Digest Logo

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აკეთებს

 17:14 ხუთ. 22 აპრილი
საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„დაიჯესტი“ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ხდებოდა, უპრეცედენტოა და იმეორებს იმავე პათოსს, რაც ამ ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს.

მასთან დაახლოებულ სასულიერო პირთა ნაწილი დღემდე არ ეგუება სინოდის გადაწყვეტილებას და ეპარქიაში ახალი მმართველის დადგენას, ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული, გაუწონასწორებელი ქმედებებითა და, ზოგადად, მოქმედებენ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით.

ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი - მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღჭურვილია ამ ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ძალმოსილება ეპარქიის საეკლესიო კანონიკის ფარგლებში მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა.

აქედან გამომდინარე, ეპარქიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შეფასებასაც ჭყონდიდელი მღვდელმთავარი თავად გააკეთებს“,- წერია განცხადებაში.


„ორჯერ აცრილი პირებისთვის იგეგმება ციფრუ...

16 წუთის წინ

ივანე ჩხაიძე

„ცრემლიანი თვალებით დავამთავრე, ყდაზე ტყ...

23:46 პარ. 14 მაისი

მაია ასათიანი

რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

22:58 პარ. 14 მაისი

ზოდიაქო


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10 პარ. 14 მაისი

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44 პარ. 14 მაისი

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10 პარ. 14 მაისი

პოლიციის ლენტი

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59 პარ. 14 მაისი

სელებრითები

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26 პარ. 14 მაისი

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32 პარ. 14 მაისი

ცაგარელი

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32 პარ. 14 მაისი

Google

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24 პარ. 14 მაისი

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09 პარ. 14 მაისი

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05 პარ. 14 მაისი

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59 პარ. 14 მაისი

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58 პარ. 14 მაისი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46 პარ. 14 მაისი

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43 პარ. 14 მაისი

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34 პარ. 14 მაისი

საპატრულო პოლიციის ლენტი