Digest Logo

„ბევრმა ჩემმა მეგობარმა და ოჯახის წევრმაც არ იცის, რა ხარ შენ ჩემთვის... “ - ვისზე წერს ლაშა ჟვანია?

 18:57 ორშ. 20 სექტემბერი
ლაშა ჟვანია

ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსული ინფექციის გართულების გამო გარდაიცვალა. 

ამ ამბავს ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„მეუფეო ტკბილო! შენ იცი, და ბევრმა ჩემმა მეგობარმა და ოჯახის წევრმაც არ იცის, რა ხარ შენ ჩემთვის! როგორც ბერი და იპოდიაკონი პატარა ბავშვმა გაგიცანი სიონის წმინდა, მრავალი თავდადების, ტკივილისა და სიხარულის მოწმე საკათედრო ტაძარში.

მაღალმა ღმერთმა ისე განაწესა, რომ შენს მღვდლად კურთხევასაც დავესწარი 1988 წლის ნოემბერში, ხოლო 1989 წლის ნათლისღებას, შენთან ერთად, ისტორიულ დღესაც მომასწრო გამჩენმა, რაც სულის ბოლო აღმოფშვინვამდე გამყვება - ამ დღეს საქართველოს, არასრული ათი წლით ადრე ნაკურთხმა, შენმა გამომრჩეველმა, პატრიარქმა ჩვენმა გვამცნო, რომ „ღვთის დიდი წყალობით საქართველოს ეკლესიას დაუბრუნდა მცხეთის ისტორიული ჯვარის მონასტერი და კათალიკოსს ნება დაერთო აღავლინოს მსახურება ღვთისა“.

საპატრიარქოს გამგებლობაში იმ დროს, საბჭოთა „პაზიკის“ ავტობუსი იყო, ყოველ ათ კილომეტრში წყალი რომ უდუღდებოდა. უწმინდესმა შემოგვთავაზა წავსულიყავით და ერთად შეგვეწირა მადლობა ღვთისათვის.

შენ შემაგდე იმ მცირე ავტობუსში და მეც კათოლიკოსთან ერთად აღმოვჩნდი ჯვარზე. რამდენიმე სახე და სახელი ახლაც მახსოვს - ჩემი ლონდა Londa Jikia, ქეთევანი (ახლა მონაზონი ანგელინა), რუსიკო ავალიშვილი და ცისანა ბედელაძე; ჩემი დოკი, სტეშა და ვალია. მამა ამირან ამირანაშვილი, თემურ (მამა თეიმურაზი) ბერიშვილი; რეზო (მამა რევაზი) სიხარულიძე, ფედოსიაც და ახლანდელი დედა ბარბარეც იქ იყვნენ მგონი.


შენ იდექი ლერწამივით მაღალი და თხელი, სიხარულით და დიდი მადლით სავსე და მსახურობდი როგორც მღვდელი იეროდიაკონი საქართველოს წმინდა კათოლიკოსთან ერთად. მანამდე… მანამდე კატეხიზმო შემასწავლე ჯერ კიდევ იეროდიაკონმა. დაუზარელად, ლოცვის და წირვის შემდეგ, ღვთის, თუნდაც ერთი ცხოვარისთვის რომ რჩებოდი სიონის წმინდა ტაძრის ეზოში.

ათას სულელურ კითხვას პასუხობდი მოთმინებით და სიყვარულით ჩემო ტკბილო და სათნოებით სავსე, ღვთისა და ადამიანთა მოყვარულო კარგო ღვთისმსახურო. 1992 წლის 26 დეკემბერს საღამოს ლოცვაზე, იმავე სიონის საკათედრო ტაძარში, შენი მღვდელმთავრად გამორჩევის ცისკრის ლოვცაზე წარმოთქმული სიტყვის საერთო პათოსი ახლაც იმავე ამაღლებულ განწყობას მიქმნის. არც არაფერი მესმოდა, მაგრამ, ვგრძნობდი, რომ კარგი ხდებოდა ჩვენს ერში…

დღეს, ამ ღამეს, წმინდა მიწის ჩრდილოეთიდან იერუსალიმისკენ მიმავალი გწერ მადლიერებით, კურთხევით, შენდობის თხოვნის გრძნობით სავსე, გულწრფელ სიტყვებს: სულ რომ არაფერი გაგეკეთებინა, მრავლისგამკეთებელ მღვდელს და მღვდელმთავარს, 16 წლის მამაახლადგარდაცვალებული პატარა, დაბნეული უიმედო ბიჭისთვის მინიჭებული სიცოცხლისა და ცხოვრების სურვილისთვის ხარ შენ ცხონებული!

მაღალყოვლადუსამღვდელოესო ნეკრესელო მიტროპოლიტო! ბევრი ხმამაღლად… ბევრიც, ჩუმად, ჩათუთქული გულით, მთელ ტანში დავლილი უკიდეგანო ტკივილით გააცილებს შენს ნეშტს! ეამბორება შენს მაკურთხეველ მარჯვენას! ვიღაც ამქვეყნიურ ცდუნებას ვერ გაუძლებს და ერთ-ორ, ამ დღეებში, ადამიანთა დამაბნევლად ამოგლესილ "კრებსსაც" მოგაყოლებს, მაგრამ ჩემი და ჩემთან ერთად ბევრი სულიერად გადარჩენილი იმედიანი ცოდვილის გულის "კრებსი" უფრო მეტი რომ არის, ეს იცოდი და ამიტომ შეუდექი მღვდელმსახურების უმძიმეს გზას!

განიხარე მეუფეო ქრისტეში!

ცხონდი ცხონებულო მღვდელმთავარო კეთილო!

დაგვლოცე კარგო ბერო და მრავალთა მომქცეველო და ხელის გამწოდო სათნო ადამიანო!

შორიდან მიიღე ამბორი ჩემი ახლობელო ჩემო!

შენ ის ხარ, ათი, დღეს დაცემული, მაგრამ ხვალ წამომდგარი კაცის დაცემის სიუჟეტის დამსკრინველ-გამავრცელებელთა ზრახვებს საკუთარი გარდაცვალებით, უკვდავი ეკლესიის სასარგებლოდ რომ აბრუნებ!

ჩვენც მოგვიხსენე და შესთხოვე ყველა წმინდანის მსასოებელო მეუფეო, და კარგო მღვდელმთავარო, ჩვენი, მცირესულოვანთაგან აზვირთებული სულების დაცხრომა და დამშვიდება!

იძინე მშვიდად! ბოდიში! მადლობა!", - წერს ლაშა ჟვანია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„დადექით მიწაზე ფეხშიშველი და ხელის გულები მთვარისკენ მიმართეთ“ - რიტუალი, რომელიც დღეს ღამე უნდა ჩაატაროთ, ფულის და კარგი ენერგიის მისაზიდად

🔵„ეს ორი საოცრება გოგო, დები არიან. გუშინ ყველა იყო საოცრად ბედნიერი და ტკბებოდნენ სიცოცხლით, არცერთი და, ამ ორიდან აღარაა აქ!“

🔵მინი-ბორდელი, ფიქტიური ხელისმოწერა მეძავთან, თაღლითობა, სახლი ლოს-ანჯელესში - გივი სიხარულიძის სკანდალები

🔵„ქალწული არ აღმოჩნდა, ვაპატიე... ბაბუის ტოლა კაცთან იმიტომ მიღალატა, რომ ჩემგან შვილი არ უჩნდებოდა... დანით მოვკალი“ - ეჭვიანი ქმრის გაუხმაურებელი ამბავი


19 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

00:44

მზე

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:36

ოქტომბრის ასტროლოგიური
პროგნოზი

19 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

00:34

შუქი


„მამა თმებში მწვდა და ტყავის ქამრით მცემ...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

წამყვანები

„სამი და და სამი ძმა“ - „ფარული ვნების“...

22:56 ორშ. 18 ოქტომბერი

ფარული ვნება

VIDEO: „ბრალდებულმა დაკავებისას ხელყუმბა...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

ვ

„ლიზა იასკოს არ ვიცნობ... მყავს ერთი უსა...

14:37 ორშ. 18 ოქტომბერი

სააკაშვილი

მაკა კვიციანის გრანდიოზული დაბადების დღე...

14:30 ორშ. 18 ოქტომბერი

მაკა კვიციანი

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

11:38 ორშ. 18 ოქტომბერი

ბერა ივანიშვილი

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ისიც არ იც...

21:32 ორშ. 18 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე

გია ვოლსკი: ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ის...

21:00 ორშ. 18 ოქტომბერი

პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე

„ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან...

20:53 ორშ. 18 ოქტომბერი

დევი ტაბიძე

ზაალ ანჯაფარიძე: მელია რომ არჩევნებს წაა...

20:52 ორშ. 18 ოქტომბერი

ანალიტიკოსი - ზაალ
ანჯაფარიძე

„ორივე აცრა შეიძლება გაიკეთოთ ერთ დღეს“...

19:59 ორშ. 18 ოქტომბერი

დაავადებათა კონტროლის
ეროვნური ცენტრი

თსუს მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგ...

19:37 ორშ. 18 ოქტომბერი

თსუ

ვლადიმერ ბოჟაძე გიგი უგულავაზე: აქციაზე...

18:25 ორშ. 18 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge

ნატო გელაშვილის შვილმა ცოლი მოიყვანა - კ...

18:24 ორშ. 18 ოქტომბერი

გიორგი ჭოხონელიძე

ზურაბ ქადაგიძე: გვარამიაში არის დემონი,...

18:15 ორშ. 18 ოქტომბერი

ახალგაზრდული ცენტრის
დამფუძნებელი ზურაბ
ქადაგიძე - Digest.ge