Digest Logo

„ვუახლოვდებით კრიტიკულ დღეებს და ძალიან მტკივნეულია, რომ ის ციხის კედლებში იმყოფება“ - ლიზა იასკო სააკაშვილზე

 18:13 პარ. 22 ოქტომბერი
ლიზა იასკო დამიზეილ
სააკაშვილი

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სანახავად ციხეში იმყოფებოდა.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, აშკარაა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

„ნათლად ვხედავ, როგორ ძალიან უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამას ვამჩვენ სახის შეფერილობით, საუბრით, ენერგიის კლებით. რა თქმა უნდა, მორალურად რჩება მყარად. მისი მსგავსი, მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი, ალბათ 100 წელიწადში ერთხელ იბადება.

ვუახლოვდებით კრიტიკულ დღეებს და ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რომ ციხის კედლებში იმყოფება. ის და მისნაირი ადამიანები, იმისთვის არ არიან შექმნილი, რომ ციხეში ისხდნენ. რა თქმა უნდა, საჭიროებს სამედიცინო დახმარებას და ის უნდა იყოს თავისუფლებაზე“, - აღნიშნა ლიზა იასკომ.

მისი თქმით, ექიმებმა უნდა იზრუნონ, რომ სააკაშვილი შესაბამისი პირობების კლინიკაში გადაიყვანონ.

„არ ვიცი, მომავალი შეხვედრისას რა მდგომარეობაში იქნება, ეს საშინელებაა“, - განაცხადა ლიზა იასკომ.

როგორც მან განმარტა, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებთან მუდმივი კონტაქტი აქვს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მათი მხრიდან მონიტორინგი მიმდინარეობს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „ჩემთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს... სადარბაზოსთან მოდის მანქანა“ - რას ამბობს გია სურამელაშვილი

🔵„იმედია ჩაძაღლდები. ხომ გრჩება ოხრად ყველაფერი, ხომ კვდები და ძაღლდები..." - ვინ გააბრაზა გია სურამელაშვილი

🔵ბეწვის ქურქი და მოდური ჩაცმულობა - გია სურამელაშვილი ცხოვრებაში პირველად არჩევნებზე მივიდა

🔵მომღერალი გია სურამელაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

🔵VIDEO: გია სურამელაშვილი კლიპისთვის ნახევრად გაშიშვლდა

🔵„ზეცაში არიანო, ჩუმად გადის და ტირის... ღმერთს მადლობა, ერთი შვილი დამიტოვა“ - ბათუმის ტრაგედიისას დაღუპული დათა შომახიას მამა

🔵„დემეტრე ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ადამიანია ვისაც ვიცნობ“ - როგორ მიულოცა ალექსანდრა პაიჭაძემ შვილს დაბადების დღე


29 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარ...

54 წუთის წინ

დენი

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:23

29 ნოემბრის პროგნოზი

29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

00:16

ამინდი


„20 წლის ასაკში გავთხოვდი, 1 შვილი გავაჩ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

უცნობი ქალის ისტორია

„რაც მე მიყვარდა ის მიყვარდა თუ ჩემივე ფ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

ბიზნესკონსულტანტი,
თავისუფლებაზე, შეგნებასა
და სინდისზე

VIDEO: „არ შეუბეროთ სული ტორტში ჩარჭობილ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

ტორტი

„გინებას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი....

11:39 შაბ. 27 ნოემბერი

ია ფარულავა 2020

„ბოდიში რეზო ბიძიაო და ამოაგდებენ ძუძუს“...

20:20 პარ. 26 ნოემბერი

დოჩი

„შანსი არ არის ვინმესთან გასაყოფი კაცი მ...

15:56 პარ. 26 ნოემბერი

მარიამ კუკუნაშვილი

VIDEO: „მატლიც მინახავს საჭმელში, ერთ სა...

23:26 კვი. 28 ნოემბერი

ციხე

„სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გავხ...

23:19 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, დაუშ...

23:01 კვი. 28 ნოემბერი

საპატრიარქო

თბილისში საცხოვრებელი სახლი იწვის

22:59 კვი. 28 ნოემბერი

ხანძარი

„მუშაობა დავიწყე სანიტრად, შემდეგ გავხდი...

22:42 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„ახალი შტამი ინფექციის ახალი ძალებით შემ...

21:52 კვი. 28 ნოემბერი

ბიძინა კულუმბეგოვი

„მიხეილ სააკაშვილის პალატის ქვეშ დგას მა...

20:56 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ჩალაძე

ზაალ ანჯაფარიძე: მარიამ ჯიშკარიანი სააკა...

20:10 კვი. 28 ნოემბერი

ანალიტიკოსი ზაალ
ანჯაფარიძე

ბათუმში 2 წლამდე ბავშვი მე-7 სართულიდან...

19:07 კვი. 28 ნოემბერი

სასწრაფო დახმარების
ავომობილი