Digest Logo

თუ შაბათამდე არ მოინანიებენ, იღუმენ დანიელს, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრეს განვკვეთავ - მიტროპოლიტ სტეფანე

 10:07 პარ. 23 აპრილი
მიტროპოლიტი სტეფანე

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ჭყონდიდელმა მღვდელმთავარმა სტეფანე კალაიჯიშვილმა „ერთსულოვნებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, ის აპირებს ეკლესიიდან განკვეთოს ის 3 სასულიერო პირი, რომლებიც სალხინოს ტაძარში მომხდარ დაპირისპირებაში მთავარ როლს ასრულებდნენ, თუ ისინი ამ ქმედებას მის წინაშე საჯაროდ არ მოინანიებენ:

„დიაკონი ანანია ამბიონზე ავარდა და ამან გამოიწვია ხალხის გაღიზიანება, საბოლოო ჯამში, ჩოჩქოლში გადაიზარდა და ჩაიშალა ლოცვა. მერე თვითმარქვია წინამძღვარმა განაცხადა, რომ აღდგომამდე დაკეტილია მონასტერიო, მას არანაირი გადაწყვეტილების უფლება არ გააჩნია. მისი გადაწყვეტილებები არაფერს არ ნიშნავს.

რადგან საჭირო გახდა, რომ უფრო მტკიცე ზომები მივიღო, სხვა გზა არ დამრჩენია, დღეს ვაცხადებ და შაბათს უკვე აღვასრულებ: თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, გადაწყვეტილებას ვღებულობ, რომ უნდა განვკვეთო ეს ადამიანი და დაიყვანება მონაზვნობამდე, თუ არ მოინანიებს. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული.

ასევე, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს ასევე განვკვეთავ თუ არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ ისიც არ შეწყვეტს, მივიღებ ზომებს,“ - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„სამღვდელოება ერთმანეთს სცემდა“ - დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში

VIDEO: „აივანზე მყოფი ხალხი გადაყარეს“ - რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიში მოღვაწე დიაკვნებს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს


„ცრემლიანი თვალებით დავამთავრე, ყდაზე ტყ...

4 წუთის წინ

მაია ასათიანი

რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

52 წუთის წინ

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32

Google


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59

სელებრითები

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა