Digest Logo

„ბავშვიანი ოჯახები დაგვამარცხა განათლების სამინისტრომ! მოგვერივნენ, როგორც ყველაზე დაბალ ღობეს“

 12:34 ოთხ. 15 სექტემბერი
მასწავლებელი მეგი
კავთუაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი, მეგი კავთუაშვილი ახალი სასწავლო წლის ონლაინ რეჟიმში დაწყებას ეხმიანება. 

კავთუაშვილი დისტანციური სწავლით შექმნილ დისკომფორტზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს და ხაზგასმით აცხადებს, რომ ქვეყანაში სკოლები პირველი უნდა გახსნას და ბოლო უნდა დაიხუროს.

„მე ვარ მეგი კავთუაშვილი, ორი შვილის დედა. აგვისტოს ბოლოდან ყოველ საღამოს, როცა სახლში ვბრუნდებოდი, ჩემი შვილები მეკითხებოდნენ: - დე, რამე ახალი არ არის სკოლაზე? მშობლების აქტივობას შედეგი არ მოყვა? თქვენი წერილი წაიკითხეს ნეტა, ვისაც მისწერეთ? როგორ ჩაიარა შეხვედრამ განათლების სამინისტროსთან, სკოლაში წავალთ? ისევ online უნდა ვისწავლოთ?

დღეს სწავლა დაიწყო, ორივე კომპიუტერს უზის და ეკრანს მისჩერებია. საზეიმო განწყობას მხოლოდ სახეზე ვინარჩუნებ, როგორც ადრე. ბავშვებმა რომ არ შემატყონ იმედგაცრუება. სინამდვილეში არ მეზეიმება, რადგან პანდემიის დაწყებიდან მესამე სასწავლო წელს სწავლის დისტანციურად დაწყება და მთელი წელი ბავშვების ჩაბნელებულ ეკრანებთან ჯდომის პერსპექტივა, სიხარულის საფუძველს მაცლის.

მთელი წელი-მეთქი ვამბობ, რადგან პანდემიის ამგვარი მართვის შემთხვევაში, დიდი შანსია დასახელებულ ერთადერთ კრიტერიუმს, ე.წ. 4%-ს დიდ ქალაქებში ვერც 4 ოქტომბრისთვის ჩამოვცდეთ.

ბავშვებთან ერთად ვზივარ მეც და იმის ნაცვლად, სამუშაო საათებში სამსახურის საქმეს ვაკეთებდე, ოჯახის და ქვეყნის დოვლათის შექმნაში შემქონდეს წვლილი, როგორც ეკონომიკურად აქტიურ მოქალაქეს, ვეხმარები შვილებს, სრულიად მარტონი რომ არ დარჩნენ, სახელმწიფოსგან მიტოვებული ბავშვები.

დღეს დარწმუნებით ვამბობ, რომ მშობლები და ბავშვები დავმარცხდით. ჩვენივე ხელისუფლებამ დაგვამარცხა. თან ისე დაგვამარცხა, ერთი სიტყვაც არ მოუგდია ჩვენთვის. ერთი სანუგეშო სიტყვა, რომ ესმით ჩვენი; იციან, რომ დისტანციურად მიღებული განათლება ის არ არის, რაც უნდა იყოს; ბავშვების სახლებში გამოკეტვა ძალიან ცუდი გამოსავალია; მშობლების რესურსი ამოწურვადია, გვითანაგრძნობენ და ა.შ. არაფერი მსგავსი!

აი, ასე! ავტორიტარი მშობელი რომ უბრძანებს შვილს - შედი ოთახში და არ გამოხვიდე იქიდან, სანამ მე არ გეტყვი! ასეთივე ავტორიტარია დღეს ჩვენი ხელისუფლება. ერთხელ რომ გეტყვის, უნდა გაიგო! აღარ არის საჭირო, შეკითხვების დასმა: რატომ მივედით აქამდე, როგორ ახერხებენ სკოლების გახსნას განვითარებული ქვეყნები? პასუხების გამოთხოვა: რა კეთდება იმისთვის, რომ ბავშვები სკოლებს დაუბრუნდნენ! შეკამათება - რეგულაციების დაცვით ბავშვებმა სკოლაში უნდა იარონ!

ბავშვიანი ოჯახები დაგვამარცხა განათლების სამინისტრომ!
დაგვამარცხა ჯანდაცვის სამინისტრომ!
დაგვამარცხა პრემიერ-მინისტრმა!
დაგვამარცხა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, საკოორდინაციო საბჭომ და მთლიანად ხელისუფლებამ!

მოგვერივნენ, როგორც ყველაზე დაბალ ღობეს. მშობლებს ხომ ყველაზე მეტი გვაქვს დასაკარგი, ჩვენს გაჩუმებას რა უნდა?! ბავშვებს კი არჩევნებში ხმის უფლებაც კი არ აქვთ, შესაბამისად არჩევნების წინ ვის ახსოვს ისინი?!

მე დღეს დამარცხებული მშობელი ვარ, რომელმაც ვერ დაიცვა თავისი შვილები. ვერ დაარწმუნა ხელისუფლება, რომ სკოლები პირველი უნდა გახსნას და ბოლო დახუროს, იმისთვის, რომ არ მივიღოთ ე.წ. კოვიდის დაკარგული თაობა.

ეს მარცხი მშობლებს აუცილებლად მოგვცემს ახალ ძალას, რათა განახლებული ენერგიით შევახსენოთ მთავრობას: #მშობლებთანერთად ბავშვის განვითარება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და თქვენს ანგარიშზე იყოს ის ზიანი, რაც ჩემ შვილებს და მათ თანატოლებს, პანდემიის დაწყებიდან მესამე სასწავლო წელს, ეკრანთან გაუთავებელი ჯდომისგან ადგებათ,“ - წერს მეგი კავთუაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მსოფლიოს სჭირდება ქარხნები, რომლებიც ახალი ვაქცინის დამზადება 100 დღეში შეძლებენ“ - ბილ გეიტსი

🔵„კოვიდის შემთხვევაში, ეს ჩინური პრეპარატი დამიხასიათეს, ეფექტურად“ - ანდრია ჯაღმაიძე

🔵„დიდება უფალს - „ჯაფარამ დაურეკა წმინდა კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მაზლის საყვარელს“ არ იძებნება“


თუშეთის გზაზე ავარიას ახალგაზრდა კაცი ემ...

10 წუთის წინ

უბედური- შემთხვევა

ქრისტიანული სწავლებისგან სააკაშვილი და მ...

11 წუთის წინ

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

გვიან ღამით თბილისში ქალი ჩაცხრილეს

14 წუთის წინ

პოლიცია


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები კორეიდა...

23:52 შაბ. 16 ოქტომბერი

ივანიშვილები

„გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდ...

20 წუთის წინ

როგორ გავარჩიოთ
კორონავირუსი გაციებისგან

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

20 წუთის წინ

ამინდი

2 479 ინფიცირება, 2 374 გამოჯანმრთელება,...

34 წუთის წინ

კორონა და კოვიდი

გიორგი ხელაშვილი - აშშ-ის თავდაცვის მდივ...

10:15

„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ საარჩევნო
სიის პირველი ოცეულის
წევრი

საფრანგეთში „რუსულენოვან მაფიასთან“ დაკა...

10:15

ბორკილები დაკავება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ვიცე-ჩ...

10:12

ნიკოლოზ ბასილაშვილი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ მტკიცედ გა...

10:06

ლოიდ ოსტინი

„ახმეტელის მეტრომ“ მუშაობა განაახლა

09:57

მეტრო

მეტრო „ახმეტელის თეატრი“ დაიკეტა

09:48

მეტრო