Digest Logo

„ეს ადამიანები სრულიად უსაფუძვლოდ იტანჯებიან“ - ვისზე საუბრობს მაია ბუწაშვილი

 18:44 ხუთ. 25 ნოემბერი
ინფექციონისტი, მაია
ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში  სხეულის ტემპერატურის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ საკითხზე უსაფუძვლოდ შფოთავს.

„ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი უსაფუძვლოდ შფოთავს სხეულის ტემპერატურის გამო. შეიძლება ითქვას, რომ ექიმთან ვიზიტების გაუმართლებლად დიდი რიცხვი სწორედ "სიცხის" გამო ხდება. თუმცა, "სიცხის" განმარტება განსხვავდება იმ წარმოდგენებისგან, რაც საზოგადოებაში არსებობს. ზოგადად, 37C ტემპერატურა მიღებულია სხეულის ნორმალური ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლად. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს რობოტივით აუცილებლად ერთნაირი ტემპერატურა უნდა ჰქონდეს და რომ ეს ციფრი აუცილებლად 37-ს ქვემოთ უნდა იყოს. მიღებულია, რომ სიცხედ ითვლება იღლიის ტემპერატურა 37.5-ზე მეტი და პირის ღრუში გაზომილი ტემპერატურა 37.8-38-ზე მეტი.

საქართველოში ყველაზე დამკვიდრებული პრაქტიკაა იღლიის ტემპერატურის გაზომვა, თუმცა ბევრ სხვა ქვეყანაში პირის ღრუს ტემპერატურის ზომავენ და შედარებით უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, ვიდრე იღლიის ტემპერატურა.

სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გადატანის შემდეგ (მათ შორის კოვიდის), სხეულის ტემპერატურის ზომიერი მომატება ჩვეულებრივი მოვლენაა და ამან არ უნდა გამოიწვიოს იმ მასშტაბით ღელვა, რაც ჩვენთან შეინიშნება, მით უმეტეს, რომ, კიდევ ვიმეორებ, 37.5-მდე ტემპერატურა შეიძლება პათოლოგიური სულაც არ იყოს.

ტემპერატურა შეიძლება მერყეობდეს დღე-ღამის განმავლობაშიც. საღამოს საათებში სრულიად ჩვეულებრივი ამბავია უფრო მაღალი ციფრები, ვიდრე დილით. ასევე მკვეთრად მერყეობს ემოციურ ფონზე და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას არავითარი პათოლოგია არა აქვს, ამის დაჯერება ძალიან უჭირთ და დაჟინებით მოითხოვენ რაიმე დიაგნოზს. პაციენტის მხრიდან ეს ზეწოლა და ასევე ზოგჯერ არაკეთილსინდისიერება შეიძლება იმის საფუძველი გახდეს, რასაც ყოველდღე ვხედავთ - ადამიანები გამოკვლევების შედეგების უზარმაზარი შეკვრით, რომელთა უდიდესი ნაწილი სრულიად ზედმეტი იყო და არასაჭიროდ შეიწირა პაციენტის დრო და ფული.

არადა, ასეთ ადამიანებთან ზოგჯერ ძალიან რთულია კომუნიკაცია. მეც, ისევე როგორც რიგითი ქართველი ექიმი, რომელსაც ასევე უჭირს პაციენტის წნეხთან გამკლავება, რაღაც საბაზისო კვლევებს ვუნიშნავ, რომ გარკვეული ზოგადი შთაბეჭდილება შევიქმნა პაციენტის ჯანმრთელობაზე და ეს კვლევები ზედმეტი ალბათ არავისთვის არ არის. ამის შემდეგ კი პაციენტმა უნდა დაიჯეროს, რომ აღარ არის საჭირო რაღაც უსასრულო და გაურკვეველი გამოკვლევების ჩატარება. არადა, დაჟინებით მოითხოვს გარანტიას, რომ „არაფერი ჭირს". იმის გარანტია, რომ „არაფერი ჭირს", არავის არასოდეს არა აქვს - არც ნორმალური ტემპერატურის და არც ე.წ. დაბალი სიცხის მქონეს (ანუ 37-37.5). ზოგი პაციენტი უხალისოდ თანხმდება იმაზე, რომ კვლევები აღარ სჭირდება, ზოგიც სხვა, „უფრო ყურადღებიან“ ექიმთან ინაცვლებს, რომელიც აგრძელებს გამოკვლევებს და საბოლოოდ შედეგამდე ვერ მიდის, თუმცა შედეგი, ანუ დიაგნოზი, უმრავლეს შემთხვევაში, ბუნებაში არ არსებობს, იმიტომ რომ პაციენტი რეალურად ჯანმრთელია, უბრალოდ მას ამის დაჯერება უჭირს.

