Digest Logo

„აქამდე საჯაროდ არ მომიყოლია“... - სუბელიანზე შვილის თანდასწრებით იძალადეს

 17:12 ხუთ. 22 აპრილი
უფლენადამცველი

სამოქალაქო აქტივისტი, ტელეწამყვანი, ანა სუბელიანი წერს რომ წლების წინ მასზე შვილის თანდასწრებით იძალადეს. როგორც ის წერს მასზე საზოგადოებაში სისტემატურად ძალადობენ, მათ შორის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

ანა სუბელიანი:

„აქამდე საჯაროდ არ მომიყოლია, უკვე მგონი მივეჩვიე კიდეც ეგეთ ამბებს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ წინა ბინა სადაც მქონდა ნაქირავები, უბანში რამდენჯერმე გავხდი თავდასხმის ობიექტი, გაჭრილი გინებით, ყვირილით, მოახლოვებით და „პიდარასტების დამცველოს“ ძახილით. კონფლიქტის დაწყების საბაბი ის იყო, რომ ძაღლს სტადიონზე ვარბენინებდი, მაგრამ ცხადია ეს საბაბი იყო და არა რეალური მიზეზი და წამოსროლილმა ფრაზებმა, და „ეს ხო იცანი“ გადალაპარაკებებმა ამაში დამარწმუნა.

ყველაზე მძიმე ისაა, რომ ბავშვის თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მტკივნეულია ის, რომ კაციშვილი არაა, ვინც მხარს დაგიჭერს, სიტყვას შეგაწევს. ვინც სწორად აფასებს სიტუაციას, ისიც კი ისეთი შეშინებულია, რომ ყველაზე დიდი, მეორე დღეს მოვიდეს და გითხრას, ნწ ნწ ნწ, ეს რა დღეში ჩაგაგდეს, გიჟები არიან ეგენიო. კიდევ უფრო სევდიანია ისიც, რომ პოლიცია არც გამომიძახებია. სამწუხაროდ, ვისწავლე, რომ თუ მაინცდამაინც თავი არ გამიხეთქეს, ისე უბრალოდ გაწვალებენ, საათობით გაწელავენ ერთი ოქმის დაწერას, ნერვებს დაგაგლიჯავენ, გამოგიშვებენ და არაფერი არ მოხდება მაინც.

საბოლოოდ, საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ, მე და დადა კი ფსიქოლოგის დახმარებით ვცდილობთ ტრავმების მოშუშებას.

ახლა ჩემს მეგობრებს გადახდათ ამაზე ბევრად მძიმე, ერთ კვირაში უკვე მეორე თავდასხმა, მთელი სამეზობლო შეკრული და ამხედრებული მათ წინააღმდეგ. დანის ტრიალი და სიცოცხლის მოსპობის მუქარები. და კვლავ არავის აღელვებს ბავშვი.

ვახო სანაიას ამბავიც მახსენდება, პატარა სანის თვალწინ რაები იკადრეს ნაძირალებმა.

ჰოდა, არ ვიცი რა არის ჩვენი საშველი მართლა. სახლში არავის უვარდებიანო და კი, სახლშიც გვივარდებიან, ბავშვებსაც არ ინდობენ, არაფერი წმინდა მართლა არ გააჩნიათ ამ ნაძირალებს და ხელისუფლებაც კარგად იკვებება იმ ძალადობით, რომელიც ისედაც არის ჩვენს დამპალ საზოგადოებაში. იკვებება და დღითი დღე აძლიერებს მას“.


Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

24 წუთის წინ

Google

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

58 წუთის წინ

სელებრითები

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას რომანტ...

15:28

ირაკლი და ლიზა

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა

„თავში ბეჭდიანი ხელი ჩამარტყა“ - მოსწავლ...

17:59

მოსწავლე