Digest Logo

სალომე ზურაბიშვილის სამძიმარი მეგი ბაქრაძისა და დათა პაპას ოჯახს

 17:53 პარ. 19 მარტი
პრეზიდენტი, ექთანი და
საზღვრისპირა სოფლის
მკვიდრი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძისა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა პაპას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

„მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა წუხილი და სამძიმარი გამოვუცხადო მეგი ბაქრაძის ოჯახს.

ვიზიარებ, ამ უსამართლო და უდროო გარდაცვალებისგან გამოწვეულ დიდ მწუხარებას. ძალიან უსამართლოა, როცა სიკვდილი გვართმევს ახალგაზრდა ქალს, ექთანს, რომელიც მედგრად აწარმოებდა შეუპოვარ ბრძოლას პანდემიასთან, გვართმევს სწორედ იმ დროს, როცა ვაქცინასთან ერთად ახალი იმედი გაჩნდა.

მან კარგად იცოდა, რომ ვაქცინის გარეშე, ჩვენთან არსებულ 3 683 მსხვერპლს, პანდემიის საბოლოო დამარცხებამდე, კიდევ ბევრი დაემატებოდა.

მან კარგად იცოდა, რომ ეს გზა გასავლელი ჰქონდა და ეს სიტყვებიც დაგვიტოვა: „ვაქცინაცია აუცილებელია, რომ გადავიტანოთ ეს ვირუსი და გადავრჩეთ“. თვითონ გადაწყვიტა მაგალითის მიცემა, წინა ხაზზე გამოსვლა და ის ამ ბრძოლის გმირად დარჩება. მისი მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ მიგვითითებს, კიდევ უფრო მეტი ზომების დაცვისკენ და არა უკან დახევისკენ.

ამ სამძიმარში მინდა გავაერთიანო ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის მხარეს გარდაცვლილი, ბატონი დათა ვანიშვილი.

ისიც იყო ჩვენთვის, ყველასთვის შეუგუებლობის და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი. ის თავისი მაგალითით გვაჩვენებდა, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ღირსებით შეუძლია გაუმკლავდეს ყველაზე ძლიერ მტერს და არ დამარცხდეს.

გარდაიცვალა, თუმცა დაუმარცხებელი, ის საბოლოოდ მიებარება ჩვენს მიწას, საიდანაც ოკუპაციამაც ვერ გააძევა. გვაჩვენებდა, რომ იმედი ყოველთვის ცოცხლობს.

მან საქართველოს მოქალაქეობა არაფერში გაცვალა. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ყველა ქართველს, ვისაც ხვალინდელი გაერთიანების სჯერა.

ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა. ამ ადამიანების გამო და მათი მაგალითის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ და მივაღწიოთ იმ პოლიტიკურ შერიგებას და ქვეყნის დაწყნარებას, რასაც ჩვენი საზოგადოება მოელის და იმსახურებს!“ - ნატქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ბავშვებს გაბარებ, დე, ოღონდ ბავშვები გამიზარდე“ – მეგი ბაქრაძის ქმარი

ექთანს, რომელიც ასტრაზენეკას მიღების შემდეგ გარდაიცვალა, 2 შვილი დარჩა - ფოტოები

27 წლის გარდაცვლილი ექთნის დედა იტალიიდან საქართველოში დღეს საღამოს ჩამოვა


2 479 ინფიცირება, 2 374 გამოჯანმრთელება,...

3 წუთის წინ

კორონა და კოვიდი

„თუ კი ვინმე ფულს გთხოვთ ბავშვის ონკოლოგ...

7 წუთის წინ

იაგო ფრანგიშვილი

„ბრავო, გიო, ეს არის შედევრი!“ - რას წერ...

15 წუთის წინ

ფხაკაძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები კორეიდა...

23:52 შაბ. 16 ოქტომბერი

ივანიშვილები

გიორგი ხელაშვილი - აშშ-ის თავდაცვის მდივ...

38 წუთის წინ

„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ საარჩევნო
სიის პირველი ოცეულის
წევრი

საფრანგეთში „რუსულენოვან მაფიასთან“ დაკა...

39 წუთის წინ

ბორკილები დაკავება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ვიცე-ჩ...

42 წუთის წინ

ნიკოლოზ ბასილაშვილი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ მტკიცედ გა...

48 წუთის წინ

ლოიდ ოსტინი

„ახმეტელის მეტრომ“ მუშაობა განაახლა

57 წუთის წინ

მეტრო

მეტრო „ახმეტელის თეატრი“ დაიკეტა

09:48

მეტრო

ყურადღება! დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომ...

09:43

ელექტროენერგია

როგორი ამინდი იქნება საქართველოში - პროგ...

09:06

ამინდი

„ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია მო...

00:20

ბიძინა ____ კულუმბეგოვი