Digest Logo

,,ბოლო ხმაზე ვკიოდი, ვიღაცებს ფეხებში ვუვარდებოდი...ერთი მხრიდან ჭავლს უნდა ავრიდებოდით, მეორე მხრიდან მფრინავ ლოდებსა და ცეცხლმოკიდებულ ხის ნაჭრებს"

 14:24 შაბ. 12 ივნისი
ჟურნალისტი

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გუშინდელ აქციას აშუქებდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იქ მიმდინარე მოვლენებს აღწერს.

„ ჯერ ერთმა ლოდმა იფრინა, მერე მეორემ, მესამემ…. მერე ვიღაც მარწმუნებდა, რომ მეჩვენებოდა და მხოლოდ ბოთლები დაფრინავდა ჰაერში… ასეთი ადრეც მინახავს… პოლიციელის ჩაფხუტების ქვეშ შეყრილი სიგარეტის ნამწვები? ეს ნამდვილად პირველად...

მერე წყლის ჭავლი წამოვიდა. მიხვდი, რომ ორი ამოცანა გვქონდა, ერთი მხრიდან ჭავლს უნდა ავრიდებოდით, მეორე მხრიდან მფრინავ ლოდებსა და ცეცხლმოკიდებულ ხის ნაჭრებს. ცეცხლმოკიდებული საგანი მანამდე არ მომხვედრია, კაი დიდი ქვის სიმწარე კი მახსოვს და ამიტომ ძირითად ქვების აცილებაზე ვიყავი ორიენტირებული.

მერე კამერა გაგვეთიშა…. მოფრინავდა და მოფრინავდა ეს ქვები, ძირითადი ნაწილი დანიშნულების ადგილამდე – პოლიციის კორდონამდე აღწევდა, იქიდანაც მოდიოდა საპასუხო ჭავლი. მე და ოპერატორი შუაში ვიდექით უკვე გათიშული კამერით და ბოლო ხმაზე ვკიოდი, ვიღაცებს ფეხებში ვუვარდებოდი ქვა აღარ ისროლოთ, აქციის მონაწილეებს ხვდებათ-მეთქი, ვეხვეწებოდი. მერე მომიბრუნდა ერთი-ორი და შენ საერთოდ ვინ გეკითხებაო, გვითხრეს და ვაკეთებთო. წამოვიდა ის ქვები ჩემკენ, ლამაზ ეპითეტებთან ერთად. ვიღაცები ჩადგნენ შუაში. შესაძლოა, სხვა ლიდერებიც იყვნენ იქ და მე არ დამინახავს, მაგრამ ვინც დავინახე მათგან, მთელი ამ მოვლენების განმავლობაში დავით ბაქრაძე დასდევდა ამ ქვებმომარჯვებულებს და სთხოვდა გაჩერებულიყვნენ, მართლა ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, ბოლომდე სიმშვიდისკენ მოუწოდებდა ყველას…სხვა ლიდერებიც მახსოვს, უფრო სწორად მათი ზურგები. რომ გარბოდნენ, არ იყვნენ მაინცდამაინც კარგი სანახავები. სახელებს არ დავწერ, ისედაც ყველა მიხვდება, ყველაფერი რომ დასრულდა, მშვენიერი მშრალი კოსტიუმები ეცვათ.. ჰოო და კიდევ, თავად აქციის მონაწილე ახალგაზრდების ნაწილი, მათ შორის „გირჩის“ ბავშვები შევნიშნე, როგორ ცდილობდნენ სხვები შეეჩერებინათ, ზოგისთვის ქვა გამოერთმიათ, ზოგისთვის ის ცეცხლმოკიდებული ჯოხები, თუ რაც იყო და როგორ სთხოვდნენ სხვებს სიმშვიდე შეინარჩუნეთო, აქ მშვიდობიანი პროტესტისთვის ვართ მისულებიო და მადლობა მათ … ასე იყო ეს ამბავი. ჰო, აი იმათ კი, ვინც ეს ამბები წამოიწყო, ქვები რომ წამოკრიფეს, კორდონს დაუშინეს, ზედ ცეცხლმოკიდებული ხეები თუ ათასი მამაძაღლობა მიაყოლეს, ის მამაძაღლობა საკუთარ პარტკომს ესროლონ, ზუსტად ვიცი, ვინც იყვნენ, სახეზე ვცნობ უმეტესობას!!!

ჰო, ბოლოს ყველაფერი რომ მორჩა და ქვასროლიათა ერთ-ერთ ლიდერს მივადექი, სად იყავი, შენ რატომ არ აჩერებდითქო, დამიანონსა – დაგველოდე, უარესებსაც ვიზამთო“,- წერს საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი.


2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩ...

2 წუთის წინ

2 ოქტომბერს
მუნიციპალიტეტის ორგანოთა
არჩევნები გაიმართება

„ისეთ უსუსურობამდე მიგიყვანთ სიმპტომები,...

12 წუთის წინ

ვქაქცინაცია

„საუბრისას არ გამოიყენოთ WI-FI“ - რას გვ...

56 წუთის წინ

ნიკა გვარამია 2020
არჩევნებზე


„13 წლის გათხოვდა, სიყვარულმა დააბრმავა....

11:15 კვი. 1 აგვისტო

პოლიციის ლენტი

10 წლით უფროსი მეუღლე, გეი „შეყვარებული“...

15:26

ვარდოსანიძე

ჩხოროწყუში მღვდელს ფიზიკურად გაუსწორდნენ...

11:15 კვი. 1 აგვისტო

ეკლესიის ზარი

ვის ჰგავს პატარა ბერუკა - ივანიშვილების...

17:49

ივანიშვილები

„შეგიძლიათ ამ ფოტოზე „შლოპანცის" ბადრიჯნ...

17:38

ბადრიჯანი

„ცხოვრებაში წყალი არ დამილევია, არც გამი...

10:22

სალომე გოგიაშვილი

მამუკა მდინარაძე: რამდენად უნდა ვენდოთ კ...

19:02

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და გახარ...

18:54

მამუკა მდინარაძე -
პარლამენტის ვიცე სპიკერი

მამუკა მდინარაძე: გახარია ამბობს, რომ წა...

18:48

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე Digest.ge

კვლევების გაყალბება პირველ რიგში საზოგად...

18:42

„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე Digest.ge

გივი მიქანაძე - არანაირი საფუძველი არ გვ...

18:35

„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“
წარმომადგენელი

კანადელი წყალში მხტომელის საბედისწერო შე...

18:24

ცურვა

2021 წელი იქნება დამანგრეველი... დავიღალ...

16:58

გიორგი ფხაკაძე

„ხელწერილი ჰქონდა, ჩემი შვილიშვილი მეექვ...

16:22

დაკავება

„მოვეხვევი მუხლებზე და ვეტყვი...“ - ბლიც...

15:55

ჟურნალისტი ენძელა
მაჭავარიანი