Digest Logo

„ექიმი, რომელმაც „ამცრა“ იყო ვინმე გიორგი ჩანდლერი და იმედი მაქვს, უმკაცრესად დაისჯება“ - რას ჰყვება გოგელიას კლინიკის დაზარალებული ჟურნალისტი

 18:37 პარ. 22 ოქტომბერი
მარიკა შალიკაშვილი.

20 ოქტომბერს, ჟურნალისტმა გიო ფუტკარაძემ სოციალურ ქსელში იმ ადამიანებზე დაწერა, ვისაც როგორც აღმოჩნდა, ვაქცინის ნაცვლად c ვიტამინი გაუკეთეს.

როგორც აღმოჩნდა, მათ შორის არის ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი. გიო ფუტკარაძის შემდეგ, უკვე თავად მარიკა შალიკაშვილმა დაწერა გოგელიას კლინიკაში მომხდარი ფაქტის შესახებ და ის ექიმიც დაასახელა, რომელმაც მისივე თქმით, გრიპის ვაქცინის ნაცვლად c ვიტამინი გაუკეთა.

„იმაზე უკეთ ნამდვილად ვერ აღვწერ გუშინ რა შემემთხვა ვიდრე ეს Gio Putkaradze-მ გააკეთა, მაგრამ მაინც დავწერ ერთ ორ სიტყვას. მოკლედ, საკუთარ თავზე დაუსრულებელი ექსპერიმენტები და ცდები, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ეს ექსპერიმენტები ძირითად შემთხვევაში კრახით სრულდება, ამიტომ თუ შარს ეძებთ მართლაც საუკეთესო „პაძელნიცა“ ვარ, ჩემი მეგობრები ამას შეჩვეულები არიან.

დიახ, გიორგის თქმის არ იყოს მზად ვარ შევიძინო ყველაფერი რასაც მთავაზობენ, მათ შორის დინოზავრის ქურქი, მტრედის კვერცხი, ინდაურის ხიზილალა, ვარაზის ხევში „პროწივზე“ ამოვიდე, ნიკოლაძიდან მარჯვნივ გავუხვიო და უნივერსიტეტის პირველი კორპუსისკენ დავაწვე ისე რომ ვერ მივხვდე რატომ მოძრაობს ყველა მანქანა საპირისპიროდ, დავპარკინგდე ავტობუსის გაჩერებაზე, გავაჩერო ტაქსი გადავუხადო ფული და ვთხოვო სახლამდე მიმაცილოს მე კი მანქანით უკან გავყვე, წავიქცე იქ სადაც ორი წლის ბავშვებიც კი რთულად თუ მოახერხებენ, სამ თვეში ერთხელ ავიკიდო კორონა და ასე უსასრულოდ, ისტორიებს რა გამოლევს. მაგრამ ის რაც გუშინ მოვახერხე, ჩემს „ბიოგრაფიაში“ ასეთი ბევრი არ არის.

ის რომ მარკეტინგის მსხვერპლი ვარ და ნებისმიერი პროდუქტის ჩემთვის შემოსაღება უმარტივესია, გასაგებია თუმცა სად სრულიად არასაჭირო ნივთის შეძენა და სად ისე აცრა რომ კითხვაც არ გაგიჩნდეს ორ ოთახიან „კლინიკაში“ რომელსაც აბრაც კი არ გააჩნია, უბედნიერესი და აღფრთოვანებული რომ შედიხარ და იშხაპუნებ 4 კომპონენტიან გრიპის ვაქცინას და ამ დროს ის კარგ შემთხვევაში ც ვიტამინი, უარეს შემთხვევაში კი დღემდე რომ არ ვიცი რა იყო, აი ამას მართლაც დიდი მოხერხება უნდა.

Lana Beridze და Khàtia Khàtiashviłî რომლებიც სულ მიმეორებენ, რომ მოსიარულე შარი ვარ მაინც მენდნენ და დღეს ჩემი წყალობით ისინიც ც ვიტამინით არიან „აცრილები“ მოკლედ ხომ ავიცერი, მერე განყოფილებაში გავატარე 5 საათი, სხვათა შორის იქაც ისე მოვახერხე ამ “სევდიანი” ისტორიის აღწერა რომ ყველამ ერთად ბევრი ვიცინეთ.

