Digest Logo

რომელ რიცხვამდე დაჯარიმებულ პირებს ჩამოეწერებათ კოვიდ-ჯარიმები?

 00:48 პარ. 23 ივლისი
ჯარიმა

2021 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ამნისტიის შესახებ კანონპროექტების განხილვები, რომელიც კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო მოქალაქეებისთვის ჯარიმების ჩამოწერას გულისხმობდა, 20 აგვისტომდე გაგრძელდა. თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვის შეეხება ამნისტია და რომელ თარიღამდე დაჯარიმებული პირები ისარგებლებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვერც "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპროექტში ვკითხულობთ, რომელიც ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

როგორც IDFI-ის მთავარი იურისტი, გიორგი დავითური ამბობს, ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ჯარიმების ჩამოწერის შესახებ კანონპროექტში კონკრეტული თარიღი არ არის მითითებული, კითხვებს აჩენს, რადგან მისი განმარტებით, მანამ სანამ კანონი ძალაში არ შევა, ყველა ბიზნესსუბიექტი ან ფიზიკური პირი, რომელიც დაჯარიმდება, საბოლოოდ ჯარიმა კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ჩამოეწერება. შესაბამისად, როგორც IDFI-ში ამბობენ, კანონის ამოქმედება რაც უფრო დროში გადაიწევს, უფრო მეტი ჯარიმის ჩამოწერა მოგვიწევს.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩამოწერაზე, საერთოდ არ არის გათვალისწინებული სამინისტიო ვადა, უფრო სწორედ კანონპროექტის მიხედვით ეს არის კანონის ამოქმედებიდან. ეს კანონი კი ჯერ ისევ კანონპროექტია. ყველა ადმინისტრაციული სახდელი იმის მიხედვით გაუქმდება, როცა ამ კანონის პროექტს მიიღებენ და ის იქცევა კანონად. დღევანდელი შეზღუდვების დარღვევების უმეტესობა იურიდიული პირებისკენ მიემართება, ამიტომ ამ ეკონომიკურმა სუბიექტებმა რაც არ უნდა დაარღვიონ, თუ კანონპროექტი ამ ფორმით იქნება მიღებული, ყველა ეს დარღვევა გათავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან”,-აცხადებს IDFI-ის მთავარი იურისტი გიორგი დავითური.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ და სახდელისგან გათავისუფლდებიან. ამ მიმართულებით პარლამენტში 23 ივნისს ორი კანონპროექტი დარეგისტრირდა, საიდანაც ერთი ადმინისტრაციული სახდელებისგან, ხოლო მეორე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ მომზადებულ კანონპროექტში წერია, რომ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება პირზე, რომელმაც ამ გათვალისწინებული დანაშაული 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინა.

წყარო: bm.ge


რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2...

00:42

სასწრაფო დახმარება

ნახეთ, როგორია 25 ივლისის ამინდის პროგნო...

23:49 შაბ. 24 ივლისი

ამინდი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23:37 შაბ. 24 ივლისი

ჰოროსკოპი


„ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო?“....

17:34 ხუთ. 22 ივლისი

ჰამლეტ გონაშვილი

ახალი კვლევა: ჭორაობა სოციალურ ცხოვრებას...

19:04 ხუთ. 22 ივლისი

ჭორაობა

„ერთმანეთს ვერ ვიტანდით, მისი მოსვლა არ...

17:34 ხუთ. 22 ივლისი

გივი პაპავა

VIDEO: „ახლაც მეშინია, ამას რომ ვამბობ.....

14:09 შაბ. 24 ივლისი

ნუკი კოშკელიშვილი

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბი...

19:26 პარ. 23 ივლისი

სალომე ზურაბიშვილი

თაკო ჩხეიძემ თმის ფერი შეიცვალა - ნახეთ,...

14:36 პარ. 23 ივლისი

თაკო ჩხეიძე

„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შ...

23:29 შაბ. 24 ივლისი

ხვიჩა კვარაცხელია

„მე შენი პირველი ბიჭი ვარ, რომელიც ბავშვ...

23:12 შაბ. 24 ივლისი

მოწყენილი კაცი

მარიამ იმნაძე საქართველოს ოლიმპიურ დელეგ...

22:29 შაბ. 24 ივლისი

მარიამ იმნაძე

„ამათი მართვა და დაგეშვა ხომ ძალიან ადვი...

20:32 შაბ. 24 ივლისი

სააკაშვილი

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობი...

20:19 შაბ. 24 ივლისი

პროკურატურა: სახელმწიფო
ბიუჯეტს დანაშაულებრივი
ქმედების შედეგად
მიყენებული 850 000 ლარის ზიანი
აუნაზღაურდა

„ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეუ...

20:18 შაბ. 24 ივლისი

ნანა გეგეჭკორი

VIDEO: „გუშინდელი დღიდან საქართველოში ძა...

19:45 შაბ. 24 ივლისი

ფხაკაძე

აკუსტიკური იარაღის, „სტარტოვკის" გამოყენ...

19:15 შაბ. 24 ივლისი

შსს

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დ...

17:58 შაბ. 24 ივლისი

ილია მეორე