ამდენი კვლევის დროს ზოგჯერ რაღაც, სრულიად ტემპერატურასთან კავშირის არმქონე, პათოლოგიაც შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ ამ ლოგიკით ადამიანებმა მუდმივად ხომ არ უნდა იკვლიონ ყველა ორგანოთა სისტემა.

მოკლედ, სიტყვა ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ამ კოვიდის ეპოქაში განსაკუთრებით მომრავლდნენ ამ ე.წ. დაბალი სიცხით დატანჯული ადამიანები. პირველ რიგში იმიტომაც, რომ სიცხის ზომვის ასეთი მასშტაბი ალბათ ისტორიას არ ახსოვს. არადა, მათგან ნაწილს შეიძლება პოსტკოვიდი აქვს, ნაწილი კი სრულიად ჯანმრთელია და რატომღაც აუცილებლად უნდა, რომ ტემპერატურა 37-ზე ნაკლები ჰქონდეს. და ეს ადამიანები აშკარად ძალიან იტანჯებიან, თანაც სრულიად უსაფუძვლოდ", - წერს მაია ბუწაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„თითქმის მერაბ სეფაშვილივით გახდილი კი ვზივარ ვაქცინაციის კაბინეტში, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ავიცერი“ - რას წერს ჟურნალისტი

🔵„მენატრები… მაკლიხარ… ვიტანჯები უშენოდ“ - ვისზე წერს ნანუკა გულუა

🔵„ძალიან პატარა ვიყავი, ბიძაჩემმა ჩემზე სექსუალური ძალადობა რომ სცადა... ხალხის თვალწინ გადაკოცნის დროსაც კი, მკერდზე მეხებოდა ჩუმად“

🔵„თავიდან გვერდზე მომიჯდა და ლოყაზე მაკოცა... შემდეგ მომვარდა და ტუჩებში კოცნა დამიწყო. გამაუპატიურა დაუნდობლად... ვერაფერი ვთქვი - შემეშინდა“- 15 წლის გოგოს ისტორია


29 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარ...

00:43

დენი

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:23

29 ნოემბრის პროგნოზი

29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

00:16

ამინდი


„20 წლის ასაკში გავთხოვდი, 1 შვილი გავაჩ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

უცნობი ქალის ისტორია

„რაც მე მიყვარდა ის მიყვარდა თუ ჩემივე ფ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

ბიზნესკონსულტანტი,
თავისუფლებაზე, შეგნებასა
და სინდისზე

VIDEO: „არ შეუბეროთ სული ტორტში ჩარჭობილ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

ტორტი

„გინებას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი....

11:39 შაბ. 27 ნოემბერი

ია ფარულავა 2020

„ბოდიში რეზო ბიძიაო და ამოაგდებენ ძუძუს“...

20:20 პარ. 26 ნოემბერი

დოჩი

„შანსი არ არის ვინმესთან გასაყოფი კაცი მ...

15:56 პარ. 26 ნოემბერი

მარიამ კუკუნაშვილი

VIDEO: „მატლიც მინახავს საჭმელში, ერთ სა...

23:26 კვი. 28 ნოემბერი

ციხე

„სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გავხ...

23:19 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, დაუშ...

23:01 კვი. 28 ნოემბერი

საპატრიარქო

თბილისში საცხოვრებელი სახლი იწვის

22:59 კვი. 28 ნოემბერი

ხანძარი

„მუშაობა დავიწყე სანიტრად, შემდეგ გავხდი...

22:42 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„ახალი შტამი ინფექციის ახალი ძალებით შემ...

21:52 კვი. 28 ნოემბერი

ბიძინა კულუმბეგოვი

„მიხეილ სააკაშვილის პალატის ქვეშ დგას მა...

20:56 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ჩალაძე

ზაალ ანჯაფარიძე: მარიამ ჯიშკარიანი სააკა...

20:10 კვი. 28 ნოემბერი

ანალიტიკოსი ზაალ
ანჯაფარიძე

ბათუმში 2 წლამდე ბავშვი მე-7 სართულიდან...

19:07 კვი. 28 ნოემბერი

სასწრაფო დახმარების
ავომობილი