ცოტა კი ვერ მიხვდნენ, ასე როგორ ვენდე ე.წ. ექიმს და ყუთის ნახვაც კი არ ვითხოვე რით მცრიდნენ. ჩემი პასუხი იყო, ბანკში კრედიტს რომ ვიღებ ზუსტად ასე ვაწერ ხელს, არ ვკითხულობ მოკლედ, გუშინ კი ვიყავი შავ დღეში მაგრამ მაინც სულ მეცინებოდა. ჰოდა, რა ვქნა საკუთარ თავზე და ჩემს აბსურდებზე სიცილი ვგიჟდები ისე მიყვარს. მადლობა ყველას ვინც მომიკითხეთ, შეწუხდით, იცინეთ და მეც ბევრი მაცინეთ. მიყვარხართ“, - წერს მარიკა შალიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება

🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს მოუტანს

🔵ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

🔵„მე-9 თვეში ვარ ეს სტრესსი აღუწერელია - 1 სქრინით შემიძლია მოვატრიალო მთელი პროცესი მაგრამ არვიკადრებ“ - ალექსანდრა პაიჭაძე მარიამ კუკუნაშვილს პასუხობს

🔵შორენა ბეგაშვილი და კრიმინალური ავტორიტეტი ლაშა ბარათელი დაშორდნენ

🔵„მე-9 თვეში ვარ, ეს სტრესი აღუწერელია - 1 სქრინით შემიძლია მოვატრიალო მთელი პროცესი, მაგრამ არ ვიკადრებ“ - ალექსანდრა პაიჭაძე მარიამ კუკუნაშვილს პასუხობს


29 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარ...

12 წუთის წინ

დენი

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

32 წუთის წინ

29 ნოემბრის პროგნოზი

29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

39 წუთის წინ

ამინდი


„20 წლის ასაკში გავთხოვდი, 1 შვილი გავაჩ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

უცნობი ქალის ისტორია

„რაც მე მიყვარდა ის მიყვარდა თუ ჩემივე ფ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

ბიზნესკონსულტანტი,
თავისუფლებაზე, შეგნებასა
და სინდისზე

VIDEO: „არ შეუბეროთ სული ტორტში ჩარჭობილ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

ტორტი

„გინებას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი....

11:39 შაბ. 27 ნოემბერი

ია ფარულავა 2020

„ბოდიში რეზო ბიძიაო და ამოაგდებენ ძუძუს“...

20:20 პარ. 26 ნოემბერი

დოჩი

„შანსი არ არის ვინმესთან გასაყოფი კაცი მ...

15:56 პარ. 26 ნოემბერი

მარიამ კუკუნაშვილი

VIDEO: „მატლიც მინახავს საჭმელში, ერთ სა...

23:26 კვი. 28 ნოემბერი

ციხე

„სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გავხ...

23:19 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, დაუშ...

23:01 კვი. 28 ნოემბერი

საპატრიარქო

თბილისში საცხოვრებელი სახლი იწვის

22:59 კვი. 28 ნოემბერი

ხანძარი

„მუშაობა დავიწყე სანიტრად, შემდეგ გავხდი...

22:42 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„ახალი შტამი ინფექციის ახალი ძალებით შემ...

21:52 კვი. 28 ნოემბერი

ბიძინა კულუმბეგოვი

„მიხეილ სააკაშვილის პალატის ქვეშ დგას მა...

20:56 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ჩალაძე

ზაალ ანჯაფარიძე: მარიამ ჯიშკარიანი სააკა...

20:10 კვი. 28 ნოემბერი

ანალიტიკოსი ზაალ
ანჯაფარიძე

ბათუმში 2 წლამდე ბავშვი მე-7 სართულიდან...

19:07 კვი. 28 ნოემბერი

სასწრაფო დახმარების
ავომობილი