Digest Logo

„ახლა თქვენი პატარა შვილი მყავს ხელში და ვუმღერი... სიცხე აქვს და ცრემლიანი თვალებით შემომხედავს დროდადრო, ალბათ დედა ვგონივარ" - ემოციური წერილი ბავშვთა სახლიდან

 11:43 კვი. 19 სექტემბერი
ბავშვი

ანა ლაშხელი ონიანი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს. ის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში მუშაობს და დედის მიერ დატოვებულ შვილებს ზრდის. ამჯერად ის ანდრიას დედას წერს და ეუბნება, რომ ჩვილს იქამდე დაუბრუნდეს, სანამ სიტყვა „დედას" წარმოთქვამს.

„გამარჯობა...მე თქვენ არ მიცნობთ... მე ანდრიას მომვლელი ვარ ბავშვთა სახლში.

ანდრია ალბათ არ იცით ჯერ ვინ არის...ეს სახელი ჩვენ დავარქვით ნათლობის მერე... თქვენ მისი დედა ხართ...
მე ახლა თქვენი პატარა შვილი მყავს ხელში და ვუმღერი...მას სიცხე აქვს და ცრემლიანი თვალებით შემომხედავს დროდადრო, ალბათ დედა ვგონიავარ, ის წლის გახდა...

მისი დაბადების დღეც მოვიგონეთ... ახალ წელს აქვს დაბადების დღე. აქ ყველა ბავშვს ორი დაბადების დღე აქვს ... ერთი როცა მართლა დაიბადნენ და ერთი როცა მიატოვეს და ჩვენ ვიპოვეთ.

ვერავინ დამაჯერებს რომ ახლა შენც არ ფიქრობდე ანდრიაზე... ჩვენ დედები ყოველთვის ვგრძნობთ შვილის ცუდად ყოფნას. მჯერა, რომ ახლა შენც აფორიაქებული და სევდიანი ხარ... რა მიზეზიც არ უნდა გაშორებდეს შვილთან, თქვენ ერთი სულის ნაწილი ხართ... თქვენ ყოველთვის იგრძნობთ ერთმანეთს და უერთმანეთობას... ვინ იცის, რამდენი ღამე გითენებია, რამდენი გათენება გეწვოდა გულში, მაგრამ ფაქტი მაინც ერთია, შენ შენთან ხარ...შენს სიმარტოვეში და ტკივილში... ანდრია კი აქ, მეათე საწოლში წევს სიცხიანი და დედა მე ვგონივარ... შენ ალბათ ჩვეულებრივი, ბანალური მიზეზი გქონდა შვილის მოტოვების, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ მთელი ცხოვრება გაგიმწარათ, შენც და ანდრიასაც...

მეც, რომ იცოდე ვერ ველევი ანდრიას და მისნაირებს აქ... ყველაზე მეტად იმაზე ვდარდობ, რომ არ შემიძლია მათი ნამდვილი დედა ვიყო... შენ კი ეს შანსი ხელიდან გაუშვი... იცი? წამოიზრდება მალე ანდრია... აქ ჩაიში ბევრ შაქარს ვერ ჩაუყრიან, ვერც კარაქიან პურს იმყოფინებს, სხვისი კანფეტისკენ მუდამ გაექცევა თვალი, სხვის სიცილზე შეიძლება იტიროს, ძილის წინ მთელი ღამე იოცნებოს და ვერაფრისდიდებით ვერ წარმოგიდგინოს როგორი ხარ...

შენც, შენც ვერ წარმოიდგენ როგორია შენი შვილი, რამდენი კბილი აქვს უკვე, როგორი ფორმის თითები, რა სასაცილოდ იკავებს კოვზს, რომ ჭამა მოახერხოს, რა გულიანად იცინის ან ტირის... ორივე თქვენგანის ფანტაზიის ნაყოფი ცრუ იქნება... თქვენ ერთმანეთს ვერასოდეს წარმოიდგენთ.

ოდესმე რომ ქუჩაში, ქალაქში ან სულაც ერთ ოთახში შეხვდეთ ერთმანეთს, ისე ჩაუვლით გვერდს, როგორც ჩვეულებრივი გამვლელები... შეიძლება, თქვენთანაც არ ჰქონოდა მას მდიდრული ცხოვრება, მაგრამ დედის ჩახუტებით, ყველაფრის გადატანა შეუძლია ბავშვს... თქვენი ერთი გაღიმება მისთვის საკმარისი იქნებოდა მზის ამოსასვლელად, ბედნიერების შესაგრძნობად...

ის აუცილებლად გაიქცეოდა ეზოს ბავშვებთან და ეტყოდა რომ მისი დედიკო მზესავით თბილი და ლამაზია, თუნდაც ფეხზე დახეული ფეხსაცმელი სცმოდა. ის მაინც იტყოდა ამაყად, რომ ეს ფეხსაცმელი დედამ უყიდა... ახლა კი... ახლა ანდრია საუბარს სწავლობს...

და მე საშინლად ვარ დაბნეული... არ ვიცი მას როგორ ვასწავლო სიტყვა დედა... ვინ არის მისი დედა აქ? იქნებ ეს სიტყვა მისთვის ისეთივე უმნიშვნელო გახდეს როგორც ჩვეულებრივი არსებითი სახელი - სკამი. სახლი, მაგიდა... ვის დაუძახოს მან დედა? ვიცი, რომ გრძნობ როგორ სჭირდები შენ შვილს... ვიცი, რომ გჭირდება მისი პატარა ხელები შენს კისერზე... ვიცი, რომ გული გაკლია ... მე შენ არ გიცნობ, მაგრამ ვიცნობ ანდრიას... შეგიძლია მენდო...ყოველთვის კარგად მივხედავ, მაგრამ მაშინ რა ვქნა როცა ერთ დღეს მეტყვის - შენს მოფერებას დედის ყვირილი მირჩევნიაო?

გთხოვ, დაუბრუნდი შენს პატარას...სანამ სიტყვა დედა უსწავლია" , - წერს ანა ლაშხელი ონიანი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ნახეთ, რა შეემთხვა ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლეს (ფოტო)

🔵„52 წლის შვილი მიწაში ჩავდეი... მანამდაც რაი იყო აი ცხოვრება და მერე გავძაღლდი თლად. სიკვტილი ჯობია ჩემთვის... " - 83 წლის ვიოლეტა

🔵„რომ ვეუბნებოდი ამას იცინოდა, გაჩერდიო... რა გითხრათ, მეც მკვდარი ვარ, ნიკოსთან ერთად" - ოჯახის წევრის პირველი კომენტარი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე

🔵„საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკლეს. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ" - გიორგი კეკელიძე 20 წლის გარდაცვლილზე

🔵VIDEO: „იმედის“ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში საკუთარი ქორწილიდან ჩაერთო


„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

„ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია მო...

00:20

ბიძინა ____ კულუმბეგოვი

„დიდი აღმოჩენა იყო, რომ საქართველოს ჰყავ...

00:16

პიანისტი ელისო ბოლქვაძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„მამაჩემი ისედაც არაადამიანი იყო!.. თემუ...

20:00 კვი. 17 ოქტომბერი

გია მაჭარაშვილი

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები კორეიდა...

23:52 შაბ. 16 ოქტომბერი

ივანიშვილები

ფოტოები - რა პირობებში იხდის სასჯელს მიხ...

23:30 კვი. 17 ოქტომბერი

სააკაშვილი

კახა კალაძე - ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინ...

23:12 კვი. 17 ოქტომბერი

თბილისის მერი, „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელი
მდივანი კახა კალაძე - Pia.ge

„იარაღის ჟღარუნი მესმის… პოლიტიკოსები ხე...

22:43 კვი. 17 ოქტომბერი

ლელა კაკულია
წინასწარმეტყველი

ციციშვილის კლინიკაში დღეს კოვიდინფიცირებ...

21:42 კვი. 17 ოქტომბერი

ჩვილი

7 დაუწერელი წესი, რომელსაც ზრდილობიანი ა...

20:41 კვი. 17 ოქტომბერი

სუნამო

„ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშე...

19:01 კვი. 17 ოქტომბერი

ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი Digest.ge 2021

უფალი მოგვიწოდებს, რომ არა თუ ვიძიოთ შურ...

18:31 კვი. 17 ოქტომბერი

სასულიერო პირი

„ეს ნიშნავს, რომ შემდგომი თვეებში 10 000...

17:21 კვი. 17 ოქტომბერი

ბიძინა კულუმბეგოვი
საგანგებო ვიდეომიმართვას
ავრცელებს

ვინ არის რაფაელ გლუკსმანი და რა სენტიმენ...

16:20 კვი. 17 ოქტომბერი

რაფაელევროპარლამენტარი
რაფაელ გლუკსმანი,
ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი გლუკსმანი