Digest Logo

სპეციალისტები შეზღუდვების ხელახლა ამოქმედების აუცილებლობას არ გამორიცხავენ

 10:16 პარ. 30 ივლისი
შეზღუდვა

სპეციალისტები დამძიმებული ეპიდვითარების ფონზე შეზღუდვების ხელახლა ამოქმედების აუცილებლობას არ გამორიცხავენ.

ეპიდემიოლოგების შეფასებით, საქართველო ჯერ კიდევ არ იმყოფება პანდემიის მეოთხე ტალღის პიკში და ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ მეტად ზრდას მომდევნო პერიოდში ელოდებიან.

დელტა შტამის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთ ბერკეტად კი, კვლავ ვაქცინაციას ასახელებენ. ექიმები არსებული ტენდენციის გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ აგვისტოში ორჯერადად ვაქცინირებულ ადამიანთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

"იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სამიზნე ერთი თვის განმავლობაში 500 ათასი ვაქცინირებულია, პრაქტიკულად ივლისის ნახევარი დავკარგეთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. აგვისტოში ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ვაქცინირებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დელტა ვარიანტის შეჩერების ერთადერთი რესურსი არის ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების გაზრდა.

ეს კვირა არის გადამწყვეტი როგორც ვაქცინაციის, ისე ინფიცირებულთა რაოდენობის შეფასების და მომდევნო დღეების პროგნოზის თვალსაზრისით. ასე რომ უფრო მეტი იმუნიზირებული, უფრო მეტი სიფრთხილე, უფრო მეტი ადამიანისთვის ნიღბის ტარების ვალდებულება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში და რაც ყველაზე მთავარია, აუცილებლად უნდა დავივიწყოთ წვეულებები, ქორწილი, ქელეხი, იმიტომ, რომ 2-3 დელტა ვარიანტით ინფიცირებულის ყოფნა დახურულ სივრცეში რამდენიმე საათით, სავსებით საკმარისია, რომ ათეულობით ადამიანი დააინფიციროს," - აცხადებს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

შემთხვევების მატებას პროგნოზირებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი:

"ჯერ კიდევ არ ვართ მეოთხე ტალღის პიკზე და ტენდენცია მატების კვლავ შენარჩუნდება. პიკს როდის მივაღწევთ ძნელი სათქმელია დაახლოებით რამდენიმე კვირა დასჭირდება. თუ შემთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვანი და სწრაფი ზრდა დაიწყო უკვე ძალიან გართულდება მდგომარეობა, ამას შეიძლება მოჰყვეს სიკვდილობის მატება ამ შემთხვევაში ქვეყანა დადგება გარდაუვალი საჭიროების წინაშე რომ შემოიღოს კვლავ შეზღუდვები,"- განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.

წყარო: rustavi2.ge


„კლოუნმა სააკაშვილმა ჯავშნის კოდი რომ გა...

00:15

აბაშიძე-სააკაშვილი და
ჯავშანი

„ახლაც ცხადად მახსოვს ემოციები ამ დღიდან...

00:14

ნანა გეგეჭკორი

სააკაშვილმა ფეისბუკზე კიევი-თბილისის ფოტ...

23:21 ორშ. 27 სექტემბერი

მიხეილ სააკაშვილი და
ბილეთი


„სპორტული შარვლის ყიდვა დამაბარა, სახლში...

23:49 კვი. 26 სექტემბერი

ლენტი ავარია

VIDEO: „არ შეგვიმჩნევია, რომ ჩვენს ანსამ...

15:05 ორშ. 27 სექტემბერი

ნინო სუხიშვილი

„6 წლის ვიყავი როცა 44 წლის კაცს სახლში...

23:49 კვი. 26 სექტემბერი

ძალადობა

„10 წელი მეგობრები ვიყავით, 6 წელი – შეყ...

21:51 ორშ. 27 სექტემბერი

ტოპე

„სილამაზე!“ - სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანი ფ...

16:37 ორშ. 27 სექტემბერი

სალომე ჭაჭუა

კვება, ვარჯიში და წყალი - ნანუკა ჟორჟოლი...

16:36 ორშ. 27 სექტემბერი

ნანუკა ჟორჟოლიანი

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელი მოკვდა

22:52 ორშ. 27 სექტემბერი

ფილიპ ხაჩიროვი

საქართველოს პრეზიდენტმა დემნა გვასალია ღ...

22:36 ორშ. 27 სექტემბერი

საქ პრეზიდენტი და
დიზაინეერი

„აცრა რომ არ მქონოდა, გამორიცხულია კორონ...

21:20 ორშ. 27 სექტემბერი

მწერალი დავით ტურაშვილი

გერმანიის პარლამენტში 2 ტრანსგენდერი ქალ...

20:59 ორშ. 27 სექტემბერი

ტრანსგენდერი

ნოემბრიდან აშშ-ში ჩასვლა სავარაუდოდ „სინ...

20:22 ორშ. 27 სექტემბერი

აშშ და ჩინური ვაქცინა

დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

20:07 ორშ. 27 სექტემბერი

დავით სოკოლოვი

„შემზარა იმან, რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე...

19:59 ორშ. 27 სექტემბერი

შალვა ნათელაშვილი და ნიკა
გვარამია

„ეშმაკს ყველგან ჰყავს თავისი მსახურები -...

18:19 ორშ. 27 სექტემბერი

მეუფე ნიკოლოზი

ნათია მერებაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის...

18:02 ორშ. 27 სექტემბერი

ნათია მერებაშვილმა
გაეროს ბავშვთა ფონდის
მიერ გამართულ
საერთაშორისო
კონფერენციაზე
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში
პროკურორთა და
პროკურატურის
გამომძიებელთა
სპეციალიზაციის პროცესზე
ისაუბრა