Digest Logo

„ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოდიან, აშკარაა არასწორი მართვა“ – რა შეცდომებზე მიუთითებს გერმანიაში მცხოვრები ექიმი ქართველ კოლეგებს

 16:02 სამ. 3 აგვისტო
იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი იმ შეცდომებზე წერს, რომლებსაც საქართველოში ექიმები უშვებენ და პაციენტები ფატალურ შედეგებამდე მიჰყავთ.

„ახლა გამომიგზავნეს ერთი ახალგაზრდა პაციენტის ფილტვის კატე, დიდი ლობური ფილტვის ანთებაა, დ დიმერი უარყოფითია და აქვს დადებითი ტესტი კორონაზე. ამოყორეს პაციენტი სტეროიდებით. აყვანილია უკვე ინტუბაციაზე და ამ სტეროიდების გარდა რას აძლევენ, არავინ იცის. არც ერთხელ გაკეთებულა ბაქტერიოლოგიური კვლევა. დაადგინეს ერთხელ კორონა და მორჩა…

იმუნურ სისტემას, რომ სხვა მიკროორგანიზმი არც თუ იშვიათად გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის.

რამდენი იყო უბრალოდ ფილტვის შეგუბებით, გულის უკმარისობის გამო და რახან კორონა ტესტი დადებითი იყო, გაჭყიპეს სტეროიდებით, იმის მაგივრად, რომ უბრალოდ მაღალდოზირებული შარდმდენი მიეცათ.

რამდენი იყო დ დიმერი უარყოფითი და „ფილტვია დაზიანებულიო” და ნახავ სურათს, და ეგრევე ხედავ, ჰემორაგიაა, სისხლჩაქცევაა, რადგან მაღალდოზირებული შედედების საწინააღმდეგო საშუალებით გააჯერეს ორგანიზმი. მერე გააკეთებენ დ დიმერს და ავარდნილია ათასებში, ეუბნება ექიმი, ხომ ხედავ, იმან არაფერი იცის, დ დიმერი რამხელააო,

დიახ, სისხლჩაქცევის შემდეგ გაასმაგდება დ დიმერი, მაგრამ, ეს ხომ შენ გამოიწვიე, ექიმმა?! დაიწყე აგრესიული ანტიკოაგულაცია, მოხდა სისხლდენა და გაქვს დ დიმერი. ლოგიკა მარტივია.

არა დაბალი პერიფერიული სატურაციის გამო მართვითი სუნთქვა, არამედ უნდა ნახო ადამიანის ცნობიერება. 80%-იანი სატურაციით ვერავინ დარჩება გონებაზე 2 საათის მერე, არტერიიდან უნდა გაკეთდეს კვლევა…
ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოდიან, აქ ხომ აშკარაა არასწორი მართვა.

ნუთუ 18 თვის მერე ასე ძნელია იმის შეგნება, რომ კორონავირუსი, მძიმედ მიმდინარე, დაახლოებით 20%-ში აზიანებს ფილტვს თავად და დანარჩენ შემთხვევაში მოქმედებს, როგორც გამშვები მექანიზმი სხვა ინფექციისთვის, სხვა გამომწვევისთვის, სხვა დაავადებისთვის.

აი, ის სხვა პრობლემა უნდა აღმოაჩინო და უმკურნალო. არც თუ იშვიათად ექიმი და არასწორი მართვა ქმნის იმ სხვა პრობლემას. გაუცვალეთ ექიმებმა ერთმანეთს ინფორმაცია, ნუ იქნებით ასე მომართულები, რომ კორონაა დ მსოფლიო ვერაფერს ახერხებსო, ნუ იქნებით ასე მიუვალები ახალი მზერის და კითხვების დასმის მიმართ.
ბედნიერებაა, როცა აღმოაჩენ, რომ ფილტვების ანთება პნევმოკოკით ან კლებსიელათია გამოწვეული,უმკურნალებ და რამდენიმე დღეში გამოკეთდება, ეს ღირს ჩაკირკიტებად, რომ უკმაყოფილო იყო საკუთარი პირველი დიაგნოზით. ეს არაა შეცდომა, ასეა მედიცინა.

დიაგნოზი ყალიბდება დაკვირვებით, დამატებითი კვლევით. ასე რომ არ იყოს, ექიმი საჭიროც არ იქნება,შეაგდებდი აპარატში მონაცემებს და მოგცემდა დიაგნოზსაც, მკურნალობასაც“- წერს იაგო ფრანგიშვილი.

🔴აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„34 კოვიდ-სიკვდილი ერთ დღეში წარმოუდგენლად მაღალი ციფრია, უახლოესი თვეები სამწუხაროდ უარესი იქნება“ - ნანა გეგეჭკორი

„ცოტა შევწუხდეთ და მივხვდებით, რომ გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებისთვის, ახლობლის სიკვდილი სტატისტიკა არაა, ეს არის ტრაგედია“ - ნიკა ქავთარაძე მიმართვას ავრცელებს

ვინც ამას კითხულობ, ამ სიყვარულში შემეჯიბრე! – გოდერძი შარაშია მიმართვას ავრცელებს


ლევან ნიკოლაიშვილი: ეკლესიის წინააღმდეგ...

5 წუთის წინ

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

რითი ხურავდნენ სახლებს ძველ საქართველოში...

15 წუთის წინ

რითი ხურავდნენ სახლებს
ძველ საქართველოში და რა
არჩევანი გვაქვს დღეს?

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

30 წუთის წინ

ბერა ივანიშვილი


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები კორეიდა...

23:52 შაბ. 16 ოქტომბერი

ივანიშვილები

„დიდი მოთხოვნილება მქონდა ერთი პერიოდი,...

33 წუთის წინ

ელისო ბოლქვაძე

დავით ქართველიშვილი: დღეს სააკაშვილი აპი...

41 წუთის წინ

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

თუშეთის გზაზე ავარიას ახალგაზრდა კაცი ემ...

53 წუთის წინ

უბედური- შემთხვევა

ქრისტიანული სწავლებისგან სააკაშვილი და მ...

54 წუთის წინ

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

გვიან ღამით თბილისში ქალი ჩაცხრილეს

58 წუთის წინ

პოლიცია

„გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდ...

11:05

როგორ გავარჩიოთ
კორონავირუსი გაციებისგან

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

11:04

ამინდი

2 479 ინფიცირება, 2 374 გამოჯანმრთელება,...

10:51

კორონა და კოვიდი

გიორგი ხელაშვილი - აშშ-ის თავდაცვის მდივ...

10:15

„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ საარჩევნო
სიის პირველი ოცეულის
წევრი