Digest Logo

თბილისში დღეს ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

 10:07 ოთხ. 26 მაისი
მინიციპალური ტრანსპორტი

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გამომდინარე დილის 7:00 საათიდან შეზღუდვებია გზებზე. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება დღეს შეზღუდული იქნება უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც.

შეზღუდვების შესაბამისად შეცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც. ავტობუსები, რომლებიც რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით დადიოდნენ მიმდებარე ქუჩებზე გადაინაცვლებენ. დეტალურ განრიგს თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები - N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები - N2, N31, N41, N72, N120, N133, N137, N145 და N170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, რუსთაველის გამზირზე (პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორია) გადაადგილდებიან, რომლის შემდეგაც, სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და არსებული სქემით იხელმძღვანელებენ.

ავტობუსები - N31, N37, N46, N301 და N345, რომლებიც რუსთაველის გამზირის მიმართულებით, გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველის გამზირს დაუკავშირდებიან, ხოლო შემდგომ მათთვის დადგენილი სქემით იხელმძღვანელებენ.

N2, N31, N72, N120, N133, N137 და N170 მიკროავტობუსები ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლებენ და შემდეგ, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან, საიდანაც უკვე არსებული სქემით იმოძრავებენ; ავტობუსები - N50, N71 და N344, ასევე, მიკროავტობუსები - N10, N140, N149 და N176, გორგასალის ქუჩიდან მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებენ; ავტობუსები - N2, N20, N25, N39, N43, N59 და N80 მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ დაასრულებენ; ავტობუსები - N4, N10, N90, N103, N106 და N112, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მგზავრთა მომსახურებას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ; მარშრუტი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას ასევე, ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებს.

რაც შეეხება N124 მარშრუტს, ავტობუსი ამაღლების ქუჩის მიმართულებით, მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით გადაადგილდება, შემდგომ კი სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ ბარნოვის ქუჩიდან შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით იმოძრავებს; მიკროავტობუსი N4, ბარათაშვილის ხიდიდან ბარნოვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსეს, ჯავახიშვილის, კოსტავას, ჭოველიძისა და ბელინსკის ქუჩებით ისარგებლებს. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან, პეტრიაშვილის ქუჩის გავლით, მელიქიშვილის ქუჩაზე გადაინაცვლებს და კოსტავას, ჯავახიშვილის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.


2 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

00:55

ამინდი

აბაშაში თხილის საკრეფად წასულ მამაკაცს ე...

00:48

პოლიცია

ვინც ამას კითხულობ, ამ სიყვარულში შემეჯი...

00:36

გოდერძი შარაშია


ჩხოროწყუში მღვდელს ფიზიკურად გაუსწორდნენ...

09:25 პარ. 30 ივლისი

ეკლესიის ზარი

31 ივლისს დედამიწას ასტეროიდი ჩაუფრენს -...

11:29 პარ. 30 ივლისი

დედამიწა

რას წერდნენ მე-19 საუკუნის გაზეთში აცრებ...

09:25 პარ. 30 ივლისი

აცრა

VIDEO: ნანი ბრეგვაძეს მეგობრებმა სპორტულ...

13:38 პარ. 30 ივლისი

ნანი ბგრევაძე

VIDEO: დაათვალიერეთ თამუნა ამონაშვილის ს...

12:27 პარ. 30 ივლისი

თამუნა ამონაშვილი

VIDEO: ლაშა ბექაურის ემოციურად შესრულებუ...

10:53 პარ. 30 ივლისი

ლაშა ბექაური

გაბედეთ და საჯაროდ აღიარეთ გავრცელებული...

23:33 კვი. 1 აგვისტო

საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი ანრი
ოხანაშვილი

მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანან...

23:12 კვი. 1 აგვისტო

მანანა მაჩაბელი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

22:47 კვი. 1 აგვისტო

მიწისძვრა

ირაკლი კობახიძე: იქიდან გამომდინარე, რომ...

22:33 კვი. 1 აგვისტო

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი - საქართველოში კლავდნ...

22:26 კვი. 1 აგვისტო

თამთა

,,მთავარი არხის" ჟურნალისტები ქარტიამ მო...

21:44 კვი. 1 აგვისტო

საქართველოს ჟურნალისტური
ეთიკის ქარტია

რა ცოდნა უნდა გადასცეს მოსწავლეს პედაგოგ...

21:42 კვი. 1 აგვისტო

დაავადებათა კონტროლის
ცენტრის სამედიცინო
ხელმძღვანელი

VIDEO: თბილისში ფრანგი ქალები, სავარაუდო...

21:03 კვი. 1 აგვისტო

პოლიცია

ვინ არის ფოტოზე ასახული შავგვრემანი მამა...

19:40 კვი. 1 აგვისტო

შანეი ბრუკი