Digest Logo

საქართველოს პრეზიდენტმა დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა

 22:36 ორშ. 27 სექტემბერი
საქ პრეზიდენტი და
დიზაინეერი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გამორჩეული წარმომადგენელი, მოდის დიზაინერი, მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა დემნა გვასალიას საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადასცა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა საშუალება გადმოგცეთ ეს ჯილდო, რომელიც იმ ყველაფრის დაფასებაა, რაც შეძელით და რასაც მიაღწიეთ.

ისე მოხდა, რომ ეს დაჯილდოება 27 სექტემბერს იმართება. ეს ის დღეა, რომელიც თქვენთვის კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე სხვებისთვის, ვისაც ეს პერიოდი არ გაუვლია, მაგრამ სოხუმის დაცემის დღე მთელი საქართველოსთვის გლოვის დღეა, ჩვენი დროშები დაშვებულია, მაგრამ დღეს მე რომ აქ, თქვენთან ვარ, რათა ეს სახელმწიფო ჯილდო გადმოგცეთ, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ჩვენ მაინც უკვე გავიმარჯვეთ, რომ დღეს, შეიძლება ასეთი წარმატებული ადამიანი იყოს აფხაზეთიდან წამოსული ადამიანი, რომელმაც თავის დარგში, თავისი ნიჭითა და შრომით მსოფლიო დაიპყრო. ეს არის დღე, რომელიც არ ანელებს ტკივილს, რადგან მას ვერაფერი შეანელებს, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი წინ მივდივართ და იმის გადაწყვეტაც ჯერ წინ არის, ამის იმედი გვაქვს ყველას და ამისი გვჯერა!

მინდა მოგილოცოთ ეს დღე. ვწუხვარ, რომ დედათქვენი ახლა აქ არ არის და ვერ იზიარებს ამ სასიხარულოს.

ქართველი ხალხის სახელით მადლობას გიხდით. მეც ემიგრანტის შვილი ვარ და მინდა გითხრათ, რომ თქვენ გახდით მაგალითი ქვეყნიდან გასული ახალგაზრდებისათვის და ყველასათვის, რომლებიც თქვენ გიყურებენ და ხედავენ, რომ თუ გინდა და შეგიძლია, თუ მზად ხარ რომ დაიხარჯო, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი მაგალითია და ამისთვის, მე როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან დიდ მადლობას გიხდით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

დემნა გვასალიამ საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსა და მისი ხელოვნების აღიარებისათვის მადლობა გადაუხადა .

დაჯილდოების ცერემონია მოდის სახლში Balenciaga გაიმართა.


5 739 ინფიცირება, 2 082 გამოჯანმრთელება,...

1 წუთის წინ

კორონავირუსის ახალი
შტამი

ასტროლოგის რჩევები - როგორ უნდა გაატაროთ...

12 წუთის წინ

სავსემთვარეობა ვერძში

„აი, ვინმე დაიჯერებს, რომ ეს ადამიანი არ...

14 წუთის წინ

პაიჭაძე


„მამა თმებში მწვდა და ტყავის ქამრით მცემ...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

წამყვანები

„სამი და და სამი ძმა“ - „ფარული ვნების“...

22:56 ორშ. 18 ოქტომბერი

ფარული ვნება

VIDEO: „ბრალდებულმა დაკავებისას ხელყუმბა...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

ვ

„ლიზა იასკოს არ ვიცნობ... მყავს ერთი უსა...

14:37 ორშ. 18 ოქტომბერი

სააკაშვილი

მაკა კვიციანის გრანდიოზული დაბადების დღე...

14:30 ორშ. 18 ოქტომბერი

მაკა კვიციანი

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

11:38 ორშ. 18 ოქტომბერი

ბერა ივანიშვილი

„სააკაშვილი ჩამოიყვანა მერაბიშვილმა, მაგ...

33 წუთის წინ

მიხეილ სააკაშვილი და ვანო
მერაბიშვილი

GWP მოსახლეობას აფრთხილებს

35 წუთის წინ

წყალი

„არასდროს არ ვყოფილვარ იმ ტიპის გოგო, რო...

09:17

დამიცავი პატრა ვარ

19 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

00:44

მზე

19 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

00:34

შუქი

„მოვუწოდებ სპეცრაზმელებს და პოლიციელებს,...

21:53 ორშ. 18 ოქტომბერი

საქართველოს მესამე
პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი Digest.ge

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ისიც არ იც...

21:32 ორშ. 18 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე

გია ვოლსკი: ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ის...

21:00 ორშ. 18 ოქტომბერი

პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე

„ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან...

20:53 ორშ. 18 ოქტომბერი

დევი ტაბიძე