Digest Logo

სამედიცინო დიაგნოზის უცხოეთში გადაგზავნა - GPI ჰოლდინგის ახალი სადაზღვევო სერვისი

 17:43 პარ. 11 ივნისი
სამედიცინო დიაგნოზის
უცხოეთში გადაგზავნა - GPI
ჰოლდინგის ახალი
სადაზღვევო სერვისი

სულ რამდენიმე თვეა, რაც GPI ჰოლდინგმა მომხმარებლებს ახალი სერვისი - საერთაშორისო კონსილიუმი შესთავაზა. საერთაშორისო კონსილიუმით სარგებლობა იმ პირებს შეუძლიათ, რომელთა სადაზღვევო პირობებიც აღნიშნულ მომსახურებას ითვალისწინებს.

დაზღვეულებს საკუთარი სამედიცინო ისტორიის მსოფლიოს წამყვანი კლინიკების სპეციალისტებთან გადაგზავნა შეუძლიათ. საბოლოოდ კი, მათგან ინფორმაციას მიიღებენ თუ როგორ უნდა იმართოს დაავადება, რა გართულებებია მოსალოდნელი ან როგორი პროგნოზის გაკეთება შეიძლება.

ამ ახალ სერვისზე სასაუბროდ და მისი საფეხურების გასარკვევად, ჯიპიაის პარტნიორი კლინიკა „კურაციოს“ პირადი ექიმს - მაკა ოყროშიძეს გავესაუბრეთ:

- რამდენი კლინიკაა ჩართული საერთაშორისო კონსილიუმის ქსელში და როგორ ხდება პაციენტისთვის შესაბამისის შერჩევა?

საერთაშორისო ქსელში 100-ზე მეტი კლინიკაა ჩართული. მათი შერჩევა პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. სამედიცინო ისტორიიდან გამომდინარე, "მედიგაიდ ინთერნეიშენალი" მომხმარებელს 3 წამყვან კლინიკას სთავაზობს , რომელიც განსაკუთრებით ცნობილია კონკრეტული მიმართულებით მკურნალობაში. შემდეგ, პაციენტი პირად ექიმთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას და ისინი ერთად არჩევენ სასურველ კლინიკას.

- რამდენად მნიშვნელოვანია ამ სერვისის დანერგვა საქართველოში?

ვფიქრობთ, რომ ეს კარგია არა მხოლოდ პაციენტებისთვის, ასევე ექიმებისთვისაც. საერთაშორისო კონსილიუმი იდეალური შესაძლებლობაა, რომ რთულ სიტუაციაში მოიძიო მეორე აზრი კონკრეტული დარგის საერთაშორისო სპეციალისტებთან. შესაბამისად, მიიღო ზუსტი ინფორმაცია და პაციენტი იყოს სწორად მართული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი გაუმჯობესდეს.

- როგორ მიმდინარეობს დიაგნოზის გადამოწმების სერვისი და რა საფეხურებს მოიცავს?

პირველ რიგში, პაციენტი საკუთარი სურვილით აკეთებს არჩევანს რომ მოიძიოს მეორე სამედიცინო აზრი. გვიკავშირდება, ვაცნობთ პირობებს და ვუხსნით ყველა აუცილებელ დეტალს. მან აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი თანხმობის დოკუმენტს. ასე, ჩვენ საშუალება მოგვეცემა, რომ კონფიდენციალურობის დაცვით, ეს სამედიცინო ინფორმაცია განსახილველად კონკრეტულ კლინიკას მივაწოდოთ.

შემდეგ ვაგროვებთ სამედიცინო დოკუმენტაციას, ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევების შედეგებს, რომლებიც შესაბამისი წესების დაცვით აიტვირთება საიტზე.

საბოლოოდ, იწყება ამ დოკუმენტაციის თარგმნა ინგლისურ ენაზე და განსახილველად პაციენტის მიერ შერჩეულ კლინიკას ეგზავნება. პაციენტი პასუხს 10 სამუშაო დღეში იღებს.

- დაეხმარება თუ არა საერთაშორისო კონსილიუმი ქართველ ექიმებს, რომ უკეთ გაიცნონ საერთაშორისო სამედიცინო პრინციპები და მიდგომები?

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, სამედიცინო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ძალიან გაზრდილია. ყველა ექიმს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნის გაიდლაინებსა და პროტოკოლს.

ამის მიუხედავად, გარკვეულ სფეროში წამყვანი სპეციალისტის აზრის მოსმენა, მისი გამოცდილების გაზიარება, ვფიქრობ, ძალიან აუცილებელია ნებისმიერი ექიმისთვის.

- სულ ცოტა ხანია, რაც GPI დაზღვევას ეს სერვისი დაემატა. უკვე ისარგებლეს თუ არა პაციენტებმა საერთაშორისო კონსილიუმით და რამდენად დიდია მასზე მოთხოვნა?

მოთხოვნა საკმაოდ მაღალია - მას შემდეგ, რაც პაციენტებს აღნიშნული სერვისი გავაცანით, დიდი დაინტერესება გამოხატეს. ამჟამად უკვე მიიღეს პასუხები GPI-ს სადაზღვევო პაკეტით მოსარგებლე ადამიანებმა და საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად, დეტალურად განვიხილეთ მათი შემთხვევები.


VIDEO: ვახო მეგრელიშვილის მიერ შესრულებუ...

22 წუთის წინ

ვახო მეგრელიშვილი

„მდგომარეობა სახიფათოა! ინფიცირებულთა რი...

23 წუთის წინ

თამარ ჟამურაშვილი

„ასე ძალიან რომ გიყვარდა, იმ გზამ როგორ...

26 წუთის წინ

ზურა ბაკურაძე


ამ მარტივი ხრიკის წყალობით კოღოები ასობი...

14:23 სამ. 22 ივნისი

კოღო

„ჩემმა ძმამ ძალადობა 8-9 წლიდან დაიწყო.....

11:05

ლენტი ავარია

„მოსაწევი მოვწიე, გავითიშე და ამ დროს გა...

14:23 სამ. 22 ივნისი

ძალადობა

შიშველი ფოტოსესია, გარეპილი 10 მცნება, დ...

49 წუთის წინ

პაატა თედიაშვილი

„საოცნებო მამაკაცი მთელს გალაქტიკაში და...

13:41

ნინი გოგიჩაიშვილი

მაია ასათიანი შეყვარებულთან ერთად პოზირე...

12:15

მაია ასათიანი

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე გ...

15:06

ზურა ბაკურაძე

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქ...

14:58

პროკურატურის ლოგო

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გ...

14:28

გუჩა კვარაცხელია

საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე გან...

14:01

რეკლამა

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც 50 წლ...

13:51

კაცი

არასრულწლოვნების ვაქცინაცია იწყება შვედე...

13:32

ვაქცინა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველ...

13:07

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

სად არის ბადრი ესებუა? - შინაგან საქმეთა...

12:57

შსმინისტრი და ესებუა

ქალთა მოძრაობის საგანგებო განცხადება

12:53

ქალთა მოძრაობა