Digest Logo

„ბევრი აზრი მოვისმინე ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე, მაგრამ მე სხვა კუთხიდან შევხედე“ - ტორესა მოსი ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე

 15:15 კვი. 19 სექტემბერი
ნონა გაფრინდაშვილი

ვიღაცამ თქვენი ბიოგრაფიის ნახევარი რომ მოგპაროთ, თქვენი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ დაგიმახინჯოთ, იმსახურებთ თუ არა კომპენსაციას? იმსახურებთ, – ასე ეხმიანება მწერალი ტორესა მოსი ნონა გაფრინდაშვილის მიერ სტრიმინგკომპანია „ნეტფლიქსის" წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას.

ბევრი აზრი მოვისმინე ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე, მაგრამ მე სხვა კუთხიდან შევხედე. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ცხოვრება რაღაც აკეთეთ, მთელი ცხოვრება მიუძღვენით ერთ კონკრეტულ საქმეს და ამ საქმეში გახდით საუკეთესო. ამ დროს, ვიღაც იღებს სერიალს და ამ სერიალში, ერთია რომ წარმოსახვით პერსონაჟს გადარებთ და ამბობს, რომ ის გამოგონილი პერსონაჟი უფრო მაგარია, ვიდრე თქვენ, მაგრამ მეორეა რომ ამას იმის ხარჯზე აკეთებს, რომ თქვენს მიღწევებს პრაქტიკულად ანახევრებს. სერიალს 68 მილიონმა ადამიანმა უყურა გამოსვლიდან ორ კვირაში და ჯამში ას მილიონზე მეტმა ადამიანმა თქვენს შესახებ გაიგო რომ ხართ რუსი, რომელიც არ ხართ და ამავდროულად, ფიქრობს რომ იმის ნახევარიც არ გაგიკეთებიათ ცხოვრებაში, რაც მართლა გააკეთეთ.

ახლა რაც შეეხება იმას, რომ საბჭოთა კავშირში ყველას რუსად მოიხსენიებდნენ. არც ესაა არგუმენტი. რეალურად საქართველო არსებობდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო სახელმწიფოთა კავშირში. ფილმში რომ ეთქვათ საბჭოთა, ვერაფერს იტყოდი, რადგან ყველა ვინც ამ კავშირში შედიოდა საბჭოთა მოქალაქე იყო, მაგრამ რუსი ეთნიკურ წარმომავლობას ნიშნავს და ფაქტობრივი ტყუილია იმ მოცემულობაშიც კი, რომელშიც მოგიწია ცხოვრება. და აი ამ ჩემ ფეხებს, თუ „ნეტფლიქსის" სცენარისტებმა ეს დეტალები გამაზეს და საკითხს არ ჩაუღრმავდნენ მაშინ, როცა რეალურ ადამიანთან ჰქონდათ საქმე და რეალური ადამიანის ბიოგრაფიას ეხებოდნენ. და კი, ნეტფლიქსაც შეიძლება ჰყავდეს სირი სცენარისტები, რომლებიც კარგ სცენარს წერენ, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები გამორჩებათ.

შესაბამისად, დასკვნა ასეთია, რომ ვიღაცამ თქვენი ბიოგრაფიის ნახევარი რომ მოგპაროთ, თქვენი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ დაგიმახინჯოთ, იმსახურებთ თუ არა კომპენსაციას? იმსახურებთ. იმსახურებთ თუ არა, რომ ფაქტობრივი ტყუილის შემცველი მომენტი სათანადოდ შეიცვალოს ან საერთოდ ამოიჭრას? იმსახურებთ. ცალსახად იმსახურებთ.

და ბოლოს, ძალიან ცუდია თუ დასავლურ სამყაროში ყველას ერთიანად რუსებად აღგვიქვამდნენ. ეს მაშინაც ფაქტობრივი შეცდომა იყო, რომლის გამოსწორების არანაირი შანსი არ გვქონდა, მაგრამ რატომ არ უნდა ვაიძულოთ იმის აღიარება დღეს, რომ მექანიკურად აღარ მიგვათვლიდნენ რუსებს, თუნდაც წარსულში? ჩვენი ამოცანა მათ შორის იმის დამტკიცებაცაა, რომ ოკუპაციის მიუხედავად ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი საკუთარ იდენტობაზე და დიახაც ვალდებულები არიან თუ არ ამბობენ საბჭოთა მოქალაქეს და აქცენტს ეთნიკურ კუთვნილებაზე აკეთებენ, მოგვიხსენიონ იმად, ვინც ვიყავით და ვინც ვართ”,- წერს ტორესა მოსი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა. ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი" - ლევან მაისაშვილი კომაში ყოფნის პერიოდზე საუბრობს

🔵ალექსანდრა პაიჭაძემ მომავალი შვილის მამის სახელი გაამხილა? – რა ფოტოს აქვეყნებს მოდელი

🔵ნახეთ, რა შეემთხვა ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლეს (ფოტო)

🔵„რომ ვეუბნებოდი ამას იცინოდა, გაჩერდიო... რა გითხრათ, მეც მკვდარი ვარ, ნიკოსთან ერთად" - ოჯახის წევრის პირველი კომენტარი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე

🔵„22 წლის გოგონასთან ინტიმური კავშირის დამყარება სცადა. წინააღმდეგობის გაწევის დროს ხითარიშვილს ბაია შემოაკვდა" - შემზარავი მკვლელობის დეტალები


რითი ხურავდნენ სახლებს ძველ საქართველოში...

3 წუთის წინ

რითი ხურავდნენ სახლებს
ძველ საქართველოში და რა
არჩევანი გვაქვს დღეს?

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

18 წუთის წინ

ბერა ივანიშვილი

„დიდი მოთხოვნილება მქონდა ერთი პერიოდი,...

21 წუთის წინ

ელისო ბოლქვაძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები კორეიდა...

23:52 შაბ. 16 ოქტომბერი

ივანიშვილები

დავით ქართველიშვილი: დღეს სააკაშვილი აპი...

29 წუთის წინ

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

თუშეთის გზაზე ავარიას ახალგაზრდა კაცი ემ...

41 წუთის წინ

უბედური- შემთხვევა

ქრისტიანული სწავლებისგან სააკაშვილი და მ...

42 წუთის წინ

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

გვიან ღამით თბილისში ქალი ჩაცხრილეს

46 წუთის წინ

პოლიცია

„გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდ...

51 წუთის წინ

როგორ გავარჩიოთ
კორონავირუსი გაციებისგან

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

52 წუთის წინ

ამინდი

2 479 ინფიცირება, 2 374 გამოჯანმრთელება,...

10:51

კორონა და კოვიდი

გიორგი ხელაშვილი - აშშ-ის თავდაცვის მდივ...

10:15

„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ საარჩევნო
სიის პირველი ოცეულის
წევრი

„არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვე...

10:15

იურისტი ნიკა გვარამია