).

„გოგი აცრილია და არ მოკლავს კოვიდი“, - გამოსძახა ნანიკომ.

„მაშინ მეც ამცერით და არც მე მომკლავს“, - გასძახა მარიამმა.

„შენ ჯერ პატარა ხარ და არ აგცრიან“, - გრძელდებოდა საოჯახო სამედიცინო გადაძახილ-გადმოძახილი.

„ტატაც ყველგან დადის რაა, თან აცრილი არ არი“, - ახალი, მყარი არგუმენტი მოიშველია მარიამმა.

„ტატას რა მოკლავს, მთელი ცხოვრება ვარჯიშობს და მთელი დღეები თავის მენიუს დასტრიალებს, რამე არაჯანსაღი არ შემყვეს საჭმელშიო“, - უპასუხა ნანიკომ.

„ეგ რა შუაშია, კოვიდმა რა იცის, ჯანმრთელია თუ ავადმყოფი“, - უკვე ჩუმად ჩაილაპარაკა მარიამმა, მიხვდა, რომ მის არგუმენტებს ნანიკო არ იღებდა.

„აი მაინც წავალ“, ისევ ჯიუტად ჩაილაპარაკა და მობილურს მიუბრუნდა.

მარიამს ურჩობა ნაკლებად ახასიათებდა, ძირითადად დამჯერი და მოწესრიგებული ბავშვი იყო, მაგრამ პანდემიის პერიოდში აშკარად შეეცვალა ხასიათი, სულ გარეთ გასვლაზე წუწუნებდა. ნანიკო თავს იმშვიდებდა, სხვებიც ასე არიანო. მართლაც, ნანიკოს მეგობრების შვილები, მანამდე „კარგი“ ბავშვების სტატუსი რომ ჰქონდათ, ოჯახების პრობლემებად გადაიქცნენ. სკოლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლის მერე ზოგი საკუთარ თავში ჩაიკეტა, ზოგი სულ ჯუჯღუნებდა. ზოგიერთს ფსიქოლოგის დახმარებაც დასჭირდა, მაგრამ ეს კონსულტირებაც ონლაინ ხდებოდა და ბავშვები ამაზეც ზუზუნებდნენ.

„ეს კორონა მალე თუ არ მორჩება, მე ფსიქიატრი დამჭირდება, ეს ბავშვიც საერთოდ გადამერევა“, თავის მხრივ ჩუმად აგრძელებდა ბუზღუნს ნანიკო სამზარეულოში.

ამ დროს გოგა შემოვიდა სამზარეულოში.

„კაი რა, ასე პირდაპირ რო შემოაჭრი ხოლმე, ჯერ მოწესრიგდი დერეფანში“, - ეცა ნანიკო.

„მოწესრიგება“ ნამდვილი ტანჯვა იყო გოგასთვის. ნანიკოს მიერ დაწესებული მოწესრიგების რიტუალის შესრულებას მინიმუმ 20 წუთი სჭირდებოდა, რაც, დაღლილი გოგასთვის უსასრულოდ გრძელდებოდა. თუმცა იცოდა, რომ ნანიკოსთან ჭიდაობა მაინც მისი მარცხით დასრულდებოდა და დროულად რომ დამთავრებულიყო „მოწესრიგება“, მორჩილად დაბრუნდა დერეფანში.

„წუხელ ნოდარი გარდაცვლილა კოვიდით“, - შემოიტანა სამწუხარო ამბავი გოგამ.

„ვაიმე, რას ამბობ“, - შეჰკივლა ნანიკომ.

„ხო, განადგურებულები ვართ მთელი სამსახური. კი ვეუბნებოდი, ნუ გაუთამამდი ამ კორონას, ხო იცი, შენთვის კატასტროფა იქნება-მეთქი. რაც პირველი აცრა გაიკეთა, ნიღაბი ნიკაპზე ჰქონდა მოგდებული. აბა რა ჯანდაბად მინდოდა ეს აცრა, თუ მაინც ამით უნდა ამოვიხუთოო, გაიძახოდა. კი ვუმტკიცებდი, შენი სტენტების პატრონმა თავს უნდა მოუარო-თქო, მაგრამ ისე იყო დაღლილი ამ ერთწლიანი ჩაკეტვით, აღარავის უჯერებდა“, - ჰყვებოდა გოგა.

„აღარ შემიძლია ამდენი უბედურების ატანა. პანაშვიდები როდის არის?“ - იკითხა ნანიკომ.

„გადავწყვიტეთ, არ წავიდეთ, ჭირისუფალს ვაცალოთ დარდი. ისედაც მალეა დაკრძალვა. ამდენი ხალხი რო მივადგებით, რამე არ მივუტანოთ. ხო იცი, ცოლიც რა მძიმე ავადმყოფია. ხან რა ჭირს, ხან რა. თან აცრილიც არ ყოფილა. გამოუბრუნებიათ აცრაზე მისული, როცა უთქვამს, ნევროპათოლოგის წამლებს ვსვამო. ამ აცრის კაბინეტებმა კიდევ რა ვეღარ ისწავლეს, ზუსტადაც ეგეთი ხალხი რო უნდა აცრან“, - აგრძელებდა გოგა.
გაგრძელება იქნება...“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„არავინ დედამიწაზე არ იქნება გარანტორი იმისა, რომ აცრა არ დააზიანებს შენს წიაღში მყოფი სიცოცხლის ჯანმრთელობას“

რატომ გაიზარდა ბავშვების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები – ენტონი ფაუჩის განმარტება

რატომ დაუშვა ღმერთმა 11 სექტემბერი? - ბილი გრემის ქალიშვილის გენიალური პასუხი


„გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა“ - პენი...

00:40

მიხეილ სააკაშვილი

8 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოშ...

00:38

ამინდი

შემზარავი ამბავი - 12 წლის ბიჭს 40 წლის...

00:15

ძალადობა კაცზე


„აზარტული იყო, საათი, ბეჭედი და პალტო წა...

14:22 სამ. 7 დეკემბერი

ლენტი ავარია

„ფულზე გამცვალა, მდიდართან მიღალატა... 2...

14:52 სამ. 7 დეკემბერი

ზალიკო ბერგერი

როგორ შეიძლება „გამოცრა“ ანუ ორგანიზმის...

14:22 სამ. 7 დეკემბერი

ა და ბე ტიპის გრიპის
ვირუსის საწინააღმდეგო
ვაქცინა ქვეყანაში
ნოემბრის პირველ
ნახევარში შემოვა

რომანი ნოე სულაბერიძესთან? ბულინგის მსხვ...

12:45 სამ. 7 დეკემბერი

ნინი ბადურაშვილი

„გაბრაზებული ვარ ძალიან! ვერ გავიგე, რა...

10:50 სამ. 7 დეკემბერი

ლელა წურწმია და ნიკა
გვარამია

ნანუკა გულუა დუბაიდან დაბრუნა - ფოტოები...

23:30 კვი. 5 დეკემბერი

ნანუკა გულუა

„ამ წუთიდან გორის კლინიკასა და გლდანის ც...

23:56 სამ. 7 დეკემბერი

ნიკა გვარამია

დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი გარდაიცვალა

23:12 სამ. 7 დეკემბერი

თეიმურაზ გოგიაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობაზე უარი გან...

23:03 სამ. 7 დეკემბერი

ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი

ბოჭორიშვილი ფრანგიშვილს დაუპირისპირდა -...

22:40 სამ. 7 დეკემბერი

ბოჭორიშვილი - ფრანგიშვილი

ადვოკატის თქმით, NETFLIX-ის სცენარისტმა...

20:25 სამ. 7 დეკემბერი

ნონა გაფრინდაშვილი

„კორონას დროს ანტიბიოტიკი აციტრომიცინი 5...

19:45 სამ. 7 დეკემბერი

ექიმი

გურჯაანის პოლიციის დროებითი მოთავსების ი...

19:15 სამ. 7 დეკემბერი

საკანი

adjarabet awards - წლის მთავარი სპორტული...

18:50 სამ. 7 დეკემბერი

რეკლამა

ირაკლი ჩიქოვანი - პოლიტიკური უტიფრობაა მ...

18:16 სამ. 7 დეკემბერი

უმრავლესობის წევრი
ირაკლი ჩიქოვანი Digest.ge