Digest Logo

„ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილება იყო“ -  სოფო შევარდნაძე მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე

 17:29 ხუთ. 22 აპრილი
სოფო შევარდნაძე

საქართველოს მეორე პრეზიდენტის შვილიშვილი სოფო შევარდნაძე, რამდენიმე თვის წინ დედა გახდა.

42 წლის სოფო შევარდნაძემ ბიჭს ანდრია დაარქვა, თუმცა ვისგან ჰყავს შვილი, ამას ჯერ ჟურნალისტი არ ამხელს.

სოფომ სოციალურ ქსელში ვრცელი ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე წერს

„თითქმის ერთი თვე გავიდა მას მერე, რაც ახალ სამყაროში დავიწყე ცხოვრება! დაგპირდით, რომ გაგიზიარებდით დედობის შეგრძნებებს. ბევრს ვფიქრობ ამაზე.

დიახ, ერთ წამში სრულიად იცვლება ყველა ცხოვრებისეული პრიორიტეტი. იბადება ადამიანი თავისი ბედით და რაც არ უნდა გაფრთხილებდნენ, რომ „საკუთარი თავი არ უნდა დაივიწყო", „იცხოვრო შენთვის", მთელი არსებით გრძნობ, რომ ახლა მისი ცხოვრებისეული გზა შენსაზე პრიორიტეტულია.

დედობა მართლაც აღმოჩნდა შეუდარებელი ბედნიერება. ალბათ უფრო შეგრძნეაც, რომლისთვისაც ჯერ არ მოუფიქრებიათ არც ერთი სიტყვა, სრულად რომ აღწერდეს მას. ეს არის გრძნობა აბსოლუტური სისავსისა და რწმენისა, რომ აი ახლა შენი მთავარი მიზანი ცხოვრებაში მიღწეულია. უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ მსოფლიოში ყველაზე საოცარი ბავშვის დედა გავხდი.

ახლა კი მინდა გიამბოთ იმაზე, რაზეც რატომღაც არაა მიღებული საუბარი.

მაშ ასე, რატომ არავინ გაფრთხილებს, რომ ორსულობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გრძნობს, განიცდის და ფიქრობს ქალი, რომელმაც ეს-ესაა იმშობიარა?

პირველი ორი კვირა მშობიარობის შემდგომი დეპრესია მქონდა და ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილება იყო. ჩემთვის არაფერია იმაზე საზარელი, ვიდრე კოგნიტიური დისონანსი, რომელსაც გრძნობს ქალი, ხელში ჩვილატატებული და მოქვითინე,

თითქოს ცხოვრება მთავრდება. შენ უბრალოდ ვერ აცნობიერებ, რატომ ხარ ასეთი ნაღვლიანი, როცა გვერდით გიწევს ბედის ყველაზე დიდი საჩუქარი. ამ ყველაფერს თან ერთვის პირველი კვირების ფიზიკური სისუსტე შფოთვასთან, მომავლის შიშსა და ერთგვარი დანაშაულის გრძნობასთან ერთად.

მესმის, რომ ეს დედობრივი გამოცდილების ნაწილია, რომლის გავლა აუცილებელია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, უფრო იოლი იქნებოდა, ნაწილობრივ მაინც რომ ვყოფილიყავი ამისთვის მზად.

ამიტომაც მინდა ძალიან გულწრფელი ვიყო თქვენთან, რომ ყველა დედა, ვინც ჩემს ჩანაწერებს კითხულობს, ხვდებოდეს, რომ ის მარტო არ არის თავის შეგრძნებებში და განცდებში. და რომ შიში, ტირილი და დახმარების თხოვნა სავსებით ნორმალურია, თუმცა კი ინსტაგრამში დადებულ იდეალურ ფოტოებს ეწინააღმდეგება.

თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამაზე ღიად საუბარი - გაცილებით მნიშვნელოვანია,“- წერს სოფო შევარდნაძე.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

სექსუალური შევიწროება და პარიზული ვოიაჟები - როგორ ცხოვრობს შევარდნაძის ოჯახი დღეს

27-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, წარმატებული შვილები და კრიზისული პერიოდები - რეზი არველაძის აქამდე უცნობი ამბები

სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი


15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 წუთის წინ

15 დეკემბერი

„ორჯერ აცრილი პირებისთვის იგეგმება ციფრუ...

27 წუთის წინ

ივანე ჩხაიძე

„ცრემლიანი თვალებით დავამთავრე, ყდაზე ტყ...

23:46 პარ. 14 მაისი

მაია ასათიანი


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10 პარ. 14 მაისი

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44 პარ. 14 მაისი

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10 პარ. 14 მაისი

პოლიციის ლენტი

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59 პარ. 14 მაისი

სელებრითები

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26 პარ. 14 მაისი

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32 პარ. 14 მაისი

ცაგარელი

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32 პარ. 14 მაისი

Google

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24 პარ. 14 მაისი

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09 პარ. 14 მაისი

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05 პარ. 14 მაისი

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59 პარ. 14 მაისი

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58 პარ. 14 მაისი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46 პარ. 14 მაისი

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43 პარ. 14 მაისი

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34 პარ. 14 მაისი

საპატრულო პოლიციის ლენტი