Digest Logo

უგამოცდოდ უმაღლესში ჩარიცხულთა წრე გაფართოვდება – პარლამენტი ახალ კანონპროექტს განიხილავს

 17:41 ხუთ. 8 აპრილი
განატლების მინისტრის
მოადგილე ეკატერინე
დგებუაძე

პარლამენტი მთავრობის (განათლების სამინისტრო) ინიცირებულ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. 

კანონპროექტი გულისხმობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვას, იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიებზე ინკლუზიური განათლების არარსებობის გამო, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ შესაბამის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახერხებენ.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმოგიდგენთ “უმაღლესი განათლების შესახებ კანონში” შესატან ცვლილებას, რომელიც ეხება იმ სსსმ მოსწავლეების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვას და მათ დაფინანსებას, რომელთაც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინკლუზიური განათლების არარსებობის გამო, უწევთ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და განათლების გაგრძელება, ან მიღება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სპეციალიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც სენსორული დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის ახორციელებენ სწავლებას. უფრო დეტალურად რომ ავხსნა, რას ნიშნავს ჩვენი ინიციატივა. ჩვენ გვაქვს ერთი ცოცხალი ისტორია, რომლის გარშემოც გავერთიანდით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა გოგონა, ამ გოგოს აქვს მხედველობის პრობლემა, ტოტალურად უსინათლო ადამიანია. იმის გამო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ არსებობს არანაირი სერვისი, მხარდამჭერი საგანმანათლებლო კუთხით, მას მოუწია გადმოსვლა და თბილისში არსებულ 202-ე საჯარო სკოლაში მისვლა, რომელიც არის სპეციალიზირებული სკოლა, უშუალოდ უსინათლო მოსწავლეებისთვის. მან აიღო 12 კლასის დამადასტურებელი ატესტატი სწორედ ამ სკოლის ფარგლებში. იმის გამო, რომ არსებული მოქმედი ჩანაწერი უმაღლესი განათლების შესახებ, არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს გოგონა ჩავრიცხოთ გამოცდის გარეშე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მივცეთ შესაძლებლობა სწავლის გაგრძელების, განათლების სამინისტრო, მთავრობის ინიციატივით, შემოდის თხოვნით, რომ განვიხილოთ ეს საკითხი და დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

2020-2021 სასწავლო წლისთვის არსებული მონაცემებით, წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებული საჭიროების მქონე მხოლოდ ერთი პირია.

„წინამდებარე კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მას გამოეყოფა დაფინანსება ყოველწლიურად, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის განმავლობაში არაუმეტეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის – 2 250 ლარის ფარგლებში“, – წერია კანონპროექტში.

ცვლილებას დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. ამასთან, კომიტეტის წევრთა მხრიდან დაფიქსირდა წინასწარი მხარდაჭერა პროექტის პლენარულ სესიაზე გატანის დროისთვისაც.

წყარო: edu.aris.ge


23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge

„ხვალ შეიძლება სიტუაცია საგანგაშო გახდეს...

21:46 ხუთ. 22 აპრილი

კორონავირუსი კოვიდ -19

ვინ არის მიხეილ ლომთაძე ჯინსებითა და წით...

20:58 ხუთ. 22 აპრილი

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე

„ხანდახან სექსზე უფრო მაღალი ვნებაა, როც...

20:19 ხუთ. 22 აპრილი

მაია ასათიანი