Digest Logo

ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული წევრი პირველად აირჩია

 22:38 სამ. 3 აგვისტო
ცესკომ თავმჯდომარის
მოადგილედ ოპოზიციური
პარტიის მიერ დანიშნული
წევრი პირველად აირჩია

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეიდან მუშაობას სრული, 17 წევრის შემადგენლობით იწყებს. ახალი შემადგენლობით კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქციის გათვალისწინებით კომისიაში რვა წევრი პარლამენტის მიერ არის არჩეული, 9 კი პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავს. დღევანდელ სხდომაზე, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, ცესკომ თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრებიდან აირჩია. პ/გ „ლელო საქართველოსთვის“ მიერ ცესკოში დანიშნულ გიორგი სიორიძეს ხმა კომისიის 15-მა წევრმა მისცა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა საფუძველი დაუდო მნიშვნელოვან საარჩევნო რეფორმას - „ამ რეფორმის ფარგლებში, ყველა უფლებამოსილმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ დანიშნა კომისიის წევრი და ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეიდან ფუნქციონირებას 17 წევრით იწყებს, და ეს მიუთითებს ამ ორგანოს მრავალფეროვნებაზე, იმაზე, რომ ეს კოლეგიური ორგანო კიდევ უფრო მეტი დაკვირვებისა და გამჭვირვალობის რეჟიმში გააგრძელებს საკუთარ საქმიანობას. დღეს სხდომაზე აირჩა თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციური მხრიდან. ასე რომ დღეიდან ინსტიტუციას ჰყავს 2 მოადგილე“.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავისი შემადგენლობის უმრავლესობით გამომიცხადა ნდობა. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი. მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე ყველა იმ პირს, ვინც მე ნდობა გამომიცხადა. მთავარი პრინციპი ჩემთვის იქნება ამ ქვეყნის სამსახური. საარჩევნო ადმინისტრაცია ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი, საკონსტიტუციო ორგანო და მე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტს“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.


23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1 წუთის წინ

23 _ ჰოროსკოპი

VIDEO: „გამწარებული დედა მოგმართავთ... დ...

22:37

ნიკო კვარაცხელია

„როდის თხოვდები“ დავასრულეთ...“ - ნანუკა...

22:10

ნანუკა გულუა


„შვილის ტოლი გოგო გააუპატიურა, თან ნათეს...

11:24

ლენტი ავარია

ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ პ...

18:28

წყვილი

„საიდან არის ამდენი დაავადება ბავშვებში?...

11:24

დეკანოზი შალვა კეკელია

„ჩემს შესახებ აბსურდული ჭორები გამიგია“...

18:00

მაკა ცინცაძე

„დღეს მე რაღაცას ვაღიარებ... ბოდიში მინდ...

14:18

მსახიობი რუსკა მაყაშვილი

„3 თვის ქირა გადაუხადა უცხო ბებოს… ეს ბი...

09:35

მამა ნექტარიოსი

პრემიერ-მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს შეხვ...

20:23

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი ლატვიის
რესპუბლიკის პრეზიდენტი
ეგილს ლევიტსი

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩრდილოატლანტიკურ ალ...

20:19

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი, ლატვიის
რესპუბლიკის პრეზიდენტი
ეგილს ლევიტსი

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბროლაურში,...

19:49

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

მამუკა მდინარაძე - თუ ის დადასტურდება, რ...

18:34

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე Digest.ge

ირაკლი კობახიძე: არავის დაუბრალებია გიორ...

18:09

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

„კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით არ უნდა ავი...

17:32

ბიძინა კულუმბეგოვი

„ვიღებთ მოლოცვებს“ - ვარლამ გოლეთიანის პ...

17:23

რიონის ხეობის მცველი
ვარლამ გოლეთიანი Digest.ge

თსუში გოჩა ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნი...

16:32

თსუ

Feedc-ზე რეგისტრაციის მსურველების რაოდენ...

16:28

ნიკო კვარაცხელია