
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. ამის შესახებ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ციხიდან გამოსვლის მეორე დღეს სახლში გამომიარა და განთავისუფლება მომილოცა. ჩემნაირი გამოუსწორებელი ოპტიმისტი იშვიათია. მაქსიმუმ 2 კვირაში შენს სამზარეულოში მოგილოცავ თავისუფლებას“,- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.
23